ქვემოთაღწერილი არის ბუშიდო - სამურაის გზა (შეიქმნა ბუდიზმის და შინტოიზმის გაერთიანებით).
რა განსვავებას ხედავთ ქართულ საბრძოლო პრინციპებთან შედარებით? და რითია ცუდი თუ ქალიც მიჰყვება ამ გზას? მითუმეტეს ქართველი ქალი (იხ. მაია წყნეთელი

) ...
ეს გზა შვიდ არსებით პრინციპს მოიცავს:
1. გი: სულიერი სიმშვიდიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილება, სწორი თავდაჭერა. სიმართლე. თუ უნდა მოვკვდეთ, უნდა მოვკვდეთ.
2. ვუ: სიმამაცე და გმირობა
3. ჯინ: უნივერსალური სიყვარული, კეთილგანწყობა კაცობრიობის მიმართ.
4. რეი: სწორი მოქმედება - ძირითადია.
5. მაკოტო: სრული გულრწფელობა.
6. მეივო: პატივი და სახელი.
7. ჩუგი: თავდადება და ლოიალობა.
ბუშიდო აბსოლუტური და კატეგორიულია. ფიზიკური სავარჯიშოების გზით გავლენა ხდება არაცნობიერზე. ამიტომ სწორ მოქმედებას, ქცევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ბუდიზმის ბუშიდოზე გავლენა შემდეგ ხუთ პუნქტში გამოიხატება:
1.გრძნობების სიწყნარეში, 2. გარდაუვალისადმი მშვიდ მორჩილებაში,
3. საკუთარი თავის ფლობაში ყველანაირი მოვლენის წინაშე,
4.სიცოცხლეზე მეტად სიკვდილზე ფიქრის უფრო ცნობაში,
5.სუფთა სიღარიბეში.
ბუშიდო იგივე ბუდო მოიცავს კენდოს (ხმლით ბრძოლა), ძიუდოს, აიკიდოს და კვუდოს (კიუდოს) - ანუ მშვილდისრის სროლის ხელოვნებას. ამავე დროს ბუ - როგორც დამწერლობის ნიშანი -ნიშნავს ბრძოლის შეჩერებას და დამთავრებას.