Chkalovi ომის დროს არა სოხუმის მირქმის ტაძარი დაზიანდა სადაც იჯდა მიტროპოლიტი დავითი. ეხლა ნაწილ ნაწილ ჩავსვამ ათონის მონასტრის სურათებს


* * *
ვერაგობა,
ანუ შეთქმულება ქართველთა და აფხაზთა წინააღმდეგ
იანკოვსკის (კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი) 1881 წელს ცირკულარი საქართველოში ქართული ენის ნაცვლად რუსული ენის სწავლებას აწესებდა. აიკრძალა ქართული ჟურნალ_გაზეთები;
მშობლიური ენა ცხადდებოდა არასავალდებულოდ და მას მხოლოდ დაბალ კლასებში ეთმობოდა საათების მცირე რაოდენობა, ისიც გაკვეთილების ბოლოს;
იმავე იანკოვსკის 1885 წლის ცირკულარით ქართული ენა საერთოდ აიკრძალა სკოლებში და იგი “საოჯახო ზრუნვის” საგნად გამოცხადდა;
სამეგრელოს, აჭარის, სვანეთის სკოლებში სწავლა შემოიღეს მეგრულ, თურქულ და სვანურ ენებზე იმის მომიზეზებით, თითქოს მეგრელები, აჭარლები, სვანები არაქართულ ეროვნებებს წარმოადგენდნენ.
წელიწადზე მეტია, რაც გალის რაიონში განაახლეს რაიონულ გაზეთ “გალ” (გალი) გამოცემა. გაზეთი თვეში ორჯერ გამოიცემა რუსულ, აფხაზურ და მეგრულ ენებზე. ოთხგვერდიანი გაზეთის ორი_მესამედი რუსულია. გაზეთს თითქოსდა აქვს საინფორმაციო ხასიათი, მაგრამ მთლიანად პოლიტიზირებულია და “აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს”, აფხაზი ერის განდიდებას ემსახურება.
გაზეთის პირველ გვერდზე თვალსაჩინოდ გამოკვეთილია ციტატა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან: “ყველა ხალხი თანასწორუფლებიანია: ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს და წეროს მშობლიურ ენაზე.”
გაზეთის ერთ_ერთ ნომერში ავტორები ცდილობენ დაასაბუთონ, რომ მეგრელები უძველესი ხალხია, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა, რომელიც წაართვეს, ისევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, ენა, კულტურა, აჰყარეს ეროვნული ღირსება და პატივი.
აფხაზები, თითქოსდა ცდილობენ მხარში ამოუდგნენ სამურზაყანოელებს და მილიონნახევარ მეგრელს დამოუკიდებლობის აღდგენაში, თავისუფლების მოპოვებაში.
გაზეთის შემკვეთებსა და შემქმნელებს სრულიადაც არ აწუხებთ, რომ ამ ცოდვილობაში ახალი არაფერია: კარგად დავიწყებული, სანაგვის ყუთიდან ამოღებული ძველია, პომელიც პირდაპირი გზაა რუსიფიკაციისაკენ. ამიტომაც მოვიყვანეთ ქვესათაურად ინკოვსკის ცირკულარებით საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. მკითხველს არ გაუჭირდება გაიცნობიეროს საუკუნის წინათ იანკოვსკის შემკვეთის ვერაგული მიზნები, მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ სხვათა მიბაძვით დაბრმავებულები აფხაზები ვერ გრძნობენ უახლოეს მომავალში აფხაზეთში მეგრული და აფხაზური ენების დასასრულს, მათ ეგრეთწოდებულ ინკორპორაციას რუსულ ენასა და რუსულ სახელმწიფოში, თუ აფხაზეთში ამჟამად არსებული სტატუს-კვო არ შეიცვალა, აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია ვერ აღდგა.
აფხაზები დიდი ხანია შეგუებულ არიან ამ აზრს, თუმცა ვიღაც_ვიღაცები ცდილობენ ეს ასე არ იყოს, მაგრამ ამაოა მათი ფანატიზმი. ყოველივე ეს იყო ადრე და გრძელდება ომის შემდეგაც. სწორედ ამიტომაა, რომ დაწყებითი კლასებისათვის აფხაზური ენის მასწავლებლებს ვერ პოულობენ არა მხოლოდ გალსა და აფხაზეთის რიგ სახვა რაიონებში, არამედ სოხუმშიც კი. გალშიც უჭირთ რუსული ენის მასწავლებლების გამონახვა.
აფხაზეთში ქართული ენის ბედის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ახლა იქ ოფიციალურად ყველა სკოლა რუსულ_აფხაზურია, დაწყებით კლასებში ქართული ისწავლება როგორც ერთ_ერთ უცხო ენა, ისიც ბოლო გაკვეთილად. ამაო გამოდგა ქვეყნის ხელისუფლების, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი მცდელობა ვითარების შესაცვლელად, თავის დროზე აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება ქართული სკოლების აღდგენის შესახებ.
დაქუცმაცებულ, შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ და სხვა რაიონებისათვის მიერთებულ გალის რაიონში ქართულ ენაზე ლაპარაკი ფაქტიურად აკრძალულია, თუმცა სოხუმის ოფიციალური მტკიცება (რაც დაფიქსირებულია მათსავე კონსტიტუციაში), რომ “ყველა ხალხს აქვს მშობლიურ ენით სარგებლობის უფლება”, რბილად თუ ვიტყვით, ბლეფია, რადგანაც აფხაზური წყაროების სტატისტიკით აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობის 36%_აფხაზია, 25%_ქართველი (მეორე ადგილი). გამოდის, რომ მოსახლეობის ერთი_მეოთხედის გაყრუმუნჯება სხვა არაფერია, გარდა გენოციდის ნაირსახეობისა!
ახლა ისევ “გალ”-ის შესახებ. გაზეთი არ სჯერდება “ჩვეულებრივ” თემებს და ახალი აღქმის მეგრულ ენაზე თარგმნასა და პუბლიკაციას მიჰყო ხელი. რადგანაც გაზეთს მყიდველი და მკითხველი არ ჰყავს, მეგრულად აქვეყნებენ გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის ლექსებს, სულხან_საბა ორბელიანის იგავ-არაკებს, კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობებს, სხვა გამოჩენეილი ქართველი მწერლების ნაწარმოებებს, რაღა თქმა უნდა, რუს, აფხაზ და უცხოელ მწერლებსაც.
გალის რაიონის მოსახლეობისათვის, ბუნებრივია, ძნელია მეგრულად შესრულებული წერილების წაკითხვა, ამიტომ ”ახალი აღქმის” წმინდა ფურცლებივით გადასცემენ ერთმანეთს ენგურსგაღმიდან შემთხვევით მოხვედრილ გაზეთებს ან მათ ნაგლეჯებს. ნატრულობენ იმ დროს, როცა ქართული მხარე (გალის რაიონის ძველი გამგეობა ხელისუფლების ფინანსური დახმარებით) ახერხებდა “საქართველოს რესპუბლიკის” შეტანას რაიონში.
გალში მოსახლეობა ღებულობს ტელეგადაცემებს (ტელევიზორები თითქმის მთლიანად გაიტანეს ბოევიკებმა), მაგრამ აფხაზეთის სხვა ნაწილში მცხოვრები ქართველები სრულ საინფორმაციო ვაკუუმში არიან.
ენგურგამოღმა, ცალკეულ ადამიანთა აზრით, “გალ” თითქოსდა არ წარმოადგენს რამენაირ საფრთხეს ქვეყნისათვის, მაგრამ აფხაზეთის ისტორიაში ოდნავ ჩახედულისათვის ცნობილია თუ როგორ გახდა XVI_XVII საუკუნეებში ჩრდილოეთიდან ჩამოსული რამდენიმე ასეული მეომრის და მათი მეთაურების ენა, ამჟამინდელი აფხაზური (აფსუური) ენა. ცენტრალური ხელისუფლებისა და სოხუმის ხელისუფლებისაგან, როგორც იტყვიან, სრულიად დაუცველი აფხაზეთში დარჩენილი მოზარდი, რომელმაც არ იცის იქ აკრძალული საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, არ იცნობს საქართველოს სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებას, ქვეყნის ისტორიაში და აფხაზეთის საკითხებში სამეგრელოს, გურიის, სვანეთის ყოფილი სამთავროების, იმერეთის სამეფოს როლსა და ადგილს, შესაძლებელია თაფლიკვერად მიიღოს ძმათაგადაკიდების ის შხამი, რასაც შენიღბულად, მაგრამ ასე მშვენივრად სთავაზობენ მას.
საფრთხე რეალურად არსებობს და ცივილური კონტრზომების განხორციელებას მოითხოვს. ეს ყველას მოვალეობაა_ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების, ეროვნული უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების, საქართველოს გამოჩენილი თუ ნაკლებად გამოჩენილი მწერლების, პოეტების, კულტურის, ხელოვნების მუშაკების, საქართველოს ცნობილი თუ დღემდე უცნობი ნიჭიერი შვილების, რიგითი დევნილების, რომლებზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული ორგანიზაციულ_ტექნიკური და იტელექტუალური თვალსაზრისით. ბუნებრივია, რომ მთავარი ტვირთი თავისთავზე აფხაზეთის ლეგიტიმურმა სტრუქტურებმა უნდა აიღონ. როგორ და რანაირად, ახლებურ დაფიქრებას და მოქმედებას მოითხოვს; არსებობს ტრადიციული გამოცდილებაც.
ზემოაღნიშნული გაზეთი გალში პირველ პოსკონფლიქტურ წლებშიც გამოდიოდა სოხუმის დაფინანსებით, მაგრამ შემდეგ შეწყდა რაიონის მოსახლეობის ღია და ფარული პროტესტის გამო და არა მხოლოდ სოხუმის ფინანსური პრობლემის გამო. გაზეთი აღდგენილ იქნა და ამჟამად გამოიცემა აფხაზთა “სიძის,” ინგლისელი მეცნიერ_კავკასოლოგ_აფხაზოლოგისHჰიუტის ფინანსური მხარდაჭერით. რა უნდა ჰიუტის და ვის შკვეთას ასრულებს იგი, ეს სხვა საკითხია დიდი პოლიტიკის სფეროდან.
ფაქტია, რომ გაზეთს სოხუმში ჰყავდა და ამჟამადაც ჰყავს მოწინააღმდეგები. ესენი აფხაზეთის ისტორიაში ჩახედული ადამიანებია, რომლებმაც შესანიშნავად იციან, რომ მეგრული დიალექტი იგივე ქართულია, რომ მეგრელები_უძველეს კოლხები, თუნდაც გააფხაზებულნი, სისხლით, ხორცით და სულით მაინც ქართველები არიან, სასაუბრო აპარატი გენეტიკურად მოწყობილი აქვთ ქართულად სასაუბროდ და მეტად უძნელდებათ აფხაზურად (ძირითადად ადიღურ-ჩერქეზული კონგლომერატი) ლაპარაკი, ამ ენის ათვისება.
ადრეულ პერიოდს თავი რომ დავანებოთ, გალის რაიონში რამდენიმე თვით მივლინებული გუდაუთელი მილიციონერებიც კი უკვე ქართულად (მეგრულად) საუბრობენ! ამიტომაც მილიციონერებს, გალის რაიონში ხანგრძლივად მივლინებულ სხვა პირებს მიღებული აქვთ შიდა ინსტრუქცია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტში შევიდნენ მხოლოდ რუსულ ენაზე!
მრავლისმეტყველია, რომ აფხაზი ისტორიკოსი ს. ბასარია, უკიდურესად ანტიქართულად განწყობილი მოაზროვნე, მაგრამ უდავოდ ნიჭიერი ადამიანი, 1925 წელს გამოცემული “აფხაზეთის ისტორიის” ავტორი სამურზაყანოელთა დახასიათებისას, ხაზგასმით აღნიშნავს: “სამურზაყანოელები აფხაზები იყვნენ, მაგრამ მეგრული ენის გავლენით გაქართველდნენ. უფრო მეტიც, ტკბილი და მელოდიური მეგრული ენა და სიმღერები აფხაზ პატარძალს ერთ წელიწადში ისე გააქართველებენ, რომ მეგრელი რძლისაგან ვერ განარჩევ!”
აი, ის ფენომენი, რის გამოც სოხუმი თავს იკავებდა მეგრულ_აფხაზურენოვანი გაზეთის გამოცემისაგან.
ზემოაღნიშნული, სრულიადაც არ ნიშნავს ვინმეს დამშვიდებას ან თვითდამშვიდებას. მაშინ სხვა დრო იყო: ენგური_აფხაზეთისა და სამეგრელოს გამაერთიანებელი ბურჯი,_ჩაკეტილი არ იყო, არც რუსები და არც აფხაზი მესაზღვრეები და მებაჟეები აბრკოლებდნენ მოსახლეობის მიმოსვლას, არც აფხაზეთი ყოფილა ოდესმე თვითგამოცხადებული დამოუკიდებელ სახელმწიფო.
ასე, რომ დროა საქართველოს სახელმწიფომ, საქართველოს მამულიშვილებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა ხმა აღიმაღლონ და აკეთონ ის, რასაც ასეთ ვითარებაში გააკეთებდნენ სუვერენული ქვეყანის საამისო უფლებამინიჭებული სამსახურები და პატრიოტი ადამიანები.
საქართველოს უამრავი გამოჩენილი პოლიტიკოსი, ნიჭიერი შემოქმედი, ენათმეცნიერი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მხატვრული სიტყვის დიდოსტატი ჰყავს, მაგრამ რატომღაც დუმან.
თავის დროზე ილია, აკაკი, ვაჟა, მაჩაბელი ყაზბეგი, გალაქტიონი, ნიშნიანიძე, ქიაჩელი, ნიკოლაძე და მრავალი სხვანი, არ დუმდნენ!
არის დუმილი ახლა ოქრო?
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამჟამად ყველა იმისი იმედითაა, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს თავად მოაგვარებს, დევნილთა საქმეა მხოლოდ ხელი არ შეუშალონ მას.
ხალხს სწამს და სჯერა ქვეყნის ახალგაზრდა, ძლიერი, ენერგიული ხელისუფლების, მაგრამ უალტერნატივოა ისიც, რომ თუ საზოგადოების მხარდაჭერა და აქტიური მონაწილეობა არ იქნება, უპირველესად კი იმ ხალხისა, ვინც უნდა დაბრუნდეს და იცხოვროს მრავალეროვან აფხაზეთში, თავად ალექსანდრე მაკედონელიც ვერაფერს გახდებოდა!
* * *


ათონის სიმონ კანანელის სახელობის ტაძარი (გაგრძელება იქნება)
არწივი9 არწივოოო

ვიპოვე ცხუმის განმარტება და აუცილებლად დავპოსტავ
* * *
შეგწეოდეთ ჩემო კარგებო ათონის ტაძრის მადლი!!!!!!