აფხაზეთის მთავრები
აფხაზეთის მთავართა უმრავლესობა, იოანე და ადარნასე შავლიანების გარდა (სავარაუდოდ სვანური წარმოშობის), როგორც დღეს მიიჩნევენ, ლეონიდთა (პირველი მთავრის - ლეონის მიხედვით) ან ანოსიდთა (პრინცი ანოსის მიხედვით) დინასტიის ჩამომავლები არიან. ისტორიკოსი და გელეალოგისტი კირილ თუმანოვი თვლის, რომ სახელი ანოს ენათესავება გვიანდელ აფხაზურ არისტოკრატულ გვარს - ანჩაბაძეებს. კონვენციით აფხაზეთის მთავრების ტიტულთა რომაული აღრიცხვა აბასგების ხაზის გაგრძელებაა. მცირეოდენი გაურკვევლობაა მათი მთავრობის თარიღებშიც. ქრონოლოგია მოცემულია თუმანოვის მიხედვით:
ლეონიდთა სახლი (ანჩაბაძე)
ლეონ II, 767/68-811/12
თეოდოს II, 811/12-837/38
დემეტრე II, 837/38-872/73
გიორგი I, აღწეფელი, 872/73-878/79
შავლიანთა სახლი
იოანე შავლიანი, 878/79-დაახლოებით 880
ადარნასე შავლიანი, დაახლოებით 880-887/88
ლეონიდთა სახლი (ანჩაბაძე)
ბაგრატ I, 887/88-898/99
კონსტანტინე III, 898/99-916/17
გიორგი II, 916/17-960
ლეონ III, 960-969
დემეტრე III, 969-976
თეოდოს III, 976-978
ბაგრატიონთა სახლი
ბაგრატ II, 978-1014
შერვაშიძეთა სახლი (ჩაჩბა)
პუტუ (დაახლოებით 1580-1620)
სეტემანი (დაახლოებით 1620-1640)
სუსტარი (დაახლოებით 1640-1665)
ზეგნაკი (დაახლოებით 1665-1700)
როსტომი (დაახლოებით 1700-1730)
მანუჩარი (დაახლოებით 1730-1750)
ზურაბი (დაახლოებით 1750-1780)
კეილაშ აჰმედ-ბეი (დაახლოებით 1780-1808)
ასლან-ბეი (1808-1810)
სეფერ ალი-ბეი (გიორგი) (1810-1821)
უმარ-ბეი (დიმიტრი) (1821-1822)
მიქაელი (ჰამიდ-ბეი) (1822-1866)
ესეც აფხაზეთის სამთავროს გერბი