მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5385
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
|
#61309529 · 3 Jun 2024, 16:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | გურულ ლექსებში მეგრული ჩანართებიც არის
მაგ. რომელიღაც ლექსშია
ყვანა ყვანა ყოფე თენა თექ წყარს მუჭო გარზუ მუჭო თექი მინმართენა კისერიშა წყარს მითოხე... (აღარ მახსოვს რომელშია და ვიზეა)
|
ნიკოლოზ მეხუზლაზეა. "ლექსი ნიკოლოზ მეხუზლას, წყლიდან რომ ჯარი დახოცა" (აღწერილია 1892 წ. მოვლენები. ჩამწერი მიხეილ ჩიქოვანი. პირვ. გამოქვეყნ. მ. ჩიქოვანი - "ფირალის ეპოსი გურიაში" 1934 წ.)
პრისტავები იძახიან: "ეი ბოღუ, მალადეცა"! სტრაჟნიკებსა ჯავრისაგან ყველას გულზე ზაფრა ეცა, ცხენებმა ფეხი წამოკრეს, ერთი ერთმანეთს დაეცა.
მეგრელები იძახიან: "ყვანა-ყვანა ყოფე თენა, თექ წყარს მუჭო გარზუ, მუჭო თექი მინმართენა. კისერშა წყარს მითოხე, ირი კოს მოშკურუნა, ჯარი საფარს თიზმა ვარე, მუზმა კოჩი დოღურელე!"
პწკარედულად ამას ნიშნავს: ყანა-ყანა ყოფილა ის, იქ წყალში როგორ გაძლო, იქ როგორ შევძლებთ შესვლას, კისრამდე წყალში ზის, ყველას (ყველა კაცს) გვეშინია, ჯარი საფარში იმდენი არაა, რამდენი კაციც მომკვდარა!
მეგრულჩანართებიანი ლექსია კიდევ "ბუნტი გურიაში" (აღწერილია 1841 წ. მოვლენები. ჩამწერი ალექსანდრე ღლონტი. პირვ. გამოქვეყნ. ალ. ღლონტი – "გურული ფოლკლორი" 1937 წ.) აქ გვაქვს: "გურიასუ ბუნტი ყოფე, აჰა მივშვათ" - გურიაში ბუნტი ყოფილა, აჰა წავიდეთ "ბედინერა" - "ბედნიერა", მეგრული მაყრული სიმღერა "ჰაი ნიში მიდოუღათ" - აი, ნავი (ნუშა-ნავი) წავართვათ "ვა დომჭყვიდათ ჯიმალეფი" - არ დაგვწყვიტოთ, ძმებო
ესეც სრული ლექსი:
რუსულად წიგნი მისწერა ლევანიძემ დადიანსა: - გურულები აგვებუნტენ, მუაშველეთ ამ ჩვენს ჯარსა.
დადიანსა პჭობა ქონდა, გადასწყვიტეს დახმარება, მუუყარეს ჯარეფს თავი და უბძანეს გამგზავრება.
გურიაში რომ ჩავალთო, ბრევლი აქვენ დაპირება, ქონებით და ვოქრო-ვერცხლით მიელიენ გამდიდრება.
"გურიასუ ბუნტი ყოფე, აჰა მივშვათ", იძახიენ, წინ მოუძღვის თავადები "ბედინერას" დასძახიენ.
როსტომა მორბის ჩაჩხაჩი: – ბიჭებო, თოფი მაგასო, დადიანები მოგვიხთენ მოტრაბახობენ მაგარსო.
სამი ბიჭები დავტიე, ჯიხურში გამაგრდებიენ; ყველა იძახის – ვიჩქაროთ ამხანაგები გველიენ.
გამოკვანწული ბიჭები მიქრიენ გამალებული, წინ მუუძღობა ცერუა საშიშრათ გამგელებული.
დადიანმა მუაყენა გრიგოლეჩი მისი ჯარი, წინ დუუხთენ გურულებმა ვოზდახუთი მევომარი.
ათასხუთას მომხთურეფსა გზა არ მისეს გასაქანი, ვინც გაბედა წინ წამოსლა მუანტრიეს მოსაქანი.
წყალი არის გასავალი, მეგრელებმა იგდენ ნავი – "ჰაი ნიში მიდოუღათ" გამეეშვა შით მცურავი.
თითოს თითო ტყვია მოხთა, წყალი წითლად შეიღება, მიქავა და მისი ხლები ბარდ-ეკალჩი იმალება.
ჯაიანი ცხენს აგელვებს, ჯარს წინისკენ ერეკება; მარა ერიშს ვინ გაბედავს, შიშით მუხლი ეკვეთება.
ტიგარიძემ შეუძახა: – საწყალ ხალხს ნუ ერეკები, შენ თუ გყოფნის ვაშკაცობა, უკან-უკან რაღას დგები.
– ჯაიანო ვერ წაგვიხვალ რაკი ხელში ჩაგვივარდი; აქ წამოსვლას ის გერჩია, შინ შენ ქალსა მუუარდი.
ჯაიანს კუდი იეწვა, ვის სოდნია მისი ზრახი, ეი, ვინ ხარ, შუუყვირა, გადუუსვა ცხენს მათრახი.
– საყვარელა ვასაძე ვარ, ხმასან თოფმაც დეიჭექა, ჯაიანი გადმუარდა, ჭინკზე თავი დაახეთქა.
იგრიალა ვოზდახუთმა, სტამბოლი და მაჭახელი, ვინც გადარჩა, შუუყვირეს – ასით ყველამ მაღლა ხელი.
აკანკალდა დადიანი გურიელის ცოლისძმაი, – " – ვა დომჭყვიდათ ჯიმალეფი" იძახიან: – ვაი, ვაი.
თოფ-სატევარ დანაყარი ალაიაში გააძრინეს და თავადეს ცემით ვოფლი შით კბილეფში გაადინეს.
დუუმოწმეს, აღარ გნახოთ, რიონს აქეთ ხანჯლიანი, რომ ჩახვიდეთ, მოგვიკითხეთ თქვენი დიდი დადიანი! * * * ეს წამოსროლილი ცალკეული სიტყვები არაა. სრულფასოვანი წინადადებებია. მეხუზლას ლექსში კი - 2 მიდევნებულ სტროფში 7 მეგრული წინადადება. მთქმელი მეგრულის უცოდნელად ამას ვერ შეთხზავდა. ანუ მე-19 ს-ის გურიაში გაგურულებულ მეგრელებს, შეიძლება, მეგრული ჯერ კიდევ ხსომებოდათ კანტი-კუნტად.
|