არა ძმაო...
საქართველოში არსებობს "ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია" - 1954 წლიდან.
ქართულ ენაში სხვდასხვა უცხო ენიდან საკუთარი სახელების "გადმოტანის" წესი არსებობს.
ეს წესი ითვალისწინებს როგორც უცხო ენის სპეციფიკაციებს, ისე ქართული ენისას...
მაგ. ევროპული ენებიფან F = ფ, ინგლისურიდან Th = ზ ან ს, ფრანგულიდან Guillaume = გილიომს და არა გიიომს, რუსულიდან Горбачёв - გარბაჩიოვი არაა, არამედ გორბაჩოვი, ლათინური ფუძის სიტყვები Caesar -კეისარი და არა კეზარი (ცეზარი).
ასე რომ როცა კაზინო Caesar Palace-ზე ვსაუბრობთ მაშინ უნდა ვთქვათ "სიზარ ფელეს" იმიტომ რომ ამერიკულ კერძო სახელთან გვაქვს საქმე... ხოლო როცა რომის იმპერატორზე ვსაუბრობთ - კეისარი უნდა ითქვას.
ინგლისელები რომის იმპერატორს "სიზარს"ეძახიან მაგრამ ჩვენ ხო არ ვეძახით არა?
იუნიკა აგერ "ტექსას" იძახის სულ, მაგრამ ქართულად ეგრე ხო არაა.
ჰოდა ამხელა რაღაც იმიტომ მოვყევი რომ ფრანგული Saison ქართულად არის "სეზონ", ხოლო ანგლოსაქსები მას რას ეძახიან ქართულ ენას "პა ბარაბანუ"...
წესი ისეა როგორც გეუბნებით და ახლა თქვენ რაც გინდათ ის დაუძახეთ.