გულგრილად ვერ ჩავუარე ამ თემას

რაც შეეხება ბულატს ... ანუ ორნამენტიანი ზედაპირის ზემტკიცე ფოლადს ... ზოგადად დამასკოს ფოლადის სახელწოდებით მოიხსენიებენ მე როგორც ვხვდები. თითქოს დეტალური ტექნოლოგია 18 საუკუნეში დაიკარგა და არსებული ეგზემპლიარების ანალოგების დამზადება დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი (მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა) ვერ ხერხდება.
მე არ ვგულისხმობ ცუდი ან საშუალო ხარისხის იმიტაციებს.
ანუ საკითხი არის თანამედროვე მეტალურგიის კვლევის საგანი. რამოდენიმე წლის წინ როდესაც ნანოტექნოლოგიებზე დაიწყო ბუმი თთქოს გამოითქვა ვერსია რომ დამასკოს ფოლადში ნანომილები ნახეს და ეს აძლევს განსაკუთრებით თვისებებს ... მაგრამ არის საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ ნანომილების რაოდენობა იმდენი არაა რომ ფიზიკურ თვისებებზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს და საიდუმლო რაღაცა სხვაა.
გასაგებია რომ ქიმიურად საჭიროა ვოლფრამის და ვანადიუმის შემცველობა.
გასაგებია რომ ზედაპირული უზორების მისაღებად საჭიროა ცივი და ცხელი მეტალის ერთად ჭედვა.
მაგრამ ანალოგის განმეორება ვერ ხერხდება ..
შეიძლება უკეთესი სიმყიფის/სიბასრის მიღწევა. შეიძლება უფრო დრეკადი ფოლადის დამზადება. მაგრამ ისეთი უნივერსალური ნაკეთობა ჯერ-ჯერობით არ გამოდის ...
ერთ ერთი მოსაზრებით ეს იმის ბრალია რომ დაილია ის კონკრეტული საბადოები სადაც საჭირო მადანი მოიპოვებოდა ...
მოკლედ ძალიან საინტერესოა ...
რაც მთავარია არსებობს შესანიშნავად შენახული ეგზემპლიარები, მაგ. ნაპოლეონისთვის ნაჩუქარი ხმალი.
ერთადერთი მინუსი რაც აქვს ამ ფოლადს არის ის რომ იგი გამოდგებამხოლოდ ცივი იარაღებისათვის ... მაგალითად როდესაც დაიწყეს ამავე მასალით ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება (რადგანაც მიაჩნდათ რომ ეს მასალა ყველაზე კარგი ფოლადია) აღმოჩნდა რომ დროთა განმავლობაში იარაღი სასტიკად კოროზირებდა. ეს გასაგებიცაა - ცივ/ცხელ ჭედვისას ხდება ფიზიკურად სხვადასხვა თვისებების მეტალების არევა რომლებიც სხვადასხვანაირად ფართოვდებიან გაცხელებისას. ანუ გასროლისას ხდება მიკრობზარებში გაზის შედინება .. რაც იწვევს კოროზიას და იარაღის მწყობრიდან გამოსვლას ...
მოკლედ საუკეთესოა ცივი იარაღისთვის და თითქმის ყველაზე ცუდი ცეცხლსასროლისათვის

ეხლა კატანას რაც შეეხება ...
ნუ მეტალურგიული თვალსაზრისით კატანაში არანაირი სიდუმლოება არაა ... საიდუმლო ისაა რომ საჭიროა არაადამიანური შრომა და უდიდესი გამოცდილება იმისათვის რომ კატანის დამზადების ტექნოლოგიით კარგი ხარისხის იარაღი დამზადდეს ... დაუდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არაერთგვაროვან წრთობას ...
დამასკოს ფოლადისგან განსხვავებით კატანას მინუსი ისაა რომ მას არ გააჩნია სისალე და დრეკადობა ერთ წერტილში .. უფრო ეს საინჟინრო გადაწყვეტას ეფუძვნება .. ამავე გადაწყვეტის მინუსებია ის რომ კატანა მხლოდ ცალი პირიდან ილესება (უკანა მხარე სქელი მორბილო დრეკადი მასალისაა) და ის რომ ეს კლასიკური გაგებით არ არის ხმალი (!) კატანის ხმარების წესების უმთავრესი აქცენტი მოდის იმაზე რომ როგორმე იარაღი იხმაროთ არა საჩეხად .. არამედ - *სათლელად*. (მაგალითად ვიკინგები მას მხოლოდ კბლის საჩხეკად თუ გამოიყენებდნენ)
გასაგებია რომ ასეთი იარაღის ჩამოყალიბებას ისტორიული საფუძვლები აქვს (რკინის სიმცირე იაპონიაში). რომ არა ეს საფუძვლები საეჭვოა რომ ასეთი იარაღი საერთოდ დამზადებულიყო ... არადა რა ლამაზია