thugთავის სტილში ეგ ძაან კარგი ლუდია, შეიძლება საუკეთესოც... უბრალოდ ბოკები ლაგერებია და რა თქმა უნდა მუქი ელებისნაირი ბუკეტი ვერ ექნება და მაგათთან შედარებით წყალწყალაა...
შედარებების გაკეთება რო გიწევს, მერე მართლა ძნელია რო იკაიფო ლუდით... რო მიეჩვევი მდიდარ ბუკეტს, ყველაფერი წყალი გგონია მერე
მეც მასე ვარ და ჩემ ირგვლივ ვინც ვსვამთ ხშირად უმეტესობა... დავლევთ რაღაცა კარგს და ბოლოს ვამბობთ, ნუ ცუდი არაა მარა წყალია

მაგრამ ესეც აპრიორი მასე არაა, ზოგს არ უყვარს მდიდარი გემოები და სხეულიანი ლუდები... გემოვნების ამბავია... თუ გასინჯავ მასეთ ლუდებს და მიხვდები რო ეგეთი მდიდარი ბუკეტის მქონე ლუდები გიყვარს, დანარჩენებს უნდა დაანებო თავი, ვეღარ იკაიფებ შანსი არაა

ან რამე კონკრეტული შემთხვევისთვის გქონდეს მაინც ალტერნატივად... მე მაგალითად ზაფხულის სიცხეში ხარისხიანი ჩეხური პილსნერი მაგრად მისწორდება ხოლმე, თუმცა თუ იშოვება კარგი ფრეშ იპა ქალაქში, მაშინ პილსნერს არ დავლევ
მოკლედ უნდა იცოდე ლუდისგან რა გინდა და მერე მიხვდები შენი სტილი რომელია
დღეს უკვე 150+ სტილია ლუდებში თავისი კიდე უამრავი განსხვავებული ქვესტილებით და ყველა იასნია ვერ მოგეწონება...