ეგაა პასუხი
სახლის პირობებში მიიღება ბრენდირებული სასმელი თუ გაქვს:
- 2-3 სახის მაღალი ხარისხის მინიმუმ 1 წლის დავარგებული ღვინო - სასურველია 12 და მეტი გრადუსის
- სწორი სახდელი აპარატი (თანამედროვე ფრაქცირებული დისტილატორი)
- მუხის საშუალო ან დაბალი გამოწვის მაქსიმუმ 1-2 ჯერ ნახმარი კარგად დეზინფიცირებული კასრი (დაშლილი, გარეცხილ-გახეხილი, აწყობილი და ორთქლით გამორეცხილი)
- მიღებული მასის გადაზავება და დანახშირება (carbon filter), მაგრამ აფთიაქის გამოხდილი წყლის ნაცვლად სპეციალური წყალი, რომელიც ლიტრი 5 ევრო ღირს
- და გემოვნების მიხედვით ბუნებრივი არომატიზატორი:
- თეთრი საღი გარეცხილი ქიშმიში
- მიხაკ-დარიჩინის ან კარამელის სიროფი
- ვანილის ან შოკოლადის ტონების სიროფი
და ამ ყველაფერს თუ აძველებ ყოველი 5 წელი 1 ვარსკვლავი (კონიაკისას) და ყოველი 3 წელი 1 ვრსკვლავი ბრენდისას
მნიშვნელოვანია blended malt პრინციპის დაცვა და უმაღლესი ხარისხის 2 და მეტი ხარისხის ღვინის ერთად გამოხდა
This post has been edited by Gio_G83 on 2 Dec 2021, 00:47