თვენახევრის წინ გერმანიის ამ ჰიპერმარკეტში, სადაც ლუდების 4 ასეთი რიგია, სექციის კაცს ვკითხე - ავენტინუსი ან შნაიდერის რაიმე სხვა ლუდები ხომ არ გაქვთ მეთქი. აქცენზე მიხვდა რომ ლუქსემბურგიდან ვიყავი, გაეღიმა და არაო, თქვენ და ბელგიელებივით თოფივით ლუდებს არ ვსვამთო :დ
მართლაც, ავენტინუსი კი არა, ბენედიქტინერის გარდა არცერთი ბავარიულიც კი არ ედოთ ამ უზარმაზარ მაღაზიაში...

გუშინ შევედი სხვა რამეებისთვის, თვალი წამცდა მაინც ლუდებისკენ და ჰოი საოცრებავ, ტაპ6 და 5 დევს
მაინც მაგარი ქვეყანაა გერმანია, ამხელა მაღაზიამ, ვიღაც პატარა ლუსქემბურგელის სურვილიც გაითვალისწინა

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულ ფასებზე ძვირი იყო, მაინც მოვხიკე და წამოვიღე რაც იყო დარჩენილი. ეს ეტიკეტები რაც შეცვალეს, ტაპ6 სულ აისბოკი მგონია, თითქმის ისეთივეს დაკვრის გამო, სამწუხაროდ ასე არ იყო.
მაგრამ, ტაპ5 არ მქონდა გასინჯული და სასიამოვნოდ გამაკვირვა, უმაგრესი რამაა. აისბოკის შემდეგ გერმანულებში საუკეთესო რაც დამილევია
პს. ხალხო ხომ არ დაგრჩენიათ ოდესმე საყინულეში ლუდი? წუხელ შევდგი 2 ბოთლი, უცებ გაცივდეს მეთქი და ჩამეძინა, ღირს დალევად თუ ეგრევე გადავასხა რომ გალღვება?