Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(19)
« პირველი
...
15
16
[17]
18
19
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სამხრეთ ოსეთის საკითხი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 41704
რეგისტრ.: 12-September 07
#6661125
· 14 Sep 2007, 13:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LENUS
მოიცა ბორჩალოზე მოვრჩით???
ეგ არის დებედას ხეობა, რომელიც 1603 წელს შაჰ-აბასმა წაართვა გიორგიX და იქ ჩაასახლა თურქმენული ტომები "ბორჩალუ" ასე რომ , 1649 წლის სიგელიტ დაგვიბრუნეს ის რაც გვეკუთვნოდა...
სამაჩაბლო 1922 წლამდე როდესმე ეკუთვნოდათ მსგავსად ბორჩალოსი(დებედა) ოსებს???
QUOTE
ჩამოვთვალო რამდენი არჩევნები შედგა მას შემდეგ სსსრ-ში და სუყველაფერი რომ დალეგიტიმურდა?
1919 წლის თებერვალ - მარტში ხალხის მიერ არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ არ მოაწერა ხელი კაპიტულაციაზე, შესაბამისად იგი ითვლებოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ!
ეხლა კი მართლა ღამემდე...
This post has been edited by
>Bocho
on 14 Sep 2007, 13:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
წერილები: 3987
წევრი No.: 18186
რეგისტრ.: 15-March 06
#6661583
· 14 Sep 2007, 14:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სამაჩაბლო 1922 წლამდე როდესმე ეკუთვნოდათ მსგავსად ბორჩალოსი(დებედა) ოსებს???
არა, 1990 წელს რომ აუქმებდი, მაშინ ეკუთვნოდათ უკვე 70 წელი.
QUOTE
1919 წლის თებერვალ - მარტში ხალხის მიერ არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ არ მოაწერა ხელი კაპიტულაციაზე, შესაბამისად იგი ითვლებოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ!
კი, მაგრამ პროტექტორული ხელშეკრულება და დამოუკიდებლობის გამოცხადება და მესხეთის გადაცემა და კიდევ ბევრი რამ მანამდე მოხდა...
ფაქტიურად, არც 1917 წლეს ჩამოყალიბებული კავკასიური რეპუბლიკა, არც 1918 წელს გამოცხადებული (!) დამოუკიდებელი საქართველო არ ჩამოყალიბებულა ლეგიტიმურად, და კარგად იცი შენც ეს ამბავი. ასევე იყო 1921 წლის საქართველო. შეკითხვა მდგომარეობს - რატომ ვიღებთ 1919 წლის არჩევნებს ლეგიტიმურად და თვალს ვხუჭავთ მიწების გადაცემაზე თურქეთისადმი 1918 წლის 4 ივნისს, და სულ სხვა არშინითა და საზომით ვუდგებით მხოლოდ (!) სამხრეთ ოსეთის ავტონომიას!!!
ღირს თუ არა ამისთანა მცირე დეტალისთვის (საერთო საზღვრების გადანაწილების ფონზე) იმდენად ყურადღების მიქცევა რომ საერთოდ დე-ფაქტო შემოერთება ამ მიწისა და საერთო განვითარება და მოომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო? ჩემი აზრით არა. თუ ხართ შემწყნარებლები გაურკვეველი, სიტუაციიდან მოთხოვნილი, არალეგიტიმური მენშევიკური გადაწყვეტილებებისა რომელიც საქართველოს მესამედს ასხვისებს, კომუნისტებთან რა ლიშნი ნეპრიაზნია თუ რა ხდება??
აი, ამ რაკურსში განიხილე შენი პასუხიც.
1920 წლის საიდუმლო მუხლი არ დაგავიწყდეს...
--------------------
People with no morals often considered themselves more free, but mostly they lacked the ability to feel or love - Charlez Bukowski
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 41704
რეგისტრ.: 12-September 07
#6662073
· 14 Sep 2007, 15:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LENUS
QUOTE
არა, 1990 წელს რომ აუქმებდი, მაშინ ეკუთვნოდათ უკვე 70 წელი.
ხოდა ბორჩალოს ამბები აქ მოსატანი არ იყო...
დალშე კი, არასწორად შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქი, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა, იქ ოსები არც უმრავლესობას შეადგენდნენ, არც მათი სამშობლო იყო და არც საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას მიუცია მსგავსი დირექტივა.
QUOTE
ფაქტიურად, არც 1917 წლეს ჩამოყალიბებული კავკასიური რეპუბლიკა, არც 1918 წელს გამოცხადებული (!) დამოუკიდებელი საქართველო არ ჩამოყალიბებულა ლეგიტიმურად
ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა ლეგიტიმური იყო, რამდენადაც მის შემქნაში მონაწილეობდნენ, რუსეთის დამფუძნებელი კრების კავკასიის დელეგატები, რომლებიც ხალხმა აირჩია, და ისინი ხალხის ნებას გამოხატავდნენ...
ამიერკავსკასიის რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს დილით, რა უნდა ექნა საქართველოს??? ჩაეტარებინათ რეფერენდუმი? და რაზე ჩაეტარებინათ რა დაესვათ კითხვად? ქართველ ხალხს, რომელიც მუდამ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და რომელმაც უნებურად დამოუკიდებლობა მოიპოვა უნდა შეკითხვოდნენ რა ვქნათ აწიო??? ხოდა ქნეს, მოსამზადებელი პერიოდი, 7 თვე და 1919 წლის მარტში ლეგიტიმური ორგანო, დამფუძნებელი კრება, რომელმაც დაამტკიცა მთავრობა...
QUOTE
რატომ ვიღებთ 1919 წლის არჩევნებს ლეგიტიმურად და თვალს ვხუჭავთ მიწების გადაცემაზე თურქეთისადმი 1918 წლის 4 ივნისს, და სულ სხვა არშინითა და საზომით ვუდგებით მხოლოდ (!) სამხრეთ ოსეთის ავტონომიას!!!
რატომ ვიღებთ დავწერე, რაც შეეხება 4 ივნისს და ბათუმის ზავს... საომარი ვითარებაში იყო ქვეყანა, თურქეთთან საზავო მოლაპარაკებები, რამდენიმე თვის განმალობაში მიმდინარეობდა, და საბოლოოდ რომ არ დაეპყრო მთელი საქართველო, მისცეს ის ნაწილი რომელიც თურქების მიერ ოკუპირებული იყო... დანარჩენი, სიტყვაზე, გორი, არ მიუციათ...
QUOTE
ღირს თუ არა ამისთანა მცირე დეტალისთვის (საერთო საზღვრების გადანაწილების ფონზე) იმდენად ყურადღების მიქცევა რომ საერთოდ დე-ფაქტო შემოერთება ამ მიწისა და საერთო განვითარება და მოომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო? ჩემი აზრით არა. თუ ხართ შემწყნარებლები გაურკვეველი, სიტუაციიდან მოთხოვნილი, არალეგიტიმური მენშევიკური გადაწყვეტილებებისა რომელიც საქართველოს მესამედს ასხვისებს, კომუნისტებთან რა ლიშნი ნეპრიაზნია თუ რა ხდება??
მენშევიკები მაგ დროს საქართველოში ყველაზე ძლიერი და პოპულარული პარტია იყო, რომელსაც მხარს უჭერდა მოსახლეობის უმრავლესობა... ისინი ხელისუფლების სათავეში ჯერ შემთხვევით,ხოლო 1919 წლის არჩევნების შემდეგ კი ხალხის ნებით მოვიდნენ...
კომუნისტები კი, ოკუპანტები, რომლებმაც დაამხეს ხელისუფლება... გარედან შემოიჭრნენ, და შემდეგ ჩაატარეს არჩევნები, სადაც მოსახლეობის გარკვეულ ფენებს არ მისცეს უფლება მონაწილეობა მიეღო, არ მიიღეს მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმაც...
და ბოლო ბოლო, ქართველი ხალხის ნება, აჯანყებული სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი, აჯანყება კახეთში.. 1924 წლის საერთო ქართული აჯანყება კომუნისტებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ...
და შემდგომი დისიდენტური მოძრაობა მტრის წინააღმდეგ..
განა ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა ეს აჯანყებები? სადაც ისინი მოითხოვდნენ მენშევიკური მთავრობის დაბრუნებასა და დამოუკიდებლობის აღდგენას? რა არალეგიტიმურობაზეა საუბარი???
QUOTE
1920 წლის საიდუმლო მუხლი არ დაგავიწყდეს...
რა საიდუმლო მუხლი???
და კიდე, როგორი ლეგიტიმიზაციაც ბაგრატიონებს ჰქონდათ ისეთივე ჰქონდა ეროვნულ ყრილობას...
არცერთ გლეხს არ აურჩევია ბაგრატიონები მეფებ... მაგრამ მას მიჰყვებოდნენ ომში...
ეროვნული გვარდია ემორჩილებოდა ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავრობას... შამქორის ამბები, სომხეთტან ომი, ოსეთში სადამსჯელო ექსპედიციები, აფხაზეთში ლაშქრობები...
ეს უდავოდ ამტკიცებს მათ ლეგიტიმურობას...
მათი ეკონომიკური თუ სოციალური ცვლილებები, ხალხის მიერ იყო მხარდაჭერილი... და არაფერი ძალდატანებით არ განუხორციელებიათ მათ...
მათ მმართველობის განმალობაში არ მომხდარა აჯანყება მათი მმართველობის წინააღმდეგ..
რა ქართველი ხალხი ეგეთი ჩლუნგია რო, არალეგიტიმურის წინააღმდეგ გამოსვლები არ ქონია და ყველაფერში უჭერდა მხარს???
არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ გამოუთქვამს უკმაყოფილება...
ივანე ჯავახიშვილი და კიდე მრავალნი აღიარებდნენ ამ მტავრობას და ლეგიტიმურობას...
This post has been edited by
>Bocho
on 14 Sep 2007, 15:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
წერილები: 3987
წევრი No.: 18186
რეგისტრ.: 15-March 06
#6662451
· 14 Sep 2007, 15:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ხოდა ბორჩალოს ამბები აქ მოსატანი არ იყო...
დალშე კი, არასწორად შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქი, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა, იქ ოსები არც უმრავლესობას შეადგენდნენ, არც მათი სამშობლო იყო და არც საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას მიუცია მსგავსი დირექტივა.
ბორჩალოს ამბები იმდენად იყო მოსატანი რომ ეთნიკურად სხვა შემადგენლობის მხარე იყო და მაინც ჩვენ გადმოგვეცა, როდესაც ჩვენს განკარგულებაში იყო რამდენიმე ათეული წელი (ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს). ამდენად, ვერ მოგყავს ვერცერთი კრიტერიუმი, ვერცერთი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ორმაგ სტანდარტებს არ ამჟღავნებდე საუბრისას და მსჯელობისას:
1) ტერიტორიის ხანდაზმულობა - 300 წელი აჭარიანად იყო სამხრეთ საქართველო თურქეთის უღლის ქვეშ, რაო თურქული მიწები გახდა? ანუ, ხანდაზმულობას მნიშვნელობა არ აქვს. ხომ არ შემახსენებ თურქები რომ უტევნდენ აჭარას 1918-ში ვის მხარეზე დადგა მაშინ მოსახლეობა?
2) მოსახლეობის ეთნო-რელიგიური შემადგნელობა - 13% იყო და არ ეკუთვნოდათ ავტონომიაო შენ არ ამბობდი?? ხოდა კონტრ-არგუმენტად მოგიყვანე ბორჩალო - 90% თათარი იყო და საქართველომ მაინც მოიხოვა. ასე, რომ ეს კრიტერიუმიც წყალწყალაა.
3) მაგათი არასოდეს ყოფილა მიწაო, ამბობ და გეუბნებიან, რომ მოსახლეობა სახლობდა და პოლიტიკური სტატუსი, ასე იყო თუ ისე, მიიღეს. ახლა, 1990 წელს რომ უუქმებ, არასწორი გადაწყვეტილება იყო, მათ მიერ რესპუბლიკის გამოცხადებაც არასწორი იყო, მაგრამ სულ გაუქმება -საერთოდ დანაშაული. ამავე კრიტერიუმით, აფხაზეთის თვითგამორკვევა მაშინ გამრთლებული უნდა იყოს, დააკვირდი რას ამბობ! ეგ მიწა სულ აფხაზების იყო და მაშინ მიგვიცია და ეგაა. (არ დამიწყო რა ზღაპრები, ეგ აფსუები ის აფხაზები და სხვა).
QUOTE
ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა ლეგიტიმური იყო, რამდენადაც მის შემქნაში მონაწილეობდნენ, რუსეთის დამფუძნებელი კრების კავკასიის დელეგატები, რომლებიც ხალხმა აირჩია, და ისინი ხალხის ნებას გამოხატავდნენ...
ტაკ, ტაააკ. საინტერესოა. მერე რუსეთის დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში თავისი ფილიალი დააარსა? სად სწერია ეს, რომელ განკარგულებაში? "კავკასიის დელდეგატები" სხვა რამეა, იყო თუ არა ეს იმ კრების მიერ არჩეული? ზემსტვო-ზე გეუბნები?
ასევე, მე როგორც ქართველს, რაში მაინტერესებს მაგათი კრებები და მაიმუნობები???
QUOTE
ამიერკავსკასიის რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს დილით, რა უნდა ექნა საქართველოს??? ჩაეტარებინათ რეფერენდუმი? და რაზე ჩაეტარებინათ რა დაესვათ კითხვად? ქართველ ხალხს, რომელიც მუდამ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და რომელმაც უნებურად დამოუკიდებლობა მოიპოვა უნდა შეკითხვოდნენ რა ვქნათ აწიო??? ხოდა ქნეს, მოსამზადებელი პერიოდი, 7 თვე და 1919 წლის მარტში ლეგიტიმური ორგანო, დამფუძნებელი კრება, რომელმაც დაამტკიცა მთავრობა...
ჩემი საბოლოო მმართველი იყო გიორგი XIII, საბოლოო ურთიერთობის ამსახველი რუსეთთან იყო გიორგიევსკის ტრაქტატი, 1917-ში მოშორდა ეს რუსული ურჩხული?? ტახტი დააბრუნონ, ბლინ!! რა ზემსტვოები ატეხეს აქ?? ვის ჰკითხეს? მეფეს? მის შთამომავალს??? რამიშვილის და ჟორდანიასი გახდა საუკუნეების მანძილზე ბაგრატიონების მიწა?? და ამას ეძახი შენ ლეგიტიმურს?
ქართველი ხალხი მეფის აღსადგენად იბრძოდა. მაგას ერქვა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მანამდე. გაიხსენე მთიულეთის აჯანყებები და კახეთის. ყველას მეფის კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი.
მენშევიკები იყვნენ რუსეთი ხალხი, ცოტა წითლებზე ფერმკრთალი ფერის, თორემ არავითარი ლეგიტიმურობა ამგათ არ გააჩნდათ, ტყვილად ცდილობ რომ გაამართლო.
მაგათი 1919 წელს ჩატარებული რეფერენდუმი და ყრილობები და მთელი ამბები შემიძლია ერთი ხელის მოსმით გაგიბათილო როგორც არგუმენტები - კომუნისტებიც იყრიდნენ ეგრე კენჭს. შენ ამბობ, კომუნისტებმა მღვდლებს არ მისცესო და სხვებოს არჩEვნებში მონაწილეობის მიღება? მაშინ დამისაბუთე, მენშევიკებმა მეფე საერთოდ რატომ არ ახსენეს 1919 წელს? იქნებ უნდოდა ხალხს? როგრო მიეცათ მეფის ძალაუფლების აღდგენისთვის ხმა?
ავლებ პარალელებს? ჯერ სად ხარ!
QUOTE
განა ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა ეს აჯანყებები? სადაც ისინი მოითხოვდნენ მენშევიკური მთავრობის დაბრუნებასა და დამოუკიდებლობის აღდგენას? რა არალეგიტიმურობაზეა საუბარი???
აქ უკვე პოეტიკას აქვს ადგილი. კი, არ ურიგდებოდა ქართველობა კომუნისტებს,. ვიცი. მაგრამ მე მაგას არ ვუარყოფ, მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ ქართველ მენშევიკ დამპყრობელ უზურპატორებსა და ქართველ ბოლშევიკ უზურპატორებს შორის.
QUOTE
რა საიდუმლო მუხლი???
#საიდუმლო მუხლი ავალდებულებდა სდრ მთავრობას არ დაეშვა რუსეთი მოწინააღმდეგე ჯარები საკუთარ ტერიტორიაზე და არ აელაგმა კომუნისტური გამოსვლები.
ხომ ხვდები, რატომაც ვუთითებთ?
* * *
QUOTE
და კიდე, როგორი ლეგიტიმიზაციაც ბაგრატიონებს ჰქონდათ ისეთივე ჰქონდა ეროვნულ ყრილობას...არცერთ გლეხს არ აურჩევია ბაგრატიონები მეფებ... მაგრამ მას მიჰყვებოდნენ ომში...
ა აქამდე კიდე არა გიშავდა, მაგრამ ახლა არ ვიცი რა გითხრა.
ბაგრატიონის მეფეეები იცი როგორ ინიშნებოდნენ და იკურთხებოდნენ მეფედ? იცი ვის მიერ? იცი რა კანონებით? რეებს ადარებ???
QUOTE
მათი ეკონომიკური თუ სოციალური ცვლილებები, ხალხის მიერ იყო მხარდაჭერილი... და არაფერი ძალდატანებით არ განუხორციელებიათ მათ...
მათ მმართველობის განმალობაში არ მომხდარა აჯანყება მათი მმართველობის წინააღმდეგ..
QUOTE
რა ქართველი ხალხი ეგეთი ჩლუნგია რო, არალეგიტიმურის წინააღმდეგ გამოსვლები არ ქონია და ყველაფერში უჭერდა მხარს???
არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ გამოუთქვამს უკმაყოფილება...
ივანე ჯავახიშვილი და კიდე მრავალნი აღიარებდნენ ამ მტავრობას და ლეგიტიმურობას...
მიწის რეფორმა? აჯანყება როგორ არ მომხდარა ოსეთში და აფხაზეთში აბა ბასტი-ბუბუს თამაშობდნენ? დუშეთში, კიდევ სხვაგანაც, მგონი გორში... არ იყო ხალხი კმაყოფილი გერმანიის უღლისქვეშ ქვეყნის შეყვანის და იმიტომ! შენ გერმანი მოგწონდა, იმათ რუსეთი! მე ამ ორს შორის სხვაობას ვერ ვხედავ! ეს ხალხი იყო თუ არა საქართველო მოქალაქეები?
"ძმობა, ერთობა, თავისუფლება" - ეს "ერთობა" უფრო თანასწორობად ითარგმნება ფრანგულიდან, equalité.
გამოაცხადე? მიჰყევი! რას ჰქვია ოსი და აფხაზი!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 41704
რეგისტრ.: 12-September 07
#6662789
· 14 Sep 2007, 15:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ქართველ მენშევიკ დამპყრობელ უზურპატორებსა და ქართველ ბოლშევიკ უზურპატორებს შორის.
მდას... დამპყრობელი მენშევიკები...
QUOTE
ბაგრატიონის მეფეეები იცი როგორ ინიშნებოდნენ და იკურთხებოდნენ მეფედ? იცი ვის მიერ? იცი რა კანონებით? რეებს ადარებ???
დავითიან სოლომონიანი?
კაი ერთი... გჯერა ბაგრატიონთა ღვთითკურთხეულობა და მსგავსი ზღაპრები??? მეფედ კურთხევას კი რაც შეეხება, მეფედ დავით აღამაშენებლამდე ფეოდალები აკურთხებდნენ ... დავითი შემდეგ წამოვიდა თანამოსაყდრეობა და ამბები.. ანუ მემკვიდრის მეფის მიერვე კურთხევა და არა ფეოდალების მიერ..
QUOTE
მიწის რეფორმა? აჯანყება როგორ არ მომხდარა ოსეთში და აფხაზეთში აბა ბასტი-ბუბუს თამაშობდნენ? დუშეთში, კიდევ სხვაგანაც, მგონი გორში... არ იყო ხალხი კმაყოფილი გერმანიის უღლისქვეშ ქვეყნის შეყვანის და იმიტომ! შენ გერმანი მოგწონდა, იმათ რუსეთი! მე ამ ორს შორის სხვაობას ვერ ვხედავ! ეს ხალხი იყო თუ არა საქართველო მოქალაქეები?
ოსეთსა და აფხაზეთში.. აჯანყებები სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო და არა მთავრობის წინააღმდეგ. გემანიასთან კი დაიდო ხელშეკრულება სამხედრო სამოკავშირეო... განსხვავება იყო რუსეთსა და მას შორის...
QUOTE
#საიდუმლო მუხლი ავალდებულებდა სდრ მთავრობას არ დაეშვა რუსეთი მოწინააღმდეგე ჯარები საკუთარ ტერიტორიაზე და არ აელაგმა კომუნისტური გამოსვლები.ხომ ხვდები, რატომაც ვუთითებთ?
რომელი ჯარები დუშვა???
QUOTE
ქართველი ხალხი მეფის აღსადგენად იბრძოდა. მაგას ერქვა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მანამდე. გაიხსენე მთიულეთის აჯანყებები და კახეთის. ყველას მეფის კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი.
1922 და 1924 წლის აჯანყებები სვანეთსა და საერთო ქართული გაიხსენე, სადმე ითხოვდნენ ბაგრატიონებს? ითხოვდნენ დემოკრატიულ რესპუბლიკას...
QUOTE
მაგათი 1919 წელს ჩატარებული რეფერენდუმი და ყრილობები და მთელი ამბები შემიძლია ერთი ხელის მოსმით გაგიბათილო როგორც არგუმენტები - კომუნისტებიც იყრიდნენ ეგრე კენჭს. შენ ამბობ, კომუნისტებმა მღვდლებს არ მისცესო და სხვებოს არჩEვნებში მონაწილეობის მიღება? მაშინ დამისაბუთე, მენშევიკებმა მეფე საერთოდ რატომ არ ახსენეს 1919 წელს? იქნებ უნდოდა ხალხს? როგრო მიეცათ მეფის ძალაუფლების აღდგენისთვის ხმა?
კომუნისტების დროს ჩატარებული არჩევნები ყველა იყო უკანონოდ ჩატარებული, ერთპარტიული სისტემა, არ დაშვება არცერთი პოლიტიკური პარტიისა.. კაი რა.. მაგას მაინც ნუ ადარებ...
მეფეს რაც შეეხება, მეფეებმა დაღუპეს ბოლოს საქართველო
თუნდაც იგივე გიორგი XII
QUOTE
ბორჩალოს ამბები იმდენად იყო მოსატანი რომ ეთნიკურად სხვა შემადგენლობის მხარე იყო და მაინც ჩვენ გადმოგვეცა, როდესაც ჩვენს განკარგულებაში იყო რამდენიმე ათეული წელი (ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს). ამდენად, ვერ მოგყავს ვერცერთი კრიტერიუმი, ვერცერთი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ორმაგ სტანდარტებს არ ამჟღავნებდე საუბრისას და მსჯელობისას:
ბორჩალო 1603-4 წლამდე ქართლის სამეფოსი იყო, შემდეგ შაჰ აბასმა წაგვართვა და ჩაასახლა იქ ბორჩალუს ტომი, და 1749 წელს დავიბრუნეთ.. განსხვავებას ვერ ხედავ სამაჩაბლოსთან შედარებით???
QUOTE
1) ტერიტორიის ხანდაზმულობა - 300 წელი აჭარიანად იყო სამხრეთ საქართველო თურქეთის უღლის ქვეშ, რაო თურქული მიწები გახდა? ანუ, ხანდაზმულობას მნიშვნელობა არ აქვს. ხომ არ შემახსენებ თურქები რომ უტევნდენ აჭარას 1918-ში ვის მხარეზე დადგა მაშინ მოსახლეობა?
ხოდა ეგ არგუმენტი სამაჩაბლოს ოსების წინააღმდეგვეა, 70 წელი კი არა 300 წელის არ გახდის მაგ მიწებს ოსებისად...
QUOTE
2) მოსახლეობის ეთნო-რელიგიური შემადგნელობა - 13% იყო და არ ეკუთვნოდათ ავტონომიაო შენ არ ამბობდი?? ხოდა კონტრ-არგუმენტად მოგიყვანე ბორჩალო - 90% თათარი იყო და საქართველომ მაინც მოიხოვა. ასე, რომ ეს კრიტერიუმიც წყალწყალაა.
მოითხოვა? ვის მოსთხოვა??? საქართველო აღდგა 1917 წელს არსებული სისტემით.. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები,ყველა მაზრით... ბათუმის, სოხუმისა და ზაქათალას ოლქები.. არც მეტი არც ნაკლები.. არავის არაფერი სთხოვეს...
და ინტერპარტიული ორგანო როგორ განიხილავდა სადავო ტერიტორიების საკითხს ის რომ იცოდე არ დაწერდი ამას...
QUOTE
3) მაგათი არასოდეს ყოფილა მიწაო, ამბობ და გეუბნებიან, რომ მოსახლეობა სახლობდა და პოლიტიკური სტატუსი, ასე იყო თუ ისე, მიიღეს. ახლა, 1990 წელს რომ უუქმებ, არასწორი გადაწყვეტილება იყო, მათ მიერ რესპუბლიკის გამოცხადებაც არასწორი იყო, მაგრამ სულ გაუქმება -საერთოდ დანაშაული. ამავე კრიტერიუმით, აფხაზეთის თვითგამორკვევა მაშინ გამრთლებული უნდა იყოს, დააკვირდი რას ამბობ! ეგ მიწა სულ აფხაზების იყო და მაშინ მიგვიცია და ეგაა. (არ დამიწყო რა ზღაპრები, ეგ აფსუები ის აფხაზები და სხვა).
ჯერ ერთი.. თვითონვე გაიუქმეს, როცა გამოაცხადეს რესპუბლიკა.. მერე გააუქმა ოლქი უზენაესმა საბჭომ, და ეს ოლქი აღადგინა ელცინის ბრძანებამ.
მეორეც, მიეცათ იმ 13 % ისთვის, ჯავაში რატო შეიყვანეს ქართული სოფლები და ქართული ქალაქი ცხინვალი?
QUOTE
მაშინ დამისაბუთე, მენშევიკებმა მეფე საერთოდ რატომ არ ახსენეს 1919 წელს? იქნებ უნდოდა ხალხს? როგრო მიეცათ მეფის ძალაუფლების აღდგენისთვის ხმა?
გისაბუთებ... 1922 წლისა და 1924 წლის აჯანყებების დროს ხალხს მეფე არ მოუთხოვია... შესაბამისად იგივე განწყობა იქნებოდა 1919 წელსაც...
QUOTE
ტაკ, ტაააკ. საინტერესოა. მერე რუსეთის დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში თავისი ფილიალი დააარსა? სად სწერია ეს, რომელ განკარგულებაში? "კავკასიის დელდეგატები" სხვა რამეა, იყო თუ არა ეს იმ კრების მიერ არჩეული? ზემსტვო-ზე გეუბნები?
ცნობისთვის რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკეს ბოლშევიკებმა... და ამიერკავკასიაში მიღებულ იქნა ადეკვატური ზომები.
QUOTE
რამიშვილის და ჟორდანიასი გახდა საუკუნეების მანძილზე ბაგრატიონების მიწა??
ბაგრატიონების კი არა ქართველი ხალხის მიწა იყო ეგ...
ბაგრატიონები... წარსულია, ხალხი მომავალი
QUOTE
"ძმობა, ერთობა, თავისუფლება" - ეს "ერთობა" უფრო თანასწორობად ითარგმნება ფრანგულიდან, equalité. გამოაცხადე? მიჰყევი! რას ჰქვია ოსი და აფხაზი!
ვინ გამოაცხადა და როდის???
ხოდა თუ რას ქვია ოსი და აფხაზი, მაშინ ეს რას ქვია წარმოიქმნება მაგათი ავტონომიებით, თუ არ გინდა რო ეს რას ქვია ოსი და აფხაზი კიდევ იყოს ,მაშინ ამ ოსი და აფხაზის შექმნის მიზეზს ავტონომიებს მიხედე, გააუქმე და მერე იქნება ძმობა ერთობა და ტავისუფლება...
This post has been edited by
>Bocho
on 14 Sep 2007, 16:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
წერილები: 3987
წევრი No.: 18186
რეგისტრ.: 15-March 06
#6663055
· 14 Sep 2007, 16:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მდას... დამპყრობელი მენშევიკები...
სწორედაც! ეგენი თებერვლის რევოლუციის ასკოლკები იყვნენ ძმობილო.
QUOTE
დავითიან სოლომონიანი? კაი ერთი... გჯერა ბაგრატიონთა ღვთითკურთხეულობა და მსგავსი ზღაპრები??? მეფედ კურთხევას კი რაც შეეხება, მეფედ დავით აღამაშენებლამდე ფეოდალები აკურთხებდნენ ... დავითი შემდეგ წამოვიდა თანამოსაყდრეობა და ამბები.. ანუ მემკვიდრის მეფის მიერვე კურთხევა და არა ფეოდალების მიერ..
მჯერა რომელია. სასაცილო იცი რა არის? კაცი რომ გამსახურდიის "ლამის ღვთივკურთხეულობაზე" ლაპარაკობ და ბაგრატიონებს მოიხსენიებ აბუჩად?
მნიშნველობა არა აქვს, მეფეს მირონს სცხებდა კათალიკოსი. და დავით აღმაშენებლამდე მემკვიდრეობით არ გადაეცემოდა მეფობა?? თუ რას მეუბნები ერთი კარგად გამარკვიე.
QUOTE
ბორჩალო 1603-4 წლამდე ქართლის სამეფოსი იყო, შემდეგ შაჰ აბასმა წაგვართვა და ჩაასახლა იქ ბორჩალუს ტომი, და 1749 წელს დავიბრუნეთ.. განსხვავებას ვერ ხედავ სამაჩაბლოსთან შედარებით???
მერე 1749-დან რამდენი წელი გავიდა? რაც ჩვენი აღარ იყო? კიდევ 52. "ჩვენი" კი არა "ჩვენ" აღარაფერი ვიყავით 200 წელი, რა ზღაპრებს ყვები?
QUOTE
მოითხოვა? ვის მოსთხოვა??? საქართველო აღდგა 1917 წელს არსებული სისტემით.. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები,ყველა მაზრით... ბათუმის, სოხუმისა და ზაქათალას ოლქები.. არც მეტი არც ნაკლები.. არავის არაფერი სთხოვეს...
და ინტერპარტიული ორგანო როგორ განიხილავდა სადავო ტერიტორიების საკითხს ის რომ იცოდე არ დაწერდი ამას...
ვის და ამიერკავკასიის სეიმს, შიდა საზღვრების საკითხი როგორ ვითარდებოდა მაგაზე ვამბობ მეც. ცნობისათვის დღემდე აქვს აზერბაიჯანს პრეტენზიები.
QUOTE
საქართველო აღდგა 1917 წელს არსებული სისტემით..
ეს განმიმარტე რა.
QUOTE
ჯერ ერთი.. თვითონვე გაიუქმეს, როცა გამოაცხადეს რესპუბლიკა.. მერე გააუქმა ოლქი უზენაესმა საბჭომ, და ეს ოლქი აღადგინა ელცინის ბრძანებამ.
მეორეც, მიეცათ იმ 13 % ისთვის, ჯავაში რატო შეიყვანეს ქართული სოფლები და ქართული ქალაქი ცხინვალი?
წრეებზე ნუ დარბიხარ. ეგ დავწერე უკვე, დაიაპგრეიდეს თავი და დაადაუნგრეიდე ისევ. რას აუქმებ? ეგრე პროცენტ-პროცენტ აფაზეთი გაიყო? მაშინდელი წესებით უნდა ყოფილიყო გაკრვეული მოსახლეობა. მართლა ცხინვალს ხომ არ მისცემდნენ ავტონომიას?
QUOTE
გისაბუთებ... 1922 წლისა და 1924 წლის აჯანყებების დროს ხალხს მეფე არ მოუთხოვია... შესაბამისად იგივე განწყობა იქნებოდა 1919 წელსაც...
"იქნებოდა" გრამაფონშია. მე რა ვიცი რა იქნებოდა, ფაქტია რომ ვერ ადასტურებ.
აჯანყების და ომის დროის მოთხოვნების ხალხის ნებად გასაღება გაუმართლებელია. არ გაგივა ეგ ნომერი. შეეშვი მაგ საკითხს.
QUOTE
ცნობისთვის რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკეს ბოლშევიკებმა... და ამიერკავკასიაში მიღებულ იქნა ადეკვატური ზომები
"ცნობისათვის" ?? ეგ ყველა ოქტომბრელმა იცოდა. დიდი ვერაფერი ცნობაა. მე იმას ვკითხულობ, თუ რუსეთის ორგანო აღარ არსებობს, მისი კავკასიის დელეგატების რა უფლებით იკრიბებიან და ლეგიტიმურად აცხადებენ თავს საქართველოში??? თუ რუსეთის ნაწილი ვიყავით? თუ ვიყავით, ხომ აღარ გავხდით, სადაა ლეგიტიმურობის საფუძველი???
QUOTE
ბაგრატიონების კი არა ქართველი ხალხის მიწა იყო ეგ...
ბაგრატიონები... წარსულია, ხალხი მომავალი
ხალხის მმართველი ბაგრატიონი იყო, და არა მენშევიკი ჟორდანია და რამიშვილი!
წარსული მენშევიკებია და გამსახურდიაც, ბაგრატიონია მომავალი!
QUOTE
ვინ გამოაცხადა და როდის???
ძმომბა ერთობა თავისუფლება? საქართველოს მთავრობის დევიზი თუ ლოზუნგი იყო, თუმცა ზეპირად არ მახსოვს როდის გამოაცხადეს . გაგიგო?
* * *
QUOTE
ხოდა თუ რას ქვია ოსი და აფხაზი, მაშინ ეს რას ქვია წარმოიქმნება მაგათი ავტონომიებით, თუ არ გინდა რო ეს რას ქვია ოსი და აფხაზი კიდევ იყოს ,მაშინ ამ ოსი და აფხაზის შექმნის მიზეზს ავტონომიებს მიხედე, გააუქმე და მერე იქნება ძმობა ერთობა და ტავისუფლება...
მოიცა მოიცა, აფხაზეთის ავტონომაც შემოურიე? რა, ვის სინდისზეა აფხაზეთის ავტონომია? არ მითხრა ეგეც ორჯონიკიძისო!
* * *
QUOTE
მეფეს რაც შეეხება, მეფეებმა დაღუპეს ბოლოს საქართველო
თუნდაც იგივე გიორგი XII
თფუი ეშმაკს!
გიორგი XII-ზე გახსენი თემა და იქ გეჭიდავები
This post has been edited by
LENUS
on 14 Sep 2007, 16:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 41704
რეგისტრ.: 12-September 07
#6663513
· 14 Sep 2007, 16:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გიორგი XII-ზე გახსენი თემა და იქ გეჭიდავები
შენ შეიძლება სხვას გულისხმობ გიორგი XII ში, ზაქიჭამიაზე ამბობ???
QUOTE
წარსული მენშევიკებია და გამსახურდიაც, ბაგრატიონია მომავალი!
შენ ივერიაII ეს ხო არ ხარ???
QUOTE
აჯანყების და ომის დროის მოთხოვნების ხალხის ნებად გასაღება გაუმართლებელია. არ გაგივა ეგ ნომერი. შეეშვი მაგ საკითხს.
აბა შენ რატორა მოიყვანე მაგალითად მთიანეთის,კახეთისა და იმერეთის აჯანყებები?
QUOTE
მჯერა რომელია. სასაცილო იცი რა არის? კაცი რომ გამსახურდიის "ლამის ღვთივკურთხეულობაზე" ლაპარაკობ და ბაგრატიონებს მოიხსენიებ აბუჩად?
სად ვლაპარაკობ მე ზვიადის ღვთითკურთხეულობაზე???
QUOTE
საქართველო აღდგა 1917 წელს არსებული სისტემით..
ეს განმიმარტე რა.
ხო დავწერე. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები ყველა მაზრით, ბათუმის, სოხუმისა და ზაქათალას ოლქბი.
QUOTE
წრეებზე ნუ დარბიხარ. ეგ დავწერე უკვე, დაიაპგრეიდეს თავი და დაადაუნგრეიდე ისევ. რას აუქმებ? ეგრე პროცენტ-პროცენტ აფაზეთი გაიყო? მაშინდელი წესებით უნდა ყოფილიყო გაკრვეული მოსახლეობა. მართლა ცხინვალს ხომ არ მისცემდნენ ავტონომიას?
ცხინვალისთვის რატო უნდა მიეცათ? მარტო ჯავისთვის და რამდენიმე ოსური სოფლისთვის...
და შენი ლოგიკით სომხებსაც უნდა მისცენ ავტონომია ჯავახეთში...
და ქვემო ქართლში აზერბაიჯანელებს...
QUOTE
მერე 1749-დან რამდენი წელი გავიდა? რაც ჩვენი აღარ იყო? კიდევ 52. "ჩვენი" კი არა "ჩვენ" აღარაფერი ვიყავით 200 წელი, რა ზღაპრებს ყვები?
სად ხედავ ზღაპრებს?
QUOTE
დავით აღმაშენებლამდე მემკვიდრეობით არ გადაეცემოდა მეფობა?? თუ რას მეუბნები ერთი კარგად გამარკვიე.
კი გადაეცემოდა მარა სხვანაირად...
This post has been edited by
>Bocho
on 14 Sep 2007, 17:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
წერილები: 3987
წევრი No.: 18186
რეგისტრ.: 15-March 06
#6663731
· 14 Sep 2007, 17:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შენ შეიძლება სხვას გულისხმობ გიორგი XII ში, ზაქიჭამიაზე ამბობ???
მაგ სახელის დაძახება უკვე შეურაცხყოფაა ჩემიც და ქართველი ერის, თუ არ იცი რას ამბობ, ნუ ამბობ.
კი, გიორგი XII/XIII-ზე ვამბობ, ერეკლეს მემკვიდრეზე, ქართლ-კახეთის მეფეზე. გახსენი თემა.
QUOTE
შენ ივერიაII ეს ხო არ ხარ???
არა. ყოველთვის Lenus ვარ. მორწმუნე და მონარქისტი.
QUOTE
ხო დავწერე. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები ყველა მაზრით, ბათუმის, სოხუმისა და ზაქათალას ოლქბი.
ვერ გავიგე, 1917 წელს ეგრე აღდგა? თუ სისტემა იყო 1917 წლის? 1917 რა შუაშია თქო?
QUOTE
აბა შენ რატორა მოიყვანე მაგალითად მთიანეთის,კახეთისა და იმერეთის აჯანყებები?
ამ აჯანყებებს ბატონიშვილები ედგნენ სათავეში! და ხალხი მიყვებოდა...
QUOTE
სად ვლაპარაკობ მე ზვიადის ღვთითკურთხეულობაზე???
ჰმ, როცა ლაპარაკობ ბაგრატიონების ღვთივკურთხეულობა ზღაპრებიაო, მაშინ გულისხმობ მაგასაც.
QUOTE
ცხინვალისთვის რატო უნდა მიეცათ? მარტო ჯავისთვის და რამდენიმე ოსური სოფლისთვის...
და შენი ლოგიკით სომხებსაც უნდა მისცენ ავტონომია ჯავახეთში...
და ქვემო ქართლში აზერბაიჯანელებს...
პატარა კი ხარ, მაგრამ ცოტა აზროვნება გაგაჩნია,. დაფიქრდი ხოლმე მარტო პინგპონგის თამაში ხომ არაა მთავარი.
1922 წლის სიტუაციას და 1990 და მითუმეტეს 2007 ნუ ადარებ ერთმანეთს.
მე ოსეთის შექმნას არ ვამართლებ, მაგამ 1990-ში გაუქმებას ვეწინაღდეგები. რადგან მოხდა, მერე აღარაა ეს უაზრო ქმედებები საჭირო. ამიტომ შეეშვი რა ამ სომხებს მივცეთ ავტონომია - შეკითხვებს.
QUOTE
სად ხედავ ზღაპრებს?
120 წელი არაფერი იყავი, სახელმწიფო არ გაგაჩნდა. იყავი გუბერნიები და ახცადებ პრეტენზიაზე 50 წლით დაკავებულ ტერიტორიაზე. შენ ახლა, დღეს.
სამხრეთ ოსეთი 1990 წელს გააუქმე, როდესა 70 წელი უკვე შექმნილები იყვნენ. პარალელი იმედია გასაგებია.
QUOTE
კი გადაეცემოდა მარა სხვანაირად...
როგორ თუ სხვანაირად, რატომ იღიმები? მემკვიდრეობით არ გადაეცემოდა??
This post has been edited by
LENUS
on 14 Sep 2007, 17:17
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 41704
რეგისტრ.: 12-September 07
#6664192
· 14 Sep 2007, 17:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LENUS
QUOTE
მაგ სახელის დაძახება უკვე შეურაცხყოფაა ჩემიც და ქართველი ერის, თუ არ იცი რას ამბობ, ნუ ამბობ. კი, გიორგი XII/XIII-ზე ვამბობ, ერეკლეს მემკვიდრეზე, ქართლ-კახეთის მეფეზე. გახსენი თემა.
მოიცა და მე რა არ ვარ ქართველი???
გავხსნი ოღონდ ჯერ არა, გამივიდეს ბანის ვადა...
QUOTE
როგორ თუ სხვანაირად, რატომ იღიმები? მემკვიდრეობით არ გადაეცემოდა??
ამას შესაბამის თემაში აგიხსნი
QUOTE
ამ აჯანყებებს ბატონიშვილები ედგნენ სათავეში! და ხალხი მიყვებოდა...
ყველა ეგ აჯანყება ხალხის მიერ დაიწყო და მერე მოიწვიეს ბაგრატიონები... ხალხი თვითონ იწვევდა მეფობის კანდიდატს.. აი 1924 წლის აჯანყებისას და მანამდე სვანეთის აჯანყებისას მსგავსი არ მომხდარა..
QUOTE
ვერ გავიგე, 1917 წელს ეგრე აღდგა? თუ სისტემა იყო 1917 წლის? 1917 რა შუაშია თქო?
დღევანდელი საქართველოს საზღვრები ხო აღდგა 1991 წლის საზღვრების მიხედვით... აი ეგრე 1918 წელს 1917 წლის ფარგლებით.
QUOTE
მე ოსეთის შექმნას არ ვამართლებ,
QUOTE
ჰმ, როცა ლაპარაკობ ბაგრატიონების ღვთივკურთხეულობა ზღაპრებიაო, მაშინ გულისხმობ მაგასაც.
ეგე მიხეილ სააკაშვილისასაც ვგულისხმობ?
არ ვგულისხმობ ბატონო..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
წერილები: 3987
წევრი No.: 18186
რეგისტრ.: 15-March 06
#6664319
· 14 Sep 2007, 18:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მოიცა და მე რა არ ვარ ქართველი???
ნამდვილად არა, როცა ბაგრატიონების წინააღმდეგ ილაშქრებ.
QUOTE
ამას შესაბამის თემაში აგიხსნი
ამიხსნი???
QUOTE
ყველა ეგ აჯანყება ხალხის მიერ დაიწყო და მერე მოიწვიეს ბაგრატიონები... ხალხი თვითონ იწვევდა მეფობის კანდიდატს.. აი 1924 წლის აჯანყებისას და მანამდე სვანეთის აჯანყებისას მსგავსი არ მომხდარა..
შევეშვათ აჯანყებებს, უაზრობამდე მივდივართ. ამით არ შეიძლება გაამართლო მონარქიის აღდგენის იგნორირება მენშევიკების მიერ.
QUOTE
დღევანდელი საქართველოს საზღვრები ხო აღდგა 1991 წლის საზღვრების მიხედვით... აი ეგრე 1918 წელს 1917 წლის ფარგლებით.
რაა?
სამხრეთ ოსეთის შექმნას არც მანამდე ვამართლებდი, მაგრამ რადგან შეიქმნა, ასე ხელაღებით გაუქმება, თან როდის, რომელ პერიოდში -- დანაშაულებრივი სიბრიყვეა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 41704
რეგისტრ.: 12-September 07
#6664412
· 14 Sep 2007, 18:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LENUS
QUOTE
ამიხსნი???
ჰო თუ რატო ვიღიმოდი
QUOTE
ნამდვილად არა, როცა ბაგრატიონების წინააღმდეგ ილაშქრებ.
ათეისტებიც არ არიან ხო ქართველები?
და რამდენი არაფრის მაქნისი ბაგრატიონი იყო?
რამდენი არ იყო ღირსი სახელისა მეფე აფხაზთა,ქართველთა და ა.შ...
რამდენმა ბაგრატიონმა მოკლა თავისი ნათესავი, ტახტისთვის???
თვითონ ბაგრატიონები ლაშქრობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ დაა ...
ისინი ქართველები არიან და მე რახან არ მომწონს ყველა ბაგრატიონი (რამდენიმეს გარდა) და რახან არ მსურს მონარქია ქართველი არ ვარ???
ლოგიკაა რკინის
QUOTE
სამხრეთ ოსეთის შექმნას არც მანამდე ვამართლებდი, მაგრამ რადგან შეიქმნა, ასე ხელაღებით გაუქმება, თან როდის, რომელ პერიოდში -- დანაშაულებრივი სიბრიყვეა.
ხოდა ეხლა გააჩნია როგორ დავიბრუნებთ
ღმერთმა არ ქნას და ძალით არ მოგვიხდეს დაბრუნება.. არ მივცემთ ავტონომიას...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
წერილები: 3987
წევრი No.: 18186
რეგისტრ.: 15-March 06
#6664531
· 14 Sep 2007, 18:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ათეისტებიც არ არიან ხო ქართველები?
ახლა რა გითხრა. ასე უცებ რა განგიმარტო.
არსებობს ქართველი პასპორტით, ქართველი გვარით, ქართველი შეგნებით, ქართველი მოწოდებით.
მგონი გასაგებია?
QUOTE
და რამდენი არაფრის მაქნისი ბაგრატიონი იყო? რამდენი არ იყო ღირსი სახელისა მეფე აფხაზთა,ქართველთა და ა.შ...
რამდენმა ბაგრატიონმა მოკლა თავისი ნათესავი, ტახტისთვის???
თვითონ ბაგრატიონები ლაშქრობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ დაა ...
ისინი ქართველები არიან და მე რახან არ მომწონს ყველა ბაგრატიონი (რამდენიმეს გარდა) და რახან არ მსურს მონარქია ქართველი არ ვარ???
ლოგიკაა რკინის
არაფრის მაქნისი??? რომელი მაინც? დაასახელე რა, მეფეზე გელაპარაკები.
მეორეც, ორი დღეა კლავიატურას ვუკაკუნებთ მეც და შენც, კიდე სხვას უნდა ვუძახოთ არაფრის მაქნისი ???
QUOTE
ხოდა ეხლა გააჩნია როგორ დავიბრუნებთ ღმერთმა არ ქნას და ძალით არ მოგვიხდეს დაბრუნება.. არ მივცემთ ავტონომიას...
ჰოო. ნელა, ცხინვალის შესასვლელთან ფეხი არაფერს წამოჰკრა.
ღმერთმა არ ქნას და რამე სხვა ომი არ დაიწყოს მანამდე, თორემ ის 1990 წლის საზღვრები მერე ნახე ვის ეხსომება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 41704
რეგისტრ.: 12-September 07
#6664572
· 14 Sep 2007, 18:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LENUS
QUOTE
არაფრის მაქნისი??? რომელი მაინც? დაასახელე რა, მეფეზე გელაპარაკები.
გიორგიII, გიორგიIII,თამარ მეფე, ლაშა-გიორგი, რუსუდანი,დავით ულუ, დავით VIII,გიორგი მცირე, ვახტანგII,ვახტანგIII,დავითIX,გიორგიVIII საკმარისია თუ გავაგრძელო???
QUOTE
მეორეც, ორი დღეა კლავიატურას ვუკაკუნებთ მეც და შენც, კიდე სხვას უნდა ვუძახოთ არაფრის მაქნისი ???
შენი არ ვიცი მარა, მე ამ ორ დღეში, თვალის ოპერაცია გავიკეთე და იმას ვმკურნალობ, მაგისტრატურის გამოცდებისთვის ვემზადები ისტორიასა და ინგლისურში... ასე რომ, ამ კაკუნტან ერთად რამდენიმე საქმესაც ვაკეთებ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
LENUS
A toolmaking animal 大大尺
ჯგუფი: Members
წერილები: 3987
წევრი No.: 18186
რეგისტრ.: 15-March 06
#6664777
· 14 Sep 2007, 19:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გიორგიII, გიორგიIII, თამარ მეფე, ლაშა-გიორგი, რუსუდანი, დავით ულუ, დავით VIII, გიორგი მცირე, ვახტანგII, ვახტანგIII, დავითIX, გიორგიVIII საკმარისია თუ გავაგრძელო???
საკამათოებსაც რომ თავი დავანებოთ, თამარ მეფე იყო უსაქმური? გიორგი VIII??? რა ისტორიას სწავლობ თუ ძმა ხარ?
QUOTE
მაგისტრატურის გამოცდებისთვის ვემზადები ისტორიასა და ინგლისურში... ასე რომ, ამ კაკუნტან ერთად რამდენიმე საქმესაც ვაკეთებ
მალადეც ძმაო, მარა ბაგრატიონებს შეეშვი რა.
მაგათნაირი დასაქმებული მაინც ვერ იქნები რა მაგისტრატურაც არ უნდა აბარო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
>Bocho
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 41704
რეგისტრ.: 12-September 07
#6664868
· 14 Sep 2007, 19:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LENUS
QUOTE
საკამათოებსაც რომ თავი დავანებოთ, თამარ მეფე იყო უსაქმური? გიორგი VIII??? რა ისტორიას სწავლობ თუ ძმა ხარ?
უსაქმურსა და არაფრის მაქნისს შორის განსხვავებას ვერ ხედავ???
თამარ მეფესა და მამამისზე წერაზე დროს არ დავკარგავ... უზურპირებული ტახტი, დავით V მკვლელობა. დემნას აჯანყება და ბაგრატიონთა მამრობითი შტოს მოსპობა... ამას საქმოსნობა თუ ერქვა არ ვიცოდი...
რა გიორგი VIII ნორმალური მეფე იყო?? უნიათო, დაშალა საქართველო სამეფო-სამთავროებად...
QUOTE
მაგათნაირი დასაქმებული მაინც ვერ იქნები რა მაგისტრატურაც არ უნდა აბარო...
დასაქმებასაც გააჩნია
QUOTE
მარა ბაგრატიონებს შეეშვი რა.
დავიტსა და მისნაირ ბაგრატიონებს ვაღიარებ,მარა ბევრი იყო უღირსი მათ შორის
და ეგაა შენი ნაკლი, არ გინდა აღიარო და ყველა გენია გგონია...
გიორგიII, გიორგიIII,თამარ მეფე, ლაშა-გიორგი, რუსუდანი,დავით ულუ, დავით VIII,გიორგი მცირე, ვახტანგII,ვახტანგIII,დავითIX,გიორგიVIII
ამ 12 მეფემ რა გაუკეთა საქართველოს კარგი, მიმიწერე პატარაზე, ერთი რაღაცა.. ყველასი...
და პიროვნული არაა საჭირო, დიდი ხარ და იცი მაგდენი...
მონარქისტები რამდენნიც შემხვდნენ ყველა უხეშობს...
საინტერესოა..
This post has been edited by
>Bocho
on 14 Sep 2007, 19:18
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მეცნიერება და განათლება
|
იქით
»
Pages:
(19)
« პირველი
...
15
16
[17]
18
19
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0728 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.