არ ვიცი ეს რამდენად დაგეხმარება, მაგრამ მე იგივე სოფელში მაქვს სოფელი საიდანაც ფორე იყო.... უფრო მეტიც,მისი სახლი ჩემი სახლის მახლობლად არის და ჩემს ბავშობაში იქ ძალიან დელეგაციები ჩამოდიოდნენ ხოლმე იტალიიდან. მე მგონი სხვა ქვეყნებიდანაც, მაგრამ იტალია კარგად მახსოვს

... სამწუხაროდ მისი მუზეუმი განადგურების პირსაა ახლა რამდენადაც ვიცი...
ისე, ყველაზე ლამაზი სოფელია ქვემო მაჩხაანი (სიღნაღის რაიონი, ფორეს სოფელი) მთელს ქიზიყში.. აღარ ვახსენებ მის ისტორიულ მნიშვნელობას და იმას რომ აქ გაიხსნა პირველი მოძრავი სცენა, რომელიც შემდეგ იქნა გადატანილი დედაქალაში, და აქ არსებობდა პირველი სავაჭრო დეპო 1825 წლიდან... ახლაც არის შემორჩენილი დუქნები სოფლის მთავარ გზაზე. ხო, კიდევ აქ მდებარეობს კონსპირაციული ბინები (რომლებიც აგრეთვე შემორჩენილია) სადაც 1925 წლის აჯანყების მონაწილეები აწყობდნენ გეგმებს თავდასხმების შესახებ (თავდასხმები, რომლებიც გაიმართა გედების ხევში), სოფლების ოზაანის და არბოშიკის მახლობლად. ეს სოფლები ახლა მიეკუთვნება დედოფლისწყაროს რაიონს, რომელიც ასეთი სამართლებრივი სტატუსით იმ დროისათვის არ არსებობდა, და მთლიანი რეგიობი შედიოდა ერთიან სიღნაღის მაზრაში. თვითონ სოფელი ჩამალულია უშველებელ გორებში და გზად არ შეგხვდება არავითარ შემთხვევაში... იქ სპეციალურად უნდა მიხვიდე... სხვადასხვა მისასვლელი ზები არსებობს: ტიბაანიდან (სადაც წმინდა სტეფანე ხირსელის მონასტერი მდებარეობს - ერთერთი ასურელი მამა, აგრეთვე ბოდბისხევი-ფანიაანის მხრიდან - ეს ის ადგილებია სადაც ფილმი ნატვრის ხეა გადაღებული... სხავათა შორის ნატრვრის ხეში გადაღებულია ფორეს სახლის ნაწილი და ის წყალი თავისი ჭარდის ხიანად (გაიხსენეთ ხე, საიდანაც ამავე სოფლის ბავშვი ფუფალას შეურაცხყოფს ), რომელიც ფორეს სახლთან ძალიან ახლოს მდებარეობს)...
მოკლედ ეს ის ინფოა, რომელიც მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და ხშირად ვამაყობ კიდეც ამ ყველაფრით... თუმცა არ ვიცი რამდენად სასარგებლო და საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვის... თუმცა ამ სოფლის ღირშესანიშნავობები რა თქმა უნდა ამით არ ამოწურულა და მის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე 19 საუკუნის მეორე ნახევარსა და 20-ე საუკუნის პირველ ნახევარში კამბეჩოვანას რეგიონში (მთლიანი ქიზიყი ამ სახელით არის მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში) და ა.შ. არ მისაუბრია...
მოხარული ვიქნები თუ რომელიმე თქვენგანი დაინტერესდება ამ ისტორიებით და უბრალოდ ესტუმრება ამ მივიწყებულ სოფელს... და საკუთარი თვალით ნახავთ იმას რაც ალბათ არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერს ...
* * *
უუპს, დამავიწყდა დამეწერა, არსებობს ასეთი წიგნი.. არ მახსოვს ავტორი... "სადაურსა სად წაიყვან ბედო".. იქნება ალბათ ბიბლიოთეკებში საქართველოში... მანდ იპოვი დეტალურ ინფორმაციას ფორეს შესახებ უშუალოდ.