უკვე სამჯერ გავსინჯე დიდი დიღმის მაღაზიაში ნაყიდი ხორბლის გაუფილტრავი.
https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/v/t1...294&oe=5F88FF71ხოდა როგორც პაულანერის ფანმა მინდა გულწრფელი რევიუ დავწერო.
ფერით პაულანერის ფერზეა.
გემოთი აი ძალიან გავს პაულანერს და არაფერს სხვას, ვთაქვათ ჰაკერ-ფშორს, ვაინშტეფანერს, ჰოფბროის ან ფრანცისკანერს. იმენა პაუს გემოზეა.
ძალიან გემრიელი დასალევია.
კარგია ის რომ ნაბახუსევი არ იცის თუნდაც 4 ლიტრი დალიო.
ნაბახუსევი კიარადა, აი ატხადნიაკიც არ იცის, არანაირი ნამიოკი თავის ტკივილის.
ფასი არის მშვენიერი ლიტრი 5.10
ახლა მინუსები.
1. მიუხედავად იმისა რომ ძალიან პაუს გემოზეა, ხვდები რომ პაუს სხეული აკლია, ამას თქვენ მიხვდებით ამ თემის ხალხი თორემ სხვამ შეიძლევა ვერ კი გაარჩიოს ერთმანეთისგან.
2. ბახუსის ასაკრეფად უფრო ბუქსაობსავით, მაგრამ მერე მიაქვს კარგად. პაუს 5.4-ის შემდეგ ამის 4.2-ის სიმცირეს თქვენ შეამჩნევთ.
დასკვნა არის რომ 11.90-ის გადახდას აღარ ვაპირებ 1 ლიტრ პაულანერში აწი. რადგან მშვენიერი ალტერნატივა ვიპოვე.
იმიტომ რომ მე მარტო არასდროს ვსვამ და რამდენიმე კაცზე ბევრი ლიტრის ანგარიშებზეა საქმე. ხოდა ეს ზუსტად 50%-ით ნაკლები დანახარჯით გადამატარებინებს საღამოს თან სასიამოვნოდ.
კიდევ რა ვნახე ამ ბოლო დღეებში.
ვიყავი ბელიაშვილზე "ჩემო კარგოში"
დავლიე მათი მოხარშული 3 სახეობა 4-დან. ხორბლის გაუფილტრავი, პილსნერი და "ჩემო კარგო" ipa არ დამილევია.
ლუდები საშინლად არ მომეწონა. აი წყალწყალა და სრულიად ნონსენსისკენ მიმართული. მათი პილსნერი კიდევ ისეთი არარაობა, რომ რა ვთქვა არ ვიცი.
ხინკალი ნარმალნა და კიდევ ხორცეულიც ნარმალნა. მომსახურება ძალიან კარგი. თან შემოგვევლენ.
ქალაქში რატომ არის ასე გაპიარებული ეს "ახალი ქართული ლუდი" ვერ ვხვდები. ნუ პრინციპში კარგადაც ვხვდები რატომ. კაი ლუდის გარჩევა მგონი ამ თემის ხალხის მეტს არავის შეუძლია რესპუბლიკის მაშტაბით
This post has been edited by ASIMO on 17 Sep 2020, 15:32