#6195691 · 20 Jul 2007, 23:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მოკლედ თუ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს 5 წელიწადში არ შეიქმნა მე შევქმნი... |
ვერ შექმნი სანამ კაკ მინიმუმ ინტელის 1 ტერაფლოპიანი პროცესორი არ გამოვა.(ამ შემთხვევაშიც რამდენიმე პროცესორის ერთმანეთზე გადაბმა მოგიწევს) იმიტომ რომ ინტელექტუალურ სისტემაში ხდება პროცესების პარალელური დამუშავება. ანუ 1000 ცალ 1 კილო ჰერციან პროცესორს მამენტ(ინტელექტუალური პროცესების ამბავში) უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ვიდრე 1 3 გიგაჰერციანს. იმის მიუხედავად რო 1 ვარიანტში საერთო ჰერცების რაოდენობა ნაკლებია.
ეს იმიტომ, რომ ინტელექტი არის დინამიური და მრავალი ფაქტორების შედეგების შეთანხმებაზე დამოკიდებული სისტემა. და არა ბიტების საცერი როგორც ეს დღევანდელ კომპებშია.
QUOTE | მახსოვს სადღაც წავიკითხე გუგლის CEO-ს ფრაზა სადაც ის ამბობდა რომ ადამიანების ემოციების სრულიად აღსაწერად და ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად 700 MB იკმარებსოო..... |
სწორია. ადამიანების ემოციების სრულად აღსაწერად. ანუ დასამახსოვრებლად საჭიროა მისი ყველა სინაფსის (უჯრედებს შორის კავშირების დარეგისტრირება)(ანუ რომელი უჯრედი რომელს უერთდება). მაგრამ ეს არ არის საკმარისი ინტელექტის შესაქმნელად. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან. შეიძლება ჩვეულებრივ კომპში პროგრამის ზომა ძალიან პატარა იყოს, მაგრამ ციკლების და გამოძახებების ჩათვლით დიდ საქმეს აკეთებდეს. ან თუნდაც ჩვეულებრივი რთული ოპერაცია ავიღოთ მაგალითად. რენდერი ან რამე ამდაგვარი (განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს) პროცესორი ასეთ ოპერაციებზე თითქმის სულ 100% ით დატვირთულია. იქიდან გამომდინარე რო დღეს ყველა მინიმუმ 32 ბიტიანია ანუ 4 ბაიტიანი. მინიმუმ თითო ტაკტზე 4 ბაიტი მუშავდება (ლაპარაკი არ მაქვს ბინარულ ოპერაციებზე სადაც 1 ტაქტზე 2*4 ბაიტი ანუ 8 ბაიტი მუშავდება) დღეს ყველას მინიმუმ 1გიგაჰერციანი პროცი მაინც გვიყენია. გამოდის რო წამში პროცესორი ამუშავებს 1გჰც=1000 000 000 *4 ბაიტს რაც დაახლოვებით 4 გიგაბაიტის ტოლია. პრიმიტიული 1 3D კადრის დარენდერებას მინიმუმ ნახევარი საათი უნდა ასეთ კომპზე. ვნახოთ რამდენი მეგაბაიტი გადის პროცესორში ამ 30 წუთში. 30წთ=30*60წმ=1800წმ 4გბ*1800=7200გბ=7.2 ტერაბაიტი. მაშინ როცა ელემენტარული 3დ სცენა შეიძლება 10 კილობაიტზე ნაკლები იყოს. ხოლო შედეგად მიღებული ჯპგ სურათი მაქსიმუმ 5 მეგაბაიტი. 700 მეგაბაიტი ადამიანის ტვინის დასამახსოვრებლად კისრამდე გეყოფა, მაგრამ მის ასამუშავებლად ჯერ არ არის პროცესორების სიმძლავრე საკმარისი * * * მგონი საინტერესო ინფორმაციაა ხო?  კიდე: მამენტ დღევანდელი კომპიც ინტელექტუალურია. იმიტო რო რო ჩართავ ჩართულია სანამ არ გამორთავ. თავისით ხვდება რო ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ მისი ინტელექტი პრიმიტიულ, თუნდაც ბუზის ინტელექტზე ნაკლებია. იმიტო რო კომპს ჭირდება დაპროგრამება ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. და პროგრამის სირთულე დამოკიდებულია დავალების სირთულეზე. ინტელექტს კი მუშა პროგრამა შეიძლება დღევანდელ 1გბიტიან ვინდოუსზე გაცილებით ნაკლები. რამდენიმე ბაიტიანი ქონდეს. მაგრამ აქ არა პროგრამას არამედ აპარატურას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რაც უფრო მეტი პროცესორი გაქვს მით უფრო ჭკვიანია ინტელექტი. თითოეულ მათგანზე კი ძალიან პატარა პროგრამებიც საკმარისია. იმიტომ რომ მაშინ, როცა დღევანდელ ოპერაციულ სისტემებს ყველა სისტემური თუ "პრიკლადნოი  "პროცესის კონტროლის საკუთარ თავზე აღება უხდებათ. ინტელექტის შემადგენელი პროცესორს 1 დავალება აქვს. სწავლა! კი იფიქრებთ, რო ეგ არის რაც არისო, სწავლა თუ ვასწავლე ჩემი კომპიც ხო ინტელექტი იქნებაო, მაგრამ არ არის ასე. სწავლისთვის აუცილებელია ბევრი პროცესორი. მართალია სწავლის პროცესი თავიდან ბოლომდე ძალიან რთულია, მაგრამ ის უნდა შედგებოდეს შემადგენელი ელემენტარული ნაწილებისგან რომლებიც თავის მხრივ მარტივები არიან საკმარისად. ვსიო მგონი საკმარისად ვილაყბე. აბა თქვენ იცით. თუ სერიოზულად დააპირებთ რობოტების ან რამე ინტელექტუალური სისტემების აწყობას ვინმე. საქმე საქმეზე მეტ თეორიულ მასალასაც მოგაწვდით, რათქმაუნდა თანამშრომლობის ვარიანტში, მაგრამ არა მგონია რო ვინმეს ეგ გამოუვიდეს სანამ ძალიან მაგარი პროცესორები არ შემოვა მოდაში * * * QUOTE | ადამიანიც ეგრეა მოწყობილი. ერთხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ ცდილობს რო აღარ გაიმეოროს |
თითქმის ეგრე. საშუალოდ 3 შეცდომის მერე სწავლობს.
QUOTE | ბევრი ადამიანიც იქცევა ისე, თითქოს აზროვნებდეს. ჩემი აზრით რაღაც n რაოდენობის ალგორითმის ჩადება მის პლატაში |
კაკრაზ ნ რაოდენობა არ არის საჭირო საჭიროა 1 ალგორითმი და ნ რაოდენობის პროცესორი.
QUOTE | მე ვიღაცამ ხელი რომ დამარტყას დავუშვად, შეიძლება შევუბრუნო და შეიძლება არა. აი, ესეთი მომენტები ალგორითმების დონეზე როგორ უნდა გადაწყდეს ნეტა? |
ეს იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში ხელის დარტყმა შენთვის მეტად მომგებიანია ვიდრე მეორეში (უფრო საინტერესო ტერმინს თუ ვიხმართ 1 ვარიანტში ხელის დარტყმა უფრო მეტად ამცირებს ენტროპიას ვიდრე თავის ჩაღუნვა) მეორე შემთხვევაში კი პირიქით, მაგრამ ამ ვარიანტშI ფილოსოფიურ ვარიანტებამდე მივდივართ. ეს არის ადაიანის ტვინში ინსტინქტის და ინტელექტის, ანუ სამკაპიანი წითელი კაცის და პატარა ანგელოზის (შესაბამისად ვირტუალურის ამბავში მარჯვენა და მარცხენა მხრებზე) დაპირისპირებასთან. თან ეს ვინცხები 2 ნი კი არ არიან , არამედ ორზე გაცილებით მეტნი. არსებობს ცივსისხლიანი გადაწყვეტილებები შუბლის წილში და არსებობს ემოციები (შიში და ასე შემდეგ) ჰიპოთალამუსში. კონკრეტულ მომენტში იმ გადაწყვეტილებას იღებ რომელ ნაწილშიც მეტი დაძაბულობაა(ანუ მეტი ენტროპიის შემცირება, ანუ მეტი ინფორმაციაა) მამენტ ადამიანი ისევ ცხოველის დონეზეა, იმიტომ რომ ხელის დარტყმა ლოგიკურად მხოლოდ 1 შემთხვევაშია საჭირო. მაშIნ როცა ის ვისაც ურტყამ შენს პერსპექტივებს 50% ზე  მეტ საფრთხეს უქმნის და საჭიროა ამ საფრთხის შემცირება, მაგრამ ზოგჯერ ხო ისედაც ურტყამთ როცა ეს არაფერს გვაძლევს. ან ხო გვეშინია როცა არაფერია საშიში. ... ეს სხვა თემაა. ინტელექტს და რობოტებს არანაირად არ ეხება. ეს უკვე შიდა ინტელექტუალური ამბავია. თუმცა ინტელექტის შექმნისას მისი მხოლოდ სწავლის უნარით დაჯილდოვება არ არის საკმარისი და საშიშია. კომპს კი არა ადამიანებსაც უნდებათ ხანდახან ყველასი და ყველაფრის განადგურება. ეს იმიტომ რომ მის ტვინში რომელიღაც ნაწილში უჯრედების დიდი რაოდენობის დაძაბულობა იგრძნობა ერთი შედეგით. ეხლა წარმოიდგინეთ ინტელექტი რომლის ინტელექტუალურობის დონე ადამიანის ტოლია, მაგრამ სილიკონმეტალის  კონსტრუქციების გამო ადამიანზე გაცილებით სწრაფად მსჯელობს. დაარტყამს უცებ ქსელიდან 3 მსოფლიო ომის დაწყება და სანა დედა ან შეყვარებული დაამშვიდებს, ან სანამ პატრულის შეეშIნდება, ან სანამ დაიჭერენ მთელს დედამიწას გადაწვავს. დასკვნა! ინტელექტუალური სისტემების შექმნის პარალელურად საჭიროა მათთვის ფსიქოლოგიური მეთოდების შემუშავება! მაგალითი ადამიანების ცხოვრებიდან: დაბადებისას ყველა ბავშვს ერთნაირი რაოდენობის უჯრედი აქვს თავში და რამოდენიმე გენეტიკური კავშირი(რომლელიც საერთო ჯამშI უმნიშვნელოა) მაგრამ ზოგი თალიბანის მებრძოლია ზოგიდედა ტერეზა ზოგი პორნო ვარსკვლავი და ზოგიც პარლამენტარი. ხო კიდე: წეღან ვთქვი რო გენებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეცდომაა. არის მხოლოდ ერთი ფაქტორი სწავლის შესაძლებლობის ფორმა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ის რო ზოგს სწავლა სხვაზე მეტად შეუძლია. და ის რომ ზოგს ლექსის დაეპირება უფრო უადვილდება ვიდრე მათემატიკური ამოცანის ამოხსნა. მაგრამ ტერორისტებშიც და გაეროშიც ბლომად არიან ორივე ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის ხალხი. ეს იმას ნიშნავს რო ინტელექტის მართვა შეუძლებელია ალგორითმული მეთოდით. რადგან ინტელექტს არ გააჩნია თვისება ცენტრალიზებული მართვის. და მისი მამოძრავებელი ალგორითმებიც ძალიან მარტივია რო რამე ცვლილების შეტანას განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდეს. მისი მართვა წმინდაწყლის ფსიქოლოგიით არის შესაძლებელი და ყველაზე მეტად ეფექტური. ანუ ახალი ინტელექტის აღზრდას იგივე პრინციპები ჭირდება რასაც დღეს სკოლებში და უნივერსიტეტებში იყენებენ. ნუ კიდე არის რაღაც ნაკლებადეფექტური ვარიანტები, ჰიპნოზის და პირდაპირი ზემოქმედების პონტში, მაგრამ არა მგონია რომელიმე რობოტს ეს მოეწონოს, რადგან ეს ადამიანებსაც არ მოსწონთ  . მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით მათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ უკმაყოფილების გამოსახატავად  ამიტომ საჭიროა ბრთხილი, მაგრამ გაბედული ნაბიჯებით სიარული! კიდე ერთი ფილოსოფიური ვარიანტი: მამენტ ვისაც სხვანაირად და რაც მთავარია ღრმად  ყურება გიყვართ. ჩვენს გვერდით ადამიანზე ბევრად ინტელექტუალური სისტემებიც არსებობს დღეს მაგალითი: მიკროსამყარო(Aტომები და ამბავი) და კოსმოსი. სადაც ჩვენ უკვე გვაქვს ნანახო 5მილიარდი გალაქტიკა, რომელშიც მილიარდობით ვარსკვლავია და ყველა ეს ობიექტი ერთმანეთს უკავშირდება. ადამიანის ტვინში კი მაქს 1000 მილიარდი უჯრედია და მაგათგანაც ყველა ყველას არ უკავშირდება. ასე რომ. როგორგანვითარდება მოვლენები რჯა ვიცი რჯა ვიცი * * * ისა ხალხნო თანდათან ვკითხულობ და ვაკომენტარებ ეხლა 2 ე გვერდზე ვარ QUOTE | ჰო აბა ხალხნო! ერთი რამ მეც გამაგებინეთ: რა თქვეს დისქავერში, ის "ჭკვიანი" რობოტები თავისით დაიბადნენ და განვითარდნენ თუ ადამიანების აწყობილნი არიანო ან საერთოდ თუ იარსებებდა მათი ელექტრონული ტვინი ადამიანის გარეშეო..ჰაა?! |
პიროვნულად არ ვილაპარაკებ, მაგრამ არცერთი ადამიანი არ იარსებებდა მათ მამებს თავის დროზე რო არ ეყოჩაღათ=) ეს არ ნიშნავს იმას რო ჩვენი შვილები ჩვენზე სულელები არიან. პირიქით. =) ასე რომ: ინტელექტის შექმნა იმიტო უნდა ადამიანს რო მართალია აშკარად არ აღიარებს, მაგრამ ინსტინქტურად მაინც ხვდება რო ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ისეთი გაკეთდეს რო ადამიანზე ბევრად დიდი საქმეების კეთება შეეძლოს. ეხლა მითხარი ბაბუაშენს სიამოვნებს თუ არა შენი წარმატება. თუ გეუბნება შენ ხარ ჩემი შექმნილი და არა მე შენიო  არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი შექმნილია, მთავარია რისთვის და რა არის შექმნილი. და შენ ხო იცი რო არც შენ ხარ მამაშენის საკუთრება და არც შენი შვილი არის შენი საკუთრება. ისიც იცი რო ინტელექტუალური სისტემა რო შექმნა ისიც არ იქნება შენი საკუთრება. (ალბათ ხვდები რო ამას ღრმა ვარიანტში ვლაპარაკოობ  არ ვგულისხმობ პრივატიზაციას და იურიდიულ სირობებს  ისიც ხო იცი ვისი ან რისი საკუთრება ხართ შენ და შენ თუ რამე ინტელექტუალურს შექმნი ისიც. მე გეტყვი: ინსტინქტის დონეზე ყველა ცოცხალში ჩადებული მიზნების QUOTE | 1) დმარტყეს? კი თუ არა? 2) თუ კი გადადი 4-ზე 3) თუ არა დაიკიდე და ბევრი არ გაახურო 4) შეამოწმე მარცხენა ყურზე მოტავსებული მიმღებში შემოსული ბაიტების რაოდენობა. თუ ამ ბაიტების რაოდენობა აღემატება 100 000 მაშინ გადადი 5-ზე. თუ არა და გადადი 6-ზე. 5) შემოწმება მოხდა და ბაიტების რაოდენობა ღემატება 100 000-ს. ამიტომ როჟას დავახევ დამრტყმელს. 6) ბაიტები < 100 000. დაწყნარდი რობოტჩიკ |
აქ 100% წერია. რამდენს ვლაყბობ ამ კაცმა კი ორ სიტყვაში ჩააქსოვა ყველაფერი
QUOTE | ადამიანის ტვინი, რასაც ვერ ხვდება, გზავნის პო დალშე კ ჩორტოვოი მატერი)) |
ეგ არ არის სწორი ადამიანი თუ რამეს ვერ ხვდება მასზე ფიქრს მხოლოდ მაშინ წყვეტს როცა გადაიღლება ან რამე უფრო მნიშვნელოვანი საქმე (ანუ შეკითხვა, ანუ დავალება, ანუ ამოცანა, ანუ ის რაც უნდა გააკეთოს, ანუ ის რაც უნდა მოიფიქროს ანუ ის რაზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს) არ გამოუჩნდება
QUOTE | სიამოვნება განიცადოს |
შენ ადამიანი ხარ რომელსახ ფუნქციონირებისთვის წყალი გჭირდება და ამიტომ გსიამოვნებს. რობოტს კი ელ ენერგია ჭირდება და ელემენტის გამოცვლისას ისეთივე სიამოვნებას მიიღებს როგორც შენ წყლის დალევისას. * * *
QUOTE | ჯერ არ ვიცი როგორ უნდა განიმარტოს ისეთი მცნებები როგორიცაა თავისუფალი ნება, ცნობიერება, სიყვარული და ასე შემდეგ. მაგაზე რო ვლაპარაკობტ უბრალოდ ვხვდებით რაზეა ლაპარაკი |
ეს იმას არ ნიშნავს რო მისი განმარტება შეუძლებელია. შენ რამდენი წლის ხარ? დაუშვათ 20 ის. 20 წელი სწავლობდი ამ ყველაფერს და ორი სიტყვით როგორ ახსნი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო 2000 სიტყვით არ აიხსნება
QUOTE | QUOTE კლონიც ისეთივე სრულფასოვანი ადამიანია როგორც თვით სრულფასოვანი ადამიანი...
რის საფუძველზე აკეთებთ ამ დასკვნას? |
კლონსაც იგივე დნმ აქვს რაც ორიგინალს. ეს რას ნიშნავს: (მაგალითი) თბილისში ბევრი 9 სართულიანი კორპუსია რომელიც ერთიდაიგივე პროექტით არის აგებული მათი საწყისი მონაცემი ნახაზები და ამბავი იდენტურია(როგორც დნმ კლონირებისას ორიგინალის და კლონის) მაგრამ ყველა მათგანი სხვადასხვა უბანში დგას ყველას აქვს ინდივიდუალურად რაღაც მიშენებები, გადაღEბვები და მოკლედ კაკ გავარიცა თავისებური ეშხი(ისე როგორც ადამიანს ინდივიდუალიზმი. + ვერანაირად ვერ გაარჩევ კლონს ორიგინალისგან თუ სპეციალურად მარკას არ დაადებ რაც ადამიანური, სამართლებრივი და რელიგიური პრინციპების დარღვევაა. იმის რასაც თავისუფლება ქვია! კიდე: ხალხნო ხელოვნურ ინტელექტზე რო ლაპარაკობთ! გაითვალისწინეთ რო ბიოლოგიურ ფუნდამენტზეც შეიძლება ხელოვნური ინეტელექტის შექმნა. ანუ არ არის აუცილებელი რო სილიკონ მეტალის იყოს  . შეიძლება ადამიანის მოდიფიცირებული ნეირონებისგან გაკეთდეს. გააჩნია რა ოპერაციების შესასრულებლად დააპროექტებთ QUOTE | რაც შეეხება ნებას, გეთანხმები -ის "მე" დან მოდის, მაგრამ "მე" - პიროვნულობა, თავისთავად გულისხმობს თავისუფალ ნებასაც |
ხო ისიც მაგარია რო ადამიანს არა 1 მე არამედ ბევრი მე ები გააჩნია  . ნუ შეიძლება მოხდეს გამონაკლისი, მაგრამ მაგ შემთხვევაში აუცილებელი წინაპროცედურა ტიბეტის მთიანეთში 10 წლიანი მედიტაციაა  რისი მიზანი და არსიც პრავდაგავარჯა ჩემთვის ნაკლებად გასაგებია * * * QUOTE | მაგაში მემგონი ცდები. არვის განუსაზღვრია თავისუფალი ნება. |
ხოო ეს ყველაზე საინტერესო და ძნელადამოსაწური თემაა. ზოგს ციხის ეზოში გასვლა გონია თავისუფლება, ზოგს ქუჩაში მთელი ხმით ყვირილი, ზოგს კი ფრენა ან რამე ამდაგვარი.. თავისუფლება არსებოოობს?? ჯერჯერობით მგონი არა იმიტო რო ყველა სისტემა დამოკიდებულია მის წინამორბედზე. (დამოკიდებულება კი თავისუფლებას ექუნააღმდეგება) ხოლო ადამიანისთვის ცნობილი სიდიდეებიდან მარადიული არცერთი არ არის => ყველა რაღაცაზეა დამოკიდებული=> არცერთი არ არის თავისუფალი  მამენტ ასე შეიძლება როცა გადაწყვეტ რომ ყველა გარემო ფაქტორის იგნორირება მოახდინო. და შენი გადაწყვეტილებების შედეგი არ იყოს დამოკიდებული იმ ფაქტორებზე რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდა. კი ხარ თავისუფალი, მაგრამ შენი თავისუფლება დამოკიდებულია იმ ფაქტორებზე რასაც გადაწყვეტილების მიღებამდე ქონდა ადგილი. + თუ იმ მომენტის მერე ყველა ფაქტორის იგნორირებას მოახდენ გამოდის რომ კონკრეტული სისტემა უკვდავი უნდა იყოს, რადგან მას სიბერის და მოვლენათა ცვლილების იგნორირება უნდა შეეძლოს. ჯანდაბას დავუშვათ ესეც მოვახერხეთ. ამ შემთხვევაში იმის გამო რომ თავისუფლების ხარისხი დამოკიდებულია თავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე მიღებულ ინფორმაციაზე სრული თავისუფლებისთვის საჭიროა ამ მომენტის ისე არჩევა, რომ დამოკიდებული ფაქტორების რაოდენობა იყოს მინიმალური ანუ უახლოვდებოდეს 0 ს. მაგრამ დღევანდელი გამოცდილების მიხედვით ჩვენს სამყაროში სამყაროს შექმნის მომენტის შემდეგ ასეთი ფაქტორების რაოდენობა ძალიან დიდია (შეიძლება უსასრულოც ხუიო ზნაეტ) და დიდი აფეთქების დღიდან იზრდება. ამიტომ სრული თავისუფლების მისაღწევად ვდგავართ არჩევანის ზღვარზე:  1) უნდა ვიმოგზაუროთ დროში და თავისუფლების დაწყების მომენტად უნდა ავირჩიოთ დიდი აფეთქების(სამყაროს წარმოქმნის) მომენტი. რაც შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში საკუთარი თავის გადაგვარება და სინათლის სხივებად გადაგცევა იქნება საჭირო, რადგან საწყისი წერტილი(დიდ აფეთქებამდე) და ჩვენ 2 ფაქტორია და შეუძლებელია ერთმანეთზე არ იყოს დამოკიდებული. ამიტომ თვითონ ეგ წერტილი უნდა ვიყოთ. და 2) წავიდეთ ვნახოთ სადმე შავი ხვრელი და დავეჯახოთ  რადგან შავ ხვრელში ინფორმაცია არ მოძრაობს (დრო გაჩერებულია და კიდე ხუიოზნაეტ რა ხდება) ჩვენთვის დროის ყველა მომენტი 1 წერტილში გაერთიანდება. წარსულიც და მომავაალიც. შედეგად მივიღებთ აჯაბსანდალის მაგვარ რაღაცას, მაგრამ როგორც ზემოთ ვიღაცამ დაპოსტა ინტუიციის ვარიანტში ვხვდები რო მაგ შემთხვევაშიც 0 იქნება დამოკიდებულ ფაქტორთა რაოდენობა. დასკვნა: ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე სრული თავისუფლების მისაღწევად საჭიროა იმ ფორმის და მდგომარეობის შეცვლა როგორებიც ეხლა ვართ. შედეგად ეს უკვე არ ვიქნებით ჩვენ, რადგან ადამიანის მე არა მატერია არამედ მატერიებს შორის მიმდინარე პროცესების ერთობლიობაა(მაგალითი რკინის ატომები ადამიანის ორგანიზმშიც არის და ვარსკვლავის გულშიც, მაგრამ ის ვარსკვლავია ჩვენ კი ადამიანები ვართ) შედეგად მივიღეთ, რომ თავისუფლებისთვის აუცილებელია არსებობის შეწყვეტა. ანუ როგორც ჩვენ ვამბობთ სიკვდილი. რაც როგორც ინტუიციურად ვხვდები არც ისე სწოერი გამოსავალია  . და ამას არა მარტო მე ვხვდები ამას ხვდება მეცნიერებაც და თითქმის ყველა რელიგიაც. ასე რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან შემომდინარე უკვე 2 საათი ხდება და წავედი მე დავიძინებ თორე * * * ხო ზემოთ პატარა შეცდომა დაუშვი ვთქვი რო დამოკიდებული მოვლენების რაოდენობა დიდი აფეთქების დღიდან იზრდება. რაც შეცდომაა. სწორია B და D ვარიანტები. იგივე რჩება ან მცირდება. This post has been edited by child_of_xobisckali on 20 Jul 2007, 23:55
|