არწივი9სალამი არწივს

მაპატიე-ცოტა გვიან მომივიდა შეპირებულის დაპოსტვა-მაგრამ გარკვეული საქმეები მქონდა, რომლებიც არ იცდიან..ასე რომ ახლა ვასრულებ დანაპირებს

განსაკუთრებული აქტიურობით აფხაზეთის ომში ყაბარდოელები გამოირჩეოდნენ, პოლკოვნიკ სოსლანიევის მეთაურობით. მათ 4 ქვედანაყოფი ჩამოაყალიბეს რომელთა საერთო რიცხვი დაახლოებით 300 კაცს ითვლიდა.
მოხალისეთა შორის მრავლად იყვნენ ადიღებელიც. მათი ძალები 100-150 ადამიანს ითვლიდა. გარდა ამისა კონფედერატთა ოპერატიულ შტაბს ორჯერ მეთაურობდა ადიღელი ამინ ზეხოვი.
ჩეჩნებისთვის ამ კონფლიქტს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. რამდენიმე ათასმა მებრძოლმა საომარი გამოცდილება მიიღო, რომელიც შემდგომ რუსეთის არმიის საწინააღმდეგოდ გამოიყენა. მათგან გამირჩეოდა ბასაევის ბატალიონი რომელიც 500მდე მებრძოლს ითვლიდა, მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. თუმცა ბატალიონი საგულდაგულოდ გადეგმილი რეიდებით გაცილებით ნაკლებ დანაკარგებს განისდიდა.
კონფედერატთა შორის იბრძოდა სამხრეთ ოსური ბატალიონი. იქ დაახლოებით 200-300 კაცი ირიცხებოდა.
ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო ფორმირებები დონის და ყუბანის კაზაკებს ჰყავდათ. ამათგან აღსანიშნავია 200 კაციანი კაზაკთა რაზმი ნიკოლოზ პუტკოს მეთაურობით.
რუსეთის ნაციონალური პარტიის ანცუპოვის სახელობის რაზმი 150 მებრძოლს ითვლიდა და მას პოდპოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო მეთაურობდა.
სეპარატისტთა ფორმირებებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მარშალ ბაგრამიანის ბატალიონი ითვლებოდა, რომელიც სომხეთის სახელმწიფო დროშის ქვეშ იბრძოდა და 500 კაცს აერთიანებდა.
თურქეთიდან ჩამოსული აფხაზები თავიდან 38 კაცს ითვლიდა და ბასაევის ბატალიონში იბრძოდა-შემდეგ მათი რიცხვი 70მდე გაიზარდა.
ასევე მოლდავეთის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის სინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ჯგუფი "დელფინი" დნესტრისპირეთის სპეცდანიშნულების ბატალიონ "დნესტრის" შემადგენლობაში იყო და 8 კაცს ითვლიდა. მას კაპიტანი ანდრეი ტერენტიევი მეთაურობდა და ჯგუფის მოვალეობაში შედიოდა-დაზვერვა, დესანტი, დივერსიული ოპერაციები, მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა და რუსეთიდან შვეულმფრენების მიღება.
სწორედ დელფინის ანგარიშზეა საზენიტო კომპლექსით ქართული ტუ-134-ის დაზიანება და ა.შ.
რუსული მონაცემებით, აფხაზეთში რუსეთიდან 4000-7000მდე ჩრდილოკავკასიელი გადავიდა. არაოფიციალური მონაცემებიტ კი სეპარატისტთა მხარეს 12-დან 15- ათასამდე მოხალისე იბრძოდა.
ხოლო ქართული მხარის მონაცემებით 1993 წლის სოხუმზე დაწყებული შეტევაში დაახლოებით 2000 ჩრდილოკავკასიელი, 1000-1500 რუსი, 200-300 სომეხი, 200-300 ინგუში და 4500 აფხაზი იბრძოდა.
რაც შეეხება აფხაზების მონაცემებს, ამ კონფლიქტს მათი მხრიდან 2700 კაცი შეეწირა, საიდანაც 853 არააფხაზი იყო.
ქალბატონებს და საქალბატონეებს მინდა მივულოცო 8 მარტი

ვუსურვო ყოველივე საუკეთესო-ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული
miracle_of_loveTsiraგანსაკუთრებით თქვენ გილოცავთ
This post has been edited by Chkalovi on 8 Mar 2007, 19:50