FranziskanerWeissbierრამდენიმე შენიშვნას მე მოგცემ...
შეეცადე რომ "დროში" არ იხტუნო საუბრისას. აი მაგალითად საუბრობ ვაიენშტეფანზე და უცებ ახსენებ შუამდინარეთს.
ასევე დარჩი "თემაში"... მაგალითად როცა საუბრობ ტექნოლოგიურ საკითხებზე ნუ გადახტები ნაპოლეონზე

როგორც ისტორიკოსს გიყვარს საყვარელ თემებზე ანუ ისტორიაზე საუბარი, როცა გაგახსენდება ხოლმე რაღაც. არადა იმდენი რაიმე იცი რომ სულ გახსენდება ხან რა და ხან რა. ამ დროს მსმენელი იბნევა ძალიან.
ბაქრაძეს აქვს ძალიან კარგი და უნიკალური "ეკონომიკის ისტორიის" ცოდნა და მისი თვალით დანახული ლუდი და ეკონომიკა უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე საუბარი ქვადებზე ან ისტორიაზე.
ლუდი და ლუდის ისტორიაზე შეიძლება სხვა ვინმე მოიწვიო.
კარგად ჩამოწერე ბულეტპოინტებად თემა და მიყევი მას.
პ.ს. მადლობა ბაიოს ხსენებისათვის.

შემდეგ ეპიზოდზე მომწერე და ლუდი ჩემზე იყოს!