Chkalovi შარვაშიძის დაარა იბზიანი ანუ აფხაზურად გითხარი ძალიან კარგად
ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობის არაერთი ლამაზი ფურცელი ამშვენებს ისტორიას, მაგრამ გიორგი შარვაშიძე-ჩაჩბას ცხოვრება და მოღვაწეობა ის ნათელი სხივია, რომლის შუქის გაფერმკრთალება ბედის ირონიით ქართველებსა და აფხაზებს შორის ავისმოსურნე ძალთა მიერ გაღვივებულმა ომმაც ვერ შეძლო.
ეროვნებით აფხაზი გიორგი შარვაშიძე-ჩაჩბა მთელი თავის არსებით ქართული კულტურის სამყაროს უკავშირდება. მისთვის ქართული ენა არის არა მარტო კულტურის მთავარი იარაღი, არამედ სიყვარულის საგანიც. ამის დასტურია წერილი „ქართული ენის გარშემო“, რომელშიც ქართული ენის სიწმინდის დაცვისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. ამ დამოკიდებულებას ქართული ენისადმი კვებავდა ღრმა ცოდნა ძველი და ახალი მწერლობისა, რომელიც გიორგის ჰქონდა. ის ძალზე კარგად იცნობდა შოთა რუსთველს. საგულისხმოა ის, რომ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კაცი არც ერთი წუთით არ მოწყვეტია მშობლიურ ბუდეს. „ქვეყანა მისი მშობელი“ გიორგი შარვაშიძე-ჩაჩბას მართლაც ღრმა სიყვარულით უყვარდა. ჩოხით დახეტიალობდა აფხაზეთში, ყოველ კუნჭულს ეფერებოდა. ისე წმინდად ფლობდა აფხაზურ ენას, რომ მისი თანამედროვენი ამბობდნენ: ასე ეხლა არავინ ლაპარაკობს აფხაზურსაო. სწორედ მშობლიური კუთხისადმი დამოკიდებულების დიდი გრძნობის წიაღში შეიძლებოდა მხოლოდ დაბადებულიყო მისი აფხაზური სიმღერა „ვარადა“:
განგებავ! ამას ნუ მიწყენ
ვერ გადავგვარდე გვარადა,
ხანდისხან დავიღუღუნო
მამაპაპური ვარადა.
...ისა ჰგავს დედის საფლავზედ
ობლისა მოთქმას მწარადა,
კვნესის და კვნესის, ქვითინებს
მტირალის ჩვილის გვარადა.
შარვაშიძის გვარ-სახელის ისტორია ძალზე საინტერესოა. მას სამთავრო ტიტულის მნიშვნელობა ჰქონდა. თვით აფხაზებში ეს ფორმა ნაკლებად იხმარება და ეს საგვარეულო ჩაჩის (ჩაჩბა) სახელით არის ცნობილი. სამეგრელოში კი შარაშიად იწოდება.
ვფიქრობთ, ეს და მსგავსი წმინდა საფლავები ხელს შეუშლიან ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული გაუგებრობის გაღრმავებას, სწორედ ამიტომაც გაგვიჩნდა სურვილი პროექტ „ვახტანგ VI-ში“ ჩავრთულვიყავით რათა ჩვენი მომდევნო თაობებიც არ ყოფილიყვნენ მსხვერპლი წინა თაობების შეცდომებისა. ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობის პოზიტიური მაგალითების წარმოჩენა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრას სასურველ ფონს შეუქმნის. ამიტომაც გადავწყვიტეთ ინტერნეტ გვერდზე განვათავსოთ არა მხოლოდ გიორგი შარვაშიძე-ჩაჩბას, არამედ ივანე თარბას, ბაგრატ შინკუბას, შალვა წვიჟბას და სხვათა შემოქმედების ნიმუშები.
ერთი სურათიც ვიპოვე ინეტერნეტში

ისინი ჯერ ვერ დავასკანერე, მომიტევებ ვიცი

გაგრძელება იქნება
This post has been edited by miracle_of_love on 16 Jan 2007, 20:46