გინდათ ერთი საინტერესო ფაქტი მოგიყვეთ?
1800 წელს გარდაიცვალა საქართველოს უკანასკნელი მეფე - რომლის სიკვდილი მეტად საეჭვო იყო - ახალგაზრდა მეფე კვდება სრულიად მოულოდნელად - მანამდე კი გეორგიევსკის ტრაქტატამდე 2 წლიტ ადრე მოულოდნელად წამლავენ უფლისწულს ლევანს - რომელიც საქართველოს მეფე უნდა ყოფილიყო და რომელზეც ერეკლე ამყარებდა თავის იმედებს. საინტერესო ისაა, რომ უფლისწული ლევანი და დედოფალი დარეჯანი წინააღმდეგნი იყვნენ რუსებთან გეორგიევსკის ტრაქტატისა - უფლისწულს კლავენ - 2 წელიწადში კი ეს საბედისწერო ტრაქტატი ფორმდება - რაც მიზეზი გახდა აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის დარბევისა.
არის სერიოზული ეჭვი იმისა, რომ გიორგი XII - ასევე მოწამლეს. (იმ დროს სამეფო კარზე მეტად საეჭვო პიროვნებები ირეოდნენ)
ანუ მეფის რუსეთმა - რომანოვებმა - მოსპო ბაგრატიონთა 1000 წლიანი დინასტია
ახლა ვნახოთ რა მოხდა ამის მერე -
დაახლოებით 120 წლის მერე მოისპო რომანოვების დინასტიაც!
კიდევ იცით რა არის საინტერესო?
აბასთუმანში არის პატარა ეკლესია - იქ არის დამარხული რომანოვების დინასტიის უკანასკნელი უფლისწული - რომანოვების სამი ძმის ნაბოლარა ძმა და მისი სახელი ასევე გიორგი იყო - ისევე როგორც რომანოვების მიერ მოსპობილი ბაგრატოვანთა დინასტიის უკანასკნელი მეფე.
განგებამ რომანოვების გიორგი იმ ქვეყნის მიწაზე დამარხა, რომლის ქვეყნის ბოლო გიორგი მეფე მათ მოსპეს და ამით საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი.
* * *
რომელი ნაგავი უშვებს ამ გაზეთს გალში -
* * *
აი კიდევ ეს გაზეთი - როგორ ცდილობენ აფსუები მეგრელები ქართველებს დაუპირისპირონ - ამბობენ - აი ქართველები გიკრძალავენ მეგრელებს მეგრულ ენაზე ბეჭდვას და ჩვენ კი აი გაზეთს გიშვებთო -

This post has been edited by basa-ttt on 3 Jan 2007, 22:42