ახლა ორთოგრაფიული ლექსიკონი მიჭირავს, ვკითხულობ და ისე ვპოსტავ...

შეცდომაა:
გებულობსსწორია:
იგებს გვ.188
შეცდომაა:
ღებულობსსწორია:
იღებს გვ.505
სწორია: კლებულობს, იმიტომ რომ ეს ზმნა ერთპირიანი და გარდაუვალია (წინა ორი კი ორპირიანი გარდამავალი).
ანუ
კლებულობს - ის (სუბიექტი)ხოლო
იკლებს - ის (სუბიექტი) მას (პირდაპირი ობიექტი)გვ. 319
(ამ ზმნას მეორე და მესამე სერიაში იმფერი საშინელებები ახასიათებს, დედა შვილს არ ეიყვანს ხელში. ზუსტად რომ აღარ მახსოვდა და დარწმუნებული არ ვიყავი, იმიტომ ჩავიხედე ლექსიკონში)

ანუ ორივე ფორმა სწორია შესაბამის სიტუაციაში.
ვ.თოფურია, ი.გიგინეიშვილი
ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი
მეორე შევსებული გამოცემა
1998 წელი, თბილისი.
პ.ს. შეცდომაა:
ე ხ ლ ა სწორია:
ა ხ ლ ა შეცდომაა:
გაანთავისუფლა სწორია:
გაათავისუფლა This post has been edited by ჯეგე on 10 Jul 2006, 16:19