Chkalovi არა შარვაშიძე არ არის მანდ ცალკე მაქვს მასზე წიგნი მამამ ჯერკიდევ აფხაზეთში, რომ ვცხოვრობდით მაშინ მაჩუქა, გიორგი არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა და აქ დავპოსტავ ზოგს

სხვათაშორის თამარის მამა, მეფე გიორგი მესამე არც ისეთი ფერმკთალი პიროვნება ჩვენს ისტორიაში სამწუხაროდ ცნობილმა მწერლებმა რატომღაც უყურადრებოდ დატოვეს აფხაზმა თავადიშვილმა, სამთავროს პოტენციულმა მემკვიდრემ მასე პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული პოემა უძღვნა. ასე რომ გიორგი მიხეილის ძემ პატარა კვალი არ დატოვა საქართველოს ისტორიაში, მის შესახებ კიდევ დავპოსტსავ.
* * *
მოკლე ექსკურსი აფხაზეთის მთავარ შარვაშიძე- ჩაჩბების შესახებ
აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეთა შესახებ
“Я не абхазский а грузинский княз”
Ал. Шарвашидзе (1855_1932)
პირველი წერილობითი ცნობა შარვაშიძეთა შესახებ მიპოვება თამარ მეფის ანონიმ ისტორიკოსის თხზულებაში “აზმანი შარავანდედთანი” (XIIIს.), სადაც დაფიქსირებულია : “ეს ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს: ბარამ ვარდანის ძე_სუანთა ერისთავი, კახაბერ კახაბერის ძე_რაჭისა და თაკუერის ერისთავად და ოთაღო შარვაში-ს_ძე_ცხუმის ერისთავად.
საინტერესოა, რომ ისტორიულ ასპარეზზე სამეგრელოს, აფხაზეთისა და სვანეთის სოციალურად დაწინაურებულ გვართა წარმოჩენა თითქმის ერთდროულად ხდება (XI_XIIს.ს.) და შესაძლოა დაკავშირებულ ყოფილიყო ქვეყნის ახალ ადმინისტრაციულ მოწყობასთან. ეს გვარებია: დადიან_ბედიანები, შარვაშიძეები და ვარდანიძეები.
შარვაშიძეთა გვარის წარმოშობის თაობაზე მრავალი ვერსია არსებობს, მაგრამ დომინანტობს თვალსაზრისი მისი ლაზური წარმომავლობის შესახებ.
საგულისხმოა, რომ აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტიც ლაზი აფხაზია, რაც მას სტუდენტობის პერიოდში და მოწიფულობის წლებშიც საეჭვოდ გაუხდია.
მიუვედავად ქვეყანაში ფეოდალური დაქსაქსულობის პროცესებში აფხაზ მთავართა მეტ_ნაკლები ინტენსიურობით მონაწილეობისა, ისინი, როგორც წესი, ღირსეულად აგრძელებდნენ დიდ წინაპართა_აფხაზეთის ბაგრატოვან მეფე_მთავართა ტრადიციებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სრულიად საქართველოსა და “საქართველოების” გადარჩენაში, საერთო ქართულ_აფხაზურ ღირებულებათა შექმნა_განმტკიცებაში.
შარვაშიძეები ყველაზე წარჩინებულ და აღიარებულ იყვნენ არა მარტო საკუთრივ აფხაზეთში. მათი უმეტესობისათვის აფხაზობა ქართველობის სინონიმი იყო და ასეთად დარჩა.
1870 წელს შედგენილ ერთ_ერთ დოკუმენტში, რომელიც წოდებრივ_საადგილმამულო საქმეების თბილისის კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ_ადიუტანტ სვიატოპოლსკ მირსკის სახელზე გაიგზავნა, დაფიქსირებულია: “მთელ აფხაზ ხალხს სათავეში ედგა აფხაზეთის მბრძანებელი, უძველესი მოდგმის გვარი_შარვაშიძე” ამ დოკუმენტს ხელს აწერენ აფხაზეთის თავადაზნაურები: ბ. ემხვარი, ტ. მარღანია, გ. მარშანია, კ. ინალ_იფა, აგრეთვე რამდენიმე უბრალო ადამიანი.
სოხუმელი სეპარეტისტი ისტორიკოსები შარვაშიძეთა დინასტიის დამსახურებაზე, როგორც წესი, დუმილს არჩევენ. შარვაშიძეთა ქართველობა იმდენად არგუმენტირებულია აფხაზური და ქართული ისტორიული წყაროებით, რომ მათი უარყოფა შეუძლებელია.
იქნებ მრავლისმეტყველია ერთი ცნობილი აფხაზის ნათქვამი: აფხაზეთის ისტორია, შარვაშიძეთა ისტორიაო!.
აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარებაშ შარვაშიძეთა დიდი პოტენციალი არ არის გამოყენებული, ისევე, როგორც აფხაზეთის თავადაზნაურთა ბევრი წარმომადგენელის შესაძლებლობანი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი, უპირველესდ მეცნიერები არიან გათვითცნობიერებული ამ გვარის როლსა და ადგილზე ქართულ_აფხაზურ ისტორიულ ურთიერთობებში, დღემდე მათი მაღალი ავტორიტეტისა და გავლენის თაობაზე სეცესირებული აფხაზეთის მოსახლეობაში.
აღნიშნულის გამო აუცილებელია შერვაშიძეთა დიდი გვარის რამდენიმე წარმომადგენელზე მაინც საქართველოს საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა.
საქართველოსადმი ერთგულების ეტალონი იყო ალექსანდრე გიორგის ძე შარვაშიძე, უაღრესად განათლებული პიროვნება, დიდი მამულიშვილი. იგი ვერ ეგუებოდა რუსეთის მიერ საქართველოს გახლეჩის მცდელობას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ცარიზმის ორმაგი სტანდარტის ფარისევლურ პოლიტიკას, წამქეზებლობას ხალხთა შორის შუღლის ჩამოსაგდებად, აფხაზობის დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისაგან მოწყვეტის მცდელობას. ამასთან დაკავშირებით მან იმპერიის მესვეურებს საკუთარი ხალხის გასაგონად განუცხადა: “მე არა აფხაზი, არამედ ქართველი კნიაზი ვარო”.
ჯერ კიდევ 1864 წელს ცარიზმმა გადაწყვიტა მდინარე ენგურამდე აფხაზეთი ყუბანის მხარისათვის შეერთება, რასაც წინ აღუდგა აფხაზეთის მოსახლეობა. 1916 წელს, ანალოგიური მცდელობისას, თბილისს ეწვია აფხაზეთის დელეგაცია ალ. შარვაშიძის მეთაურობით, რომელმაც მეფისნაცვალს წარუდგინა შემდეგი მოთხოვნები:
1. “მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება აქამდე მივიწყებულ სოხუმის ოლქს;
2. გაიხსნას აქ რაც შეიძლება მეტი სკოლები, უმთავრესად პრაქტიკული ხასიათისა:
3. გაყვანილ იქნას ახალი გზები და შესწორდეს ძველი;
4. სწავლა სკოლებში სწარმოებდეს მშობლიურ ენაზე (ქართულზე და აფხაზურზე);
5. სოხუმის ოლქი გამოყოფილ იქნას ცალკე გუბერნიად და არას გზით არ იქნას შეერთებულ_მიწერილი შავი ზღვის სამხედრო ხაზთან;
6. თუ შეუძლებელ იქნება ცალკე გუბერნიად სოხუმის ოლქის გარდაქმნა და იგი რომელიმე გუბერნიას უნდა შეუერთდეს, იმ შემთხვევაში სოხუმის ოლქი შეერთებულ უნდა იქნეს ქუთაისის გუბერნიასთან;
7. სოხუმის ეპარქია, რადგან ის მთელი თავისი წარსულით და აწმყოთი შესისლხორცებულია საქართველოს ეკლესისთან, არას გზით არ უნდა იქნეს გამოყოფილი საქართველოს საექსაერხოსოდან.”
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავადი მიხეილ. კ. შარვაშიძე, თავადი მელიტონ ემუხვარი, თავადი ასტამურ ინალიფა, თავადი პეტრე ანჩაბაძე, გლეხები ბ. ეზუგბაია და ა. ჩუკბარი.
ჭეშმარიტ აფხაზთა თავდადება რომ არა, საქართველო აფხაზეთს გაცილებით უფრო ადრე დაკარგავდა.
ÛÛაფხაზ შარვაშიძეთა სახელოვანი გვარის ერთ_ერთი წარმომადგენელია მიხეილ შარვაშიძე (Hჰამეთ_ბეგი, 1811_1865წ.წ.)_აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი. აფხაზეთში შექმნილი რთული ვითარების გამო იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სამეგრელოსა და იმერეთში, შემდეგ თბილისში. აქ დაეუფლა რუსულ ენას, ქართული კი ოჯახიდან იცოდა. იზრდებოდა უბიხების ერთ_ერთი ლიდერის Hჰაჯი ბარზეყ დაგუმუყვასთან. რუსეთის ხელისუფლებამ გენერალ_ადიუტანტის წოდება მიანიჭა.
ყირიმის ომის დროს, როცა რუსეთის ჯარებმა აფხაზეთი დატოვეს, (!)ô მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთში დარჩა. თურქებმა, მიხეილი რომ გადაებირებინათ, იგი შავი ზღვის სანაპიროს (ნატანებიდან ანაპამდე) ფაშად დანიშნეს, მაგრამ მიხეილს თურქების სასარგებლოდ არაფრი გაუკეთებია, სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლების დაეჭვება გამოიწვია.
კავკასიის ომების დამთავრების შემდეგ მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთის მთავრის ტახტიდან გადააყენეს და ვორონეჟში გადაასახლეს. ეს ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ რუსეთი, კავკასიელ ხალხში მიხეილ შარვაშიძის (და საეთოდ შერვაშიძეთა) დიდი გავლენის გათვალიწინებით, ყოყმანობდა ადიღეურ_ჯიქური ტომების დამორჩილებამდე.
იგი ვორონეჟში გარდაიცვალა, დასაფლავებულია მოქვის მონასტერში. მეტად საინტერესოა ქართულ ენაზე მისი მიმოწერა ოჯახთან და მეუღლესთან აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დამოკიდებულების საკითხებზე.
მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ძმა და, ცნობილი აფხაზი მხატვრის ა. შერვაშიძის მამა იყო კონსტანტინე შარვაშიძე (1813_1883 წ.წ.), აფხაზი საზოგადო მოღვაწე, მრავალმხრივ განსწავლული პიროვნება, ერთიანი საქართველოს დიდი პატრიოტი.
კონსტანტინე შარვაშიძე 1832 წლის შეთქმულების მონაწილეა, რომელიც, როგორც ცნობილია, მიზნად ისახავდა საქართველოს გათავისუფლებას რუსეთისაგან, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. მან თავის მეგობრებს ა. ორბელიანს და და ე. ერისთავს მისცა პირობა, რომ ორი ათასი აფხაზის დახმარებით მოაწყობდა აჯანყებას და გააძევებდა რუსეთს აფხაზეთიდან, ამასთან 300 მეომრით მონაწილეობას მიიღებდა თბილისის გათავისუფლებაში.
შარვაშიძეთა გვარის სახელოვანი წარმომადგენელია გიორგი შარვაშიძე (1847_1918 წ.წ.), პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე, მთარგმნელი. ჯერ იყო თბილისის ვიცე_გუბერნატორი, შემდეგ გუბერნატორი. დიდ როლს ასრულებდა საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.
შარვაშიძეთა გვარის მშვენება იყო გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძე, აფხაზი პოეტი, დრამატურგი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შვილი. იგი დედით ალექსანდრა დადიანის ვაჟია. შესანიშნავად იცნობდა ძველ და ახალ ქართულ მწერლობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს.
1866 წელს, ცარიზმის წინააღმდეგ აჯანყებულმა აფხაზებმა, იგი აფხაზეთის მთვრად გამოაცხადეს, მაგრამ ამბოხების ჩახშობის შემდეგ ის რუსეთში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნებული ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. აფხაზეთში დაბრუნების უფლება მას მხოლოდ 1905 წელს მისცეს.
გიორგი შარვაშიძეს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა აკ. წერეთელთან. ილია ჭავჭავაძესთან, ს. მესხთან, დ. ერისთავთან, კ. ლორთქიფანიძესთან, გენერალ თ. დადეშქელიანთან და ქვეყნის სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან.
გიორგი შარვაშიძე ყველაზე გამორჩეულია იმათ შორის, ვინც აშკარად იბრძოდა აფხაზ ხალხთა ისტორიის ფალსიფიკაციისა და რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ.
აფხაზი ხალხი დრემდე პატივს მიაგებს შარვაშიძეთა სამურზაყანოს შტოს წარმომადგენელს ხუტუნია შარვაშიძეს, რომელმაც თურქებთან ხრესელის (თანამედროვე ტყიბულის რაიონი) ბრძოლაში ქართველ ძმებთან ერთად საარაკო გმირობა გამოიჩინა და სიცოცხლე შესწირა საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლას. მთელმა დასავლეთ საქართველომ დიდი პატივით გააცილა მისი ნეშტი სამურზაყანოში.
შარვაშიძეები ამჟამადაც პატივცემული გვარია აფხაზეთში, სრულიად საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიაში. მათ ხსოვნას მოწიწებით ინახავს აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ყოფილ დიდგვაროვანთა წარმომადგენლები.
შარვაშიძეები დღემდე ცხოვრობენ საქართველოს მრავალ რეგიონში, უცხოეთში. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ახალი საქართველოს აღმშენებლობაში.
აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარებაში შერვაშიძეთა და სხვა დიდგვაროვანთა აქტიური ჩართვა, ერთიანი საქართველოს წინაშე მათი წინაპრების დამსახურების ხელახალი წარმოჩენა, უთუოდ იქნება ერთ_ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ომით გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებაში, ნდობის აღდგენაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია შარვაშიძეთა და აფხაზეთის სხვა დიდგვაროვანთა ფაქტორის აქტიური ამოქმედება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხალხებთან, თურქეთში, სირიაში, სხვა ქვეყნებში აფხაზეთისა და საქართველოს დიასპორებთან დიალოგის დაწყება_განვითარებაში.
იქნებ ვინმეს ეთავა შარვაშიძეთა გვარის წარმომადგენელთა შეკრება ენგურს გაღმა და გამოღმა, მათი, როგორც მშვიდობის მშენებლების, ნდობის აღდგენის ფაქტორისა და კონფლიქტის მოწესრიგებაში საშუამავლო ფუნქციის ადგილის განსაზღვრაზე დიალოგის დაწყება.
აფხაზ მთავარ შარვაშიძეთა სასახლე, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1978 წლამდე აფხაზეთის მთავრობა იჯდა