ჩკალოვს შევპირდი რომ მოვძებნიდი მასალას აფხაზეთის მეფეების ქართული წარმოშობის შესახებ და აგერ ვპოსტავ ახლა. სტატია თეიმურაზ მიბჩუანს კი ეკუთვნის მაგრამ ვნახოთ, იქნებ საინტერესოა რამე?
(სკოლაში სწავლისას ჩვენი ისტორიის მასწავლებელი გვაძლევდა გაზეთ "ციცინათელას", მის N 14 ნომერში (1997 წელი) მეოთხე გვერდზე წერია ის რაც ქვემოთაა დაპოსტილი (მე მხოლოდ იმ სტატიის ნაწილი ავკრიფე. თავიდან რაც იყო ის არ მომეჩვენა არსებითად)..............)
”აფხაზეთის მეფენი გორგასლის ნაშიერნი არიან”
ვარდან მოძღვარი, XII ს. სომეხი მემატიანემაინც ვინ იყო აფხაზეთის პირველი მეფე ლეონ II? ლეონ II იყო აფხაზეთის ერისთავის ლეონ I -ის ძმისწული. ლეონ I აფხაზეთის ერისთავად დანიშნა ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლე I-მა. ბიზანტიის გავლენის ქვეშ მყოფ აფხაზეთში ისინი ერისთავებად ნიშნავდნენ თავიანთ უერთგულეს მოკავშირე ტაო-კლარჯეთელ დიდგვაროვნებს. ტაო-კლარჯეთი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა შემოიმტკიცა (V ს.) და ცხადია ამიერიდან გორგასლიანთა შტო განაგებდა ამ ქართულ კუთხეს. ვახტანგ გორგასალმა კარგი ურთიერთობები დაამყარა ბიზანტიასთანაც. მან ცოლად შეირთო ბიზანტიის იმპერატორის ლეონ I-ის ასული ელენე. ბიზანტიის იმპერატორმა ვახტანგ გორგასალს მზითევში მისცა აფხაზეთი. ცხადია ამის შემდეგ აფხაზეთში გორგასლიანთა შთამომავლები იდგნენ ხელისუფლების სათავეში. არსებობს ცნობა იმაზეც რომ აფხაზეთის ერისთავი ლეონ I ელენე დედოფლის ჩამომავალი იყო, ე.ი. გორგასლიანთა შტოს ეკუთვნოდა. ამგვარად ლეონ I კლარჯეთელი ბაგრატიონების შტოს განეკუთვნება. ლეონ II კი ლეონ I-ის ძმისწული იყო. აფხაზთა ერისთავი ლეონ I რომ ქართველი უნდა ყოფილიყო ამაზე მეტყველებს თუნდაც მისი პასუხი ქართლის მეფე არჩილისადმი: ”მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკვიდრობით კეთილად სიმხნითა თქუენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულებით სამკვიდრებელ ჩემდა კილისურითგან ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთად. სადა წარსწუდების წუერი კავკასიისა ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა რომელნი ესე დღეს ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენადვე იყოს” (ქც, I, მარიამ დედოფლისეული ვარიანტი, გვ. 208-209).
ლეონ I ბაგრატიონთა შტოდან რომ უნდა ყოფილიყო ამაზე შემდეგი ფაქტებიც მიგვანიშნებენ: ქართლის ერისთავი იყო სტეფანოზ III. მის შემდეგ ქართლს განაგებდნენ მისი შვილები მირი და არჩილი (VIII საუკუნის პირველი ნახევარი). კლარჯეთს ამ დროს არჩილის მამის ძმისწული გუარამ კურაპალატი განაგებდა. ქართლის და ტაო-კლარჯეთის მეფე-მთავრები ბაგრატიონთა ორ სხვადასხვა შტოს განეკუთვნებიან. ქართლის ბაგრატიონები ხოსროიანებადაც იწოდებიან. მათ შორის ქორწინებაც დაშვებული იყო.
არჩილს ჰყავდა ორი ვაჟი-იოანე და ჯუანშერი (და ოთხი ქალიშვილი: გურანდუხტი, მარიამი, მირანდუხტი, შუშანი). მირს ძე არ ჰყავდა, შვიდი ასული დარჩა. მირი არაბებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. არაბების წინააღმდეგ გმირულად მებრძოლ აფხაზეთის ერისთავს ლეონ I-ს მირის ქალიშვილი ცოლად შერთეს.
შემდგომ აფხაზეთის პირველი მეფე ხდება ლეონ I-ის ძმისწული ლეონ II, რადგან ამ დროს ”დაბერებულ იყო ჯუანშერი და მიცვალებულ იყო იოანე” (ქც, I, გვ.316, მარიამ დედოფლისეული ვარიანტი). იოანე და ჯუანშერი ქართლის ერისმთავრის, არჩილის შვილებია, არჩილი კი თავის თავს საქართველოს მეფეს უწოდებდა. მაშასადამე აფხაზეთის მეფის ტახტი ლეონ I-ის შემდეგ მათ ეკუთვნოდათ მაგრამ ზემოთდასახელებული მიზეზების გამო მათ ნაცვლად აფხაზეთის მეფე ხდება ლეონ II. თუ ლეონ II ბაგრატიონთა სამეფო შტოს არ ეკუთვნოდა მაშინ რატომ არის ეს ფაქტი ხაზგასმული? ამ ცნობიდან ჩანს რომ აფხაზეთის მეფე უნდა გამხდარიყო ან იოანე ან ჯუანშერი, ან ლეონ II რაც მათი ერთი დინასტიიდან წარმომავლობაზე მიგვანიშნებს.
ლეონ II-ის შემდეგ აფხაზეთის სამეფო დინასტია მემკვიდრეობითობის ხაზს მიჰყვება და ამდენად ყველა მათგანის ვინაობა ნათელია. ტეხილი გვაქვს IX საუკუნეში როდესაც შეთქმულების შედეგად მეფე გიორგი I-ის ძმისშვილის ბაგრატ I-ის ნაცვლად სამეფო ტახტი დაიკავა სვანმა იოანე შავლიანმა. მას ამაში მეფის ქვრივი ეხმარებოდა . ხოლო ბაგრატი ”შთააგდეს ზღვასა”.იოანეს შემდეგ გამეფდა მისი შვილი ადარნასე. ამასობაში ბაგრატ I დიდძალი ჯარით შემოდის ბიზანტიიდან, ამარცხებს ადარნასეს და სამეფო ტახტს ისევ იბრუნებს.
სვანეთში, სოფელ კალის X-XI სს. წმ.კვირიკეს ეკლესიაში დღემდე ინახება შავლიანთა საგვარეულოს უძვირფასესი ხატი, რომლებსაც სვანები ”შალიანის” ხატს ეძახიან.
შემდეგ აფხაზეთის მერე ხდება კონსტანტინე ბაგრატის ძე (IX-X სს.) , გიორგი II კოსტანტინეს ძე (922-957 წწ.), ლეონ III გიორგი მეორის მეორე შვილი (957-967 წწ.), დემეტრე III ლეონ III-ის ძე (967-975 წწ), თეოდოს II (975-978 წწ.)-თვალდამწვარი, დემეტრე III-ის უმცროსი შვილი და ბოლოს ბაგრატ III, რომელმაც დაგვიტოვა თავის წინამორბედ აფხაზეთის მეფეთა ნუსხა.
ბაგრატ III-ის შემდეგ, ანუ XI საუკუნიდან აფხაზეთის მთავრებად ძირძველი ქართველი შარვაშიძეები მოიხსენიებიან. ისინი ამ მხარეს 1864 წლამდე განაგებდნენ. შემდეგ აფხაზეთის სამთავრო რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ გააუქმა. 1921 წელს აფხაზეთში საბჭოთა ხელისფლების დამყარების შედეგად პირველად ამკუთხის ისტორიაში ძალაუფლება ადიღური წარმოშობის კომუნისტის ხელთ აღმოჩნდა. ეს იყო ნესტორ ლაკობა რომელმაც იმთავითვე განიზრახა საქართველოსგან აფხაზეთის ჩამოშორება........................