ცხადია უადგილო იყო აქ მსგავსი კომენტარი

იაპონურთან უშუალო და გაშუალებული კავშირი გამორიცხულია, მით უმეტეს, ასეთი გრამატიკული ელემენტების შესვლა ხდება ან ორი ენის ინტენსიური ურთიერთობის პირობებში, ანდა წესების ხელოვნურად შემოღებით.
უფრო მაცდურ მაგალითს გეტყვი. აქვე გვემეზობლება თურქული ენა, რომელსაც გააჩნია ჟღერადობით და დანიშნულებით ქართულ
(-ი)-დან-ის მსგავსი ბოლოსართი
-dan, მაგ. Trabzon
-dan = ტრაპიზონ
-ი-დან; Bolu
-dan = ბოლუ
-დან და სხვ. ურთიერთობაც ფაქტია (სულ მცირე 11 ს-იდან, შემდგომში უფრო გაცხოველდა). მაგრამ ფაქტიურად ეს ორი ჟღერადობით და დანიშნულებით მსგავსი სუფიქსი სხვადასხვა წარმოშობისაა.
ახალქართული
(-ი)-დან მომდინარეობს ძველქართული
-ით-გან რთული სუფიქსიდან
თ-სა და
გ-ს შეხორცებისა და
დ-დ გადაქცევის შედეგად.
სახლ-ით-გან >> სახლ-ი-დან.
ხარო-ით-გან >> ხარო-ი-დან >> ხარო-დან
და სხვ.
სახლ-ით არის განშორებით/ინსტრუმენტალისი ბრუნვის ფორმა. მაგ. *განვედ სახლ-ით: გადი სახლიდან.
გან- მიმართულებას უჩვენებს შიგნიდან გარეთ.
განვედ სახლ-ით-გან: გადი სახლიდან
მოკლედ ძალიან არ ჩავუღრმავდები ამას ამჯერად და გადავალ
(-ა)-მდე სუფიქსის განმარტებაზე. აქვე ვიტყვი, რომ იგი არ განეკუთვნება არც საერთო-ქართველურ ფონდს და არც ქართ-ზანურს. წარმოშობილია საკუთრივ ქართული ენის წიაღში, ანუ მეორეულია.
ესეც რთული აგებულებისაა და არის ნაერთი
ვითარებითი ბრუნვისა და
მიმართულებითი ნაწილაკისა*-ად-მი >> -ამდი >> -ამდი-ნ//ამდი-ს//-ამდემეტი სიცხადისათვის შევადარებ
-ისადმი რთულ სუფიქსს.
კაც-ის-ად-მი: კაც-ის (ნათესაობითი ბრუნვა) + ად (ვითარებითი ბრუნვა)+მი (მიმართულებითი ნაწილაკი)
ნათესაობითი+ვითარებითი = დანიშნულებითიკაც-ის-ად: კაცისთვის. შდრ. მეგრ.
კოჩ-იშ-ო(თ): კაცისად, კაცისთვის (
-იშ: ნათ. ბრ.;
-ო(თ): ვით. ბრ.)
ჩემ-და: ჩემთვის, ჩემკენ. (
ჩემ არის პირველი პირის ნაცვალსახელის (
მე-ს) ნათესაობითი ბრუნვის ფორმა,
-და მომდინარეობს ვითარებითი ბრუნვის
-ად ნიშნიდან). ანუ აქაც გვაქვს: ნათ.+ვით=დანიშნ.
მ-ის-ად: მისთვის (აქაც: ნათ.+ვით.=დანიშნ.)
მიმართულების დასაზუსტებლად, დანიშნულებით ბრუნვას ძველქართულში დაერთვოდა
მო და
მი მიმართულების მაჩვენებელი ნაწილაკები.
მაგ.
ჩემ-და-მო: ჩემდამი
შენ-და-მო: შენდამი
შენ-და-მი: შენდამი
მ-ის-ად-მი: მისადმი
22:27 რამეთუ იგი ხოლო არს სამოსლად მისა და საფარველი არს შიშულობისა მისისაჲ; რაჲთა დაწვეს იგი? ღაღად-თუ-ყოს ჩემდამო, ვისმინო მისი (გამოსლვათა. ძველი აღთქმის ოშკური და იერუსალიმური ნუსხები)
18:4 და შეგეძინნენ შენ და ჴუმილვიდენ ჴუმილვათა კარვისა წამებისათა და ყოველთა მსახურებათა კარვისათა, და სხუა ნათესავი არა შემოვიდეს შენდამო. (რიცხუთა. ძველი აღთქმის გელათური ნუსხა)
11:5 არამედ ვითარ-ძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი მისნი შენ თანა? (იობ. ძველი აღთქმის ოშკური და იერუსალიმური ნუსხები)
ანუ გვაქვს
დანიშნულებით-მიმართულებითი ბრუნვების რთული წარმოება:
ნათ.+ვით.+მი: დანიშნულებითი იქითა მიმართულებით
ნათ.+ვით.+მო: დანიშნულებითი აქეთა მიმართულებით
ასევე რთული წარმოება გვაქვს
მიღწევითი ბრუნვისა, რომლის ნაშთიც დღევანდელ ქართულში არის
(-ა)-მდე სუფიქსი.
საკუთრივ ვითარებითი ბრუნვა დანიშნულებითი ელფერითაც გამოიყენებოდა
10:7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხვალთ სახლითი-სახლად. (ლუკა. მცხეთური ხელნაწერი)
შდრ.
10:7 And in the same house remain, eating and drinking such things as they give: for the labourer is worthy of his hire. Go not from house to house (Luke. KJV)
სახლითი-სახლად: სახლიდან სახლამდე
მივალ მცხეთ-
ად: მცხეთაში მივდივარ (დანიშნულებითი)
მივედი მცხეთ-
ად-მი* (>>მცხეთ
-ა–მდი): მცხეთამდე მივედი (მიღწევითი)
მოკლედ, თუ ვინმეს აინტერესებს ქართველური და ძველქართული ბრუნვათა სისტემა, იხილოს:
ა. შანიძე: “ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები” – თბილისი 1973
ა. შანიძე: თხზულებანი II: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები – თბილისი 1981
Климов Г. А. Склонение в картвельских языках в сравнительно-историческом аспекте – Москва1962.
This post has been edited by Chkoni on 10 Apr 2005, 17:29