მოკლედ ჭუჭუს დატოლება, პეროს პუტვა და შიზოფრენიული სნობიბიზმი გადავდოთ გვერდზე....
ძალიან გავუტიეთ ამ თემაში და დიდი ხანია სადღაც სხვა რელსებზე გადავედით. რაღაც ნაწილობრიც ხალისიც და ინტერესიც დაიკარგა.
ამიტომ სიახლე უნდა შემოვიტანო... პატარა გასართობი, ვიქტორინა, გამოცნობანა, პოლე ჩუდესი... რავი რაც გინდათ დაარქვით

ვწერთ რაიმე მინიშნებას (ჰინტს) და კამანდას 1 დღე აქვს გამოსაცნობად...
დროის ათვლა იწყება პოსტის დადების დროიდან + 24 სააათი...
ამ დროში თუ ვერ გამოიცნო ვერავინ ავტორი წერს პასუხს და მხოლოდ ამის მერე ისმება ახალი კითხვა.... დომხალი რომ არ იყოს.
წახალისების ამბავში თითო გამოცნობილ პასუხზე ჯილდო იქნება "ბაიოს" ლუდი !!!

არ დამავიწყდეს: ჟიური / მსაჯი / დავის ბოლო ინსტანცია ვარ მე... (დემოკრატია იოხტურ!)

------------------
აჰა, პირველი კითხვა - დაასახელეთ ლუდი.
ამ ლუდს მწარმოებელი შემდეგი სიტყვებით ახასიათებს (ნამდვილი პოეზიაა

):
ყავა ლატეს დომინირებული შეგრძნება გაერთიანებული შოკოლადის მძაფრ სურნელთან.
ალკოჰოლი შეფუთულია შემოდგომის ტყის, ციტრუსის ცედრის და ახლად გამომხცვარი ნამცხვრის სულნელებით.
პირველი ყლუპი ფაქიზად ტკბილია...ლუდი და შოკოლადი დამწყვდეულია ერთ ჭიქაში, რძე ალაოს სხეულით.
ალკოჰოლი ყელს ათბობს და ტოვებს მიხაკის, ციტრუსის, ფორთოხლის და მოკას გემოებს! This post has been edited by [LoD]-Bagra on 17 Nov 2020, 14:01