გიგუშ - აქ ისევ დგება საკითხი -რომელც პერიოდზე ვსაუბრობთ?
მაშინ როცა არგონავტები საქართველოში მობრძანდნენ - მაშინ კოლხები და იბერიელები ერთ ენაზე საუბრობდნენ - ლინგვისტური შეფასებით ჭანური დიალექტი დაახლოებით მე-9 საუკუნეში ჩამოყალიბდა და ალბათ I საუკუნემდე პერიოდში აღმ ქართული და ჭანურ მაინც ახლოს იყო ჟღერადობით ერთმანეთთან.. ამით იხსნება შემორჩენილი ლაზური ტოპონიმები აღმ საქართველოში - ანუ ეს ტოპონიმები უძველესია...
რა ენაზე საუბრობდნენ მოსხები - ესეც საკითხავია - მოსხები არსებობდნენ თრაკილელების გამოჩენამდე, ხოლო
ფრიგიელები და მეფე მითა ფიქსირდება ანტიკურ წყაროებში 8-7 საუკუნეში ჩვ წ-აღმდე - ანუ მოსხები კიდევ უფრო ადრე იყვნენ ანატოლიაში... ეს კი ის პერიოდია, როცა ჭანური ახალი გამოყოფილია - ანუ "იბერიელებიც" და მოსხებიც საერთო დიალექტზე საუბრობდნენ..
მოგვიანებით ყალიბდება უკვე აღმ და დას. ქართული ცალ-ცალკე - უკვე ნელ ნელა დიალექტები სცილდება ერთმანეთს და შუა საუკუნეებში ენებში უკვე განსხვავება გვაქვს....
შოთა რუსათველიც მოსხი იყო მაგრამ ის უკვე თანამედროვე ქართულთან დაახლოებულ ენაზე საუბრობს...
ქართველური ტომების მიგრაცია მუდმივად ხდებოდა და ეს მონათესავე ტომები იყვნენ - ამიტომ იმის გარკვევა ვინ რომელ ენაზე საუბრობდა მეჩვენება არასერიოზულად - მით უმეტეს, რომ ხელმოსაკიდი არაფერი გვაქვს, არაა წერილობითი წყაროები შემორჩენილი..
აბა შენ შეგიძლია მითხრა რა ენაზე საუბრობდნენ ხალიბები, თუბალები, დიაოხები, კარდუხები, კორაქსები, ტიბარენელები, კოიტები, ჰალიძონები, დიძერები, და აშ?? ...
ძნელია ასეთ ვაკუუმში რამე თქვა - მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია..
ჩვენ ისიც ვერ დაგვიდგენია რა ენაზე საუბრობდნენ მე 8-9 საუკუნის აფხაზები - და ასეთ შორეულ წარსულზე - ხომ ლაპარაკი ზედმეტია...
Noraახლა სართულებიანი არ დამაწყებინოთ - თორემ სად გარბოდეთ დაგავიწყდებათ-
თემას ჰქვია კოლხეთი
წარსულში და მომავალში - და ვინაა გამოსირებული, ზოგიერთ ლაპარაკში ეტყობა.
This post has been edited by basa-ttt on 31 May 2007, 11:37