ზოგადად ქალაქური მომწონს
მაგას ველოდი მეც რომ იქნებოდა განსხვავებული როგორც იტყვიან ნაღდი ხინკალი.
მაგრამ არაფერი ისეთი, სახლის ხინკალი იყო რა...
ზოდიაქოზე ისეთები დაიწერა სად დადის ხალხი არ ვიცი მაგრამ პირადად მე ჭანტურიაზე რომ არის ზოდიაქო მაგაზე კარგი ხინკალი არსად არ მიჭამია ბოლო წლები რაც ჩამოვდივარ საქართველოში.
ეხლა თავს ვერ დავდებ რომ მთელი საქართველოს სახინკლეები მოვიარე მაგრამ ბევრგან გავსინჯე აგერ უბედურსკისთანაც კი ავედით და ზოდიაქოს ქალაქური 100 წელი მირჩევნია მაგასაც და სხვებსაც რაც გავსინჯე ბოლო დროს.
უბედურსკისთან მწვადის გამოც კი ავიდოდი მართლა ისე მომეწონა მწვადი.
ისე მანდეთ სერვისი საერთოდ უცხო თემაა ხო?
ძაან ისე დაგვხვდნენ რავი გამოვღლევდით მე და ძმაკაცი იმენა უხეშად ძაან. მთის ხალხის ბაზარია ალბათ.
ჯერ ხომ მივედით პირველად ვიყავით აზზე არ ვართ სად როგორ. დავიწყეთ ადგილის ძებნა სად მოვჯდეთ რამე.
თანამშრომლებს ვეკითხებით ყველა გვაგზავნის აქ შედი იქ მიდი აქ მოდი

)) თანამშრომლები ოჯახის წევრები არიან უმეტესობა მგონი.
ბოლოს რა ადგილი რას ეძებთო შეკვეთა გააკეთეთო?

შევუკვეთეთ, ხაჭოერბოზე 500 გრამი უთხარით 2 კაცზე და იცით რა არისო თუ გასასინჯად გინდათო

ალბათ იღებს ხალხი და არ მოწონთ თუ რავი...
მოკლედ 2 საათში დაგირეკავთო ნომერი ჩაიწერა. ოღონდ სანამ არ დაგირეკავთ აქ აღარ შემოხვიდეთო

ქალბატონმა. (ეტყობა ტვინს უდღნავს მშიერი ხალხი)
გაგვიმართლა ჩვენ 1 საათში დაგვირეკეს 2 ის მაგივრად და ჯიგრულად მოვჯექით. მოკლედ კივევ ვესტუმრებოდი ხინკალს გასასინჯად ავიღებ კიდევ 1 ხელ რავი შეიძლება იმ დღეს იყო რაღაც ნიტო.
დალშე მანდ მარტო მწვადის და ხაჭოერბოს გამოც ღირს ასვლა. თან თუ დარეკვითაც იღებენ შეკვეთებს მითუმეტეს