#5032035 · 12 Mar 2007, 12:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყუთლუ არსლანის გამოსვლის თემა მეტ-ნაკლებად დამუშავებულია და გამეორებას მე არც ვაპირებ. ფაქტია რომ საქ. ისტრიაში მანამდე (და მის მერეც) უპრეცედენტო მოვლენასთან გვქონდა საქმე და იქვე მოხდა ასევე უპრეცედენტო ფაქტი, რაც მე ვფიქრობ თავისი მნიშვნელობის სიმაღლეზე განხილულ-დამუშავეული არაა. ეს ფაქტია 2 მანდილოსნის (მანამდე და მისმე მერეც უცნობის) გამოჩენა დიპლომატიურ სარბიელზე.
მაშ ასე, I კითხვა: რატომ მაინცდამაინც ამ 2 ქალს დაავალა თამარმა პრობლემის გადაჭრა, რომელზეც მისი (და მომავალი საქართველოს მეფეების) სვე-ბედი და უფლებები ეკიდა?
II კითხვა: ვინ იყვნენ სამძივრები? (ცნობილია მხოლოდ რომ ისინი არისტოკრატები იყვნენ სამხ. საქართველოდან)
პ.ს. ქალის როლი და პატივისცემის საკითხი მიღებულია მხედველობაში და ამაზე ნუღარ შევჩერდებით. ჩემის აზრით ბუნტი სამაოდ სერიოზული იყო და ზოგადად ქალის პატივისცემის გამო არ დამთავრებულა.
პ.პ.ს. თემაში ვერ ავცდებით აჯანყება-გამოსვლის ტაობაზე დისკუსიას და ამიტომ ჯობია ეტოპობრივათ მივყვეთ საკითხს.
--------------------
#instagram.com/bayobrewery #facebook.com/Bayobrewery/
|