კაცო, ეს გუგუშვილი რამდენს ლაპარაკობს ვირტუალურ სივრცეში? ჩამობრძანდით ბატონო ბესარიონ და აქ ილაპარაკეთ.. ხომ იცით რომ მთავრობის მხრიდან არაფერი გემუქრებათ.. ჩამოდით და აქ ივაჟკაცეთ.. და პატრიარქის ლანძღვას დაანებეთ თავი. რომ აგიჩემებიათ სარწმუნოება სარწმუნოებაო, სარწმუნოების კანონია, რომ მოქმედი მღვდელთმთავრის ლანძღვა არ შეიძლება - უნდა კრებაზე დააყენო მისი საკითხი. ზვიადიც იმ თქვენს მოტანილ ციტატაში გიორგი ანდრიაძეს ამას ეუბნება "რუის ურბნისის კრებააო საჭირო"...
ეკლესია არის ქვაკუთხედი, რომელზეც მრავალი დაეყრდნობა და აშენდება და მრავალი დაეცემა.. თქვენ დაცემული ხართ ამ ლოდზე.. პატრიარქს მოღალატეობას სდებთ ბრალად და კაენობას და თქვენ კი იმ კაცის სიცოცხლეს ვერ (თუ არ?

) გაუფრთხილიდით, ვისი ღვაწლითაც ახლა მანდ კარგს ჭამთ და კარგს სვამთ...
მინიმუმ, ჩუმად უნდა იყოთ და სიმართლის დადგენას ცდილობდეთ და არა ასე უნამუსოდ თავის მართლებას...
ამიტომ დაისაჯეთ - ეკლესიასთან დაპირისპირებების გამო, და ფრთხილად იყავით, უფრო არ დაისაჯოთ...
ასეთ რაღაცეებს მიტომ გეუბნებით რომ ქრისტიანობაზე დებთ თავს, თორემ, ათეისტს სხვანაირად დაველაპარაკებოდი - მისთVის გასაგები არგუმენტებით...
თუმცა ყველაფერზე და ყველაზე უარესია ასეთი კაცი - მოღალატე, ან უუნარო და უპასუხისმგებლო - და ორივე შემთხვევაში დამნაშავე...
პატრიარქი რომ მართლაც დამნაშავე იყოს, ეს თქვენს პასუხისმგებლობას ვერანაირად ვერ შესცვლის!!!!
თქვენი მოღალატეობის ან უპასუხისმგებლობის და პოლიტიკური ცვედნობის გამო, მოკლეს პრეზიდენტი და დაანგრიეს საქართველო!!! ასე რომ წადით იქ, სადაც თქვენი ადგილია, სადაც უზულამაც მიგითითათ - www.nekrofilia.suliko.org
აბა რა ექნა პატრიარქს - ეკლესია გადაეყოლებინა თქვენისთანა უუნარო არსებებისთვის? როგორც შეეძლო გვერდზე ედგა გამსახურდიას, და როცა ის გააგდეს და გადააგდეს ეკლესიის თვითლიკვიდიცია გამოეცხადებინა, წირვა-ლოცვა არ ჩაეტარებინა თუ შევარდნაძეს - ამ მონსტრს შებრძოლებოდა და დაენგრია ეკლესია? მან ეკლესიაზე იზრუნა და ამით საქართველოს მომავალი გადაურჩინა, თქვენგან განსხვავებით, მანდ უსაქმურად რომ ზიხართ და მენტორის ტონით იმოძღვრებით..
საქართVელო უკუნისამდე იარსებებს, მისი ეკლესიაც, პატრიარქს ადეკვატური სახელი ექნება და გამსახურდიასაც და ყველასაც.. თქვენ კი, ვინ ხართ თქვენ? - ერთი დაბოღმილი, უპასუხისმგებლო და დამნაშავე ადამიანი... ნოე ჟორდანია "დვა", ოღონდ უფრო ცუდი და უნიათო ვარიანტი - ამდენი შანსის ხელიდან გამშვები...
ღმერთმა გიშველოთ
This post has been edited by farviz on 4 May 2007, 20:55
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს...