პირველი კი არა მეორე ობიექტური პირის ნიშანია

სწორად ასე იქნება:
გმადლობ მე შენ
გმადლობთ მე თქვენ
მაპატიე შენ მე
მაპატიეთ თქვენ მე
Aniberiaშეცდომაა გამარჯობათ, ბოდიშით, სალამით

სწორია გამარჯობა, ბოდიში, სალამი.
შეცდომაა მაგარი ცივა, მაგრა ცივა.
სწორია მაგრად ცივა.
და ამ შეცდომას უშვებს თითქმის ყველა ფორუმელი:
ცნების ნაცვლად ხმარობენ მცნებას. და ეს ყველაზე common შეცდომაა ფორუმელების "შეურაწყოფასთან" ერთად.
ანუ სწორია:
"მასა და წონა სხვადასხვა ცნებებია" (და არა მცნებებია).
ნიშნავს: მასა და წონა სხვადასხვა რამეებია.
აი მცნება კი ნიშნავს სწავლებას, შეგონებას.
მაგალითად, ათი მცნება, ღვთის მცნება და ა.შ.
და კიდევ: შ ე უ რ ა ც ხ ყ ო ფ ა და არა
შეურაწყოფა, შეურაცმყოფა და ა.შ.
ასევე შეცდომაა მისტიური, ელასტიური, პლასტიური და ა.შ.
რადგან არსებითი სახელი არის მისტიკა, ელასტიკა, პლასტიკა. და ამათზე ურ სუფიქსის დართვით იწარმოება ზედსართავები.
ანუ სწორია:
მისტიკური, ელასტიკური, პლასტიკური.
მისტიური იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ მისი ძირი არსებითი სახელი "მისტია", "ელასტია" და ა.შ. იქნებოდა.
სწორია:
ბოდიში მოიხადა
მადლობა გადაუხადა (და არა მოუხადა)
This post has been edited by ჯეგე on 2 Jun 2006, 01:10