მამაო თამაზიოლოლო შენ, ვერ გამოიცანი
xx3xxშალიკაშვილის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი
მუზეუმის მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ქ. გურჯაანი, ძმები შალიკაშვილების ქ. 6
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2001
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა:: 3000
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძმები შალიკაშვილების პირადი ნივთები, ჯილდოები, მათთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა მიერ საჩუქრად გადაცემული ნივთები, გენერალ გიორგი კვინიტაძის პირადი არქივის ნაწილი, საქართველოს სამხედრო წარსულთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტო მასალები.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: დაკეტილია
https://georgianmuseums.ge/%E1%83%9B%E1%83%...n-army-history/ * * *
ესეც ისტორია: რატომ გავერანდა მუზეუმი. 2020 წლის მასალაა
https://mtavari.tv/news/7392-mitovebuli-sam...storiis-muzeumiრამდენიმე დღის წინ, პარლამენტში, თავდაცვის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქართული სამხედრო სულის ამაღლებაზე, მოტივაციაზე, ისტორიასა და ქართული ჯარის პრიორიტეტებზე. მომავალი კი წარსულის დაფასებისა და გადააზრების გარეშე ვერ აშენდებაო, თქვა მინისტრმა.
"პოსტ ფაქტუმი" დაინტერესდა, სხვა ქვეყნების მსგავსად, არსებობს თუ არა საქართველოში ქართული სამხედრო ისტორიის მუზეუმი. აღმოჩნდა, რომ ასეთი მუზემი ჩვენში მართლაც არსებობს. მუზეუმის სანახავად "პოსტ ფაქტუმი" კახეთში გაემგზავრა.
მუზეუმი შალიკაშვილების ისტორიულ სახლშია განთავსებული და ის მართლაც ულამაზეს ადგილას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღში მდებარეობს. უფრო ახლოს მისულებს კი ქართული არმიის ისტორიის მუზეუმი სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა.
ქართული სამხედრო სულის ამაღლებისა და ამისთვის ისტორიული მუზეუმის შექმნის იდეა 2001 წელს, წარმოშობით ქართველ-ამერიკელ გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მზაობა გამოთქვა, რომ დაეფინანსებინა მუზეუმის კოლექციები და საკუთარი მამაპაპისეული სახლი სახელმწიფოსთვის მუზეუმის შესაქმენლად გადაეცა.
ჯონ მალხაზ შალიკაშვილი იყო სწორედ ის გენერალი, რომლის უშუალო დავალებით დაიწყო საქართველოში ნატოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. სწორედ ამ პროგრამის წყალობით, მთლიანად გადაირაღდა და დასავლურ სტანდარტებზე გადაეწყო ქართული ჯარი. მოტივაცია კი გენერალს ერთადერთი ჰქონდა: ქართული არმია ყოფილიყო ისეთი ძლიერი, რომ არაცერთ ქართულ ოჯახს არ გამოეცადა საკუთარ თავზე რუსული ოკუპაციისის ტკივილი.
ეროვნული არმიის ისტორიის მუზეუმი 2018 წელს მინისტრმა იზორიამ პრაქტიკულად გააუქმა, როცა ის თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტს დაუქვემდებარა და სამინისტრიდან დაფინანსებაც შეუწყვიტა. მუზეუმის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი "პოსტ ფაქტუმთან" საუბარში განმარტავს, რომ სწორედ ამ დროს დადგა რეალურად მუზეუმის ლიკვიდაციის საკითხი. იმისთვის, რომ ქართული სამხედრო ისტორიის მუზეუმი მთლიანად არ განადგურებულიყო, მან სასწრაფოდ ნივთების ფონდებში გადატანა დაიწყო.
2016 წელს, მუზეუმის რეაბილიტაცია და სრული რემონტი მაშინდელმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაწყვიტა. მაშინ ხიდაშელი აცხადებდა, რომ ეროვნული მუზეუმის განახლება არამხოლოდ კონკრეტული, არამედ ისტორიული გადააზრებისთვის და მომავალი თაობებისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და მუზეუმის რემონტიც დაიწყო. ამერიკიდან საქმიანი ვიზიტით დაბრუნებულ მინისტრს კი თბილისში თავდაცვის სეკვესტრირებული ბიუჯეტი დახვდა, შესაბამისად, მუზეუმის რეაბილიტაციაც შეჩერდა და ერთ კვირაში ხიდაშელმაც პოსტი დატოვა.
შარშან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3,5 მილიონნახევრის სესხი მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, რომელიც გურჯაანის პარკის რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად. პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებში კი პრიორიტეტად პირველი - შალიკაშილების სახლმუზეუმის რეაბილიტაცია ჩაიწერა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, მაჟორიტართან და ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორთან ერთად, შარშან სახლმუზეუმს თავადაც ეწვია. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა, რომ მილიონებს სწორედ მუზეუმის რეაბილიტაციისთვის გამოიყენებდნენ.
წელს იგივე გუნდი იმავე ადგილას სამუშაოების სანახავად ისევ ავიდა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ქართული სამხედრო ისტორიის მუზეუმის ეზოში აღარავინ შესულა, არც პროექტისთვის გამოყოფილ მილიონებზე და შესბამისად, არც მუზეუმის რეაბილიტაციაზე არავის უსაუბრია. მთავარი აქცენტი მხოლოდ პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია იყო.
მაშინ, როცა გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, სად გაქრა პროექტიდან ეროვნული არმიის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მუზეუმის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთადაცვის ნუსხაში 2016 წელს მოხვდა? ამის შესახებ ძეგლთადაცვის სამინისტროსაც მივწერეთ, რა ინფორმაციას ფლობდა ძეგლთადაცვა მუზეუმის რეაბილიტაციაზე.
გამოდის, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ისე გასცა ტენდერით 3,5 მილიონნახევარი მუზეუმის რემონტზე, რომ პროექტი არ იყო დამტკიცებული ძეგლთა დაცვის მიერ. ფული ფულად დარჩა, მთავარი პრიორიტეტი, ეროვნული არმიის მზუეუმი კი პროექტიდან გაქრა. დავინტერესდით, ვის მიაკუთვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციის ტენდერზე გამარჯვება. გამარჯვებული კომპანია შპს ,,ენსისი” აღმოჩნდა. კომპანია, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თბილისის მერიის სისტემაში 2014-2017 წლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევაშიც ფიგურირებდა. კერძოდ, კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შპს „ენსისი“ მსხვილი მიმწოდებლების სიაში ლიდერობდა და კომპანიას, ტენდერების გზით, 21 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული.. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, „ენსისი“-მ გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებში ხუთი მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.
როგორც აღმოჩნდა, "ენსისი"-ს გენერალური დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე 2012 წელს, კომპანიაში უკნანონო შემოსვალების ლეგალიზაციის ბრალდებით, ერთხელ უკვე დააკავეს.