ცოტა რამ თუშების შესახებ
თუშები იყოფიან ოთხ საზოგადოებად:
წოვათა
პირიქითი (ფარსმანი, იგივე - აღმა)
საჩაღმო
გომეწარი
თავის მხრივ, ეს საზოგადოებები იყოფა რვა თემად.
თუშების მცირე ნაწილმა შეინახა რეგიონში ძველად გავრცელებული თუშური (ბაცბური) ენა, ხოლო უმეტესობა მეტყველებს ქართული ენის ფხოური კილოს თუშურ კავზე, რომელშიც დაცულია ბაცბური ენის სუბსტრატი, თუმცა ამ საკითხს ქვემოთ უფრო ვრცლად მიმოვიხილავთ.
რა გენეტიკური კვლევებიც ჩატარდა, ის აჩვენებს, რომ თუშეთის, ისევე, როგორც ფშავ-ხევსურეთის, ხევ-გუდამაყარის, მთიულეთის, ჩეჩენ-ინგუშეთის და დიდო-ცეზების დიდ უმრავლესობას ერთი გენეტიკური მარკერი აქვთ - J2ab1, რაც მათ განასხვავებს დაასავლეთ კავკასიაში დომინირებული G2a მარკერისგან.
რაც შეეხება თავად მითს წოვა თუშების განსხვავებულობის, სხვა სუბეთნოსობის საკითხს, თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ თუშებისგან წოვათა თემის რაიმე ნიშნით გამოყოფა უხეში შეცდომაა.
აქ ისტორიის არცოდნის საკითხი აშკარად თვალში საცემია.
ასევე შეცდომაა თუშთა ან მათი მთელი თემის ინგუშეთიდან მიგრანტებად გასაღება. უტყუარი მტკიცებულებები წოვათის თემის ინგუშეთიდან მიგრაციის თაობაზე არ არსებობს.
არსებობს მხოლოდ დაუდასტურებელი, თუმცა, სავარაუდო გადმოცემები ჯარიახის თემიდან ინგუშთა ნაწილის მიგრაციის შესახებ, რაც ვოკლოვას კვლევებსა და ჩანაწერებში გვხვდება.
არაა გამორიცხული, სხვადასხვა დროს თუშეთში იმიგრაციული პროცესების შედეგად სხვადასხვა ხალხიც მოსულიყო, მაგალითად, ფხოველთა მასობრივი მიგრაცია უშუალოდ დოკუმენტური წყაროებიდანვე დასტურდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუშეთში და მათ შორის წოვათაში თუშები არ ცხოვრობდნენ. წოვათის აკლდამები ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებით თარიღდება, ხოლო წოვათის თემის დასახლება ამაზე ადრეც უნდა მომხადიყო.
ისიც შეცდომაა, თითქოს ტერმინი "ბაცავ" მხოლოდ წოვათის თემის თუშს აღნიშნავდა. ასე თუშებს მეზობელი ვაინახები უწოდებდნენ (ბაცოი), ამასთან თავად თუშურ ენაზე ეს სიტყვა ზოგადად თუშს აღნიშნავდა და არა მხოლოდ ერთი თემის მკვიდრს.
ამას ადასტურებს ივანე ცისკარიშვილის ნარკვევევი - "ჩანაწერები თუშეთზე".
ისიც საგულისხმოა, რომ თუშურ (ბაცბურ) ენაზე თავის დროზე პირიქითის მოსახლეობაც საუბრობდა, რაც დოკუმენტურად დადასტურებულია, ეს კი თავის მხრივ უფრო ამყარებს ჩვენს მიერ მოყვანილ მოსაზრებას თუშთა თემის ერთიანობის შესახებ.
ისიც საგულისხმოა, რომ ანტიკურ და შუა საუკუნეთა წყაროებში თუშები მოიხსენიება იქამდე, სანამ ინგუშებს ან სხვა მეზობელ ვაინახებს ახსენებდნენ. ტერმინები - "თუში, ბაც-ი, ტუსკი" და ასე შემდეგ მოიხსენიება ძურძუკების (ჩეჩენ-ინგუშთა წინაპრების) პარალელურად.
თუშური ენის ადრევე, ძურძუკთა დაშლამდე გაყოფას საერთო ნახური ძირიდან ადასტურებს ლინგვისტური კვლევებიც, რომელიც ამ მოვლენას მიახლოებით 2400 წლის წინანდელი პერიოდით ათარიღებს.
ეს პერიოდი დაახლოებით ემთხვევა საურმაგის მიერ ძურძუკთა ნაწილის სამხრეთ კავკასიაში გადმოსახლებას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შემდგომში იბერიის სხვა თემებთან ასიმილირდა და დღეს ქართველ მთიელთა გენეტიკის, განსაკუთრებით ფხოველ-მთიულთა და წანართა ჩამომავლების დიდ ნაწილს წარმოადგენენ. ენათა დანაწევრება შესაძლოა ამ პროცესებითაც ყოფილიყო პროვოცირებული, თუმცა დანამდვილებით რამის თქმა იმ მასალით, რაც ამჟამად მოგვეპოვება, შეუძლებელია.
სავარაუდოა, რომ ძველ-ნახური ენა, რომლის პირდაპირი მემკვიდრეც უნდა იყოს თუშური, ადრე წოვათისა და პირიქითის თემების გარდა როგორც მთელ თუშეთში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებშიც ყოფილიყო გავრცელებული, რაც დასტურდება ქართულ ენაში დაცული ნახიზმებითა და შემორჩენილი ტოპონიმიკით.
სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან ძურძუკთა მასიურ გადმოსახლებას არ შეიძლება თავისი გავლენა არ მოეხდინა ადგილობრივ ვთარებაზე და მნიშვნელოვანი სუბსტრატი არ დაეტოვებინა, მითუმეტეს, რომ იბერიის ძურძუკეთის მთავარი ქალაქი ჭართალი გახლდათ, რომელიც სავარადოდ წინა ფშავში არსებულ ჭართალს უნდა ემთხვეოდეს.
ამ აზრს იზიარებდნენ არნოლდ ჩიქობავა და აკაკი შანიძე.
აღნიშნული ფაქტების ანალიზი საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ თუშები საქართველოს ენობრივი და კულტურული გავლენის ქვეშ ადრევე მოქცეული პროტო-ნახური სუბ-ეთნოსია, რომლის გენეზისში მონაწილეობდა ფხოვიდან მიგრირებული და მეზობელი დიდოეთის გენოფონდი.
აღსანიშნავია, რომ ქართების, კახებისა და სხვა თემების მიგრაციებს მნიშვნელოვანი მასშტაბები არ ქონია და არსებითი გავლენა თუშთა ჩამოყალიბებაზე ვერ უნდა მოეხდინა.
ამიტომ, იმ გენეტიკური ტესტირების მასალის საფუძველზე, რაც ამჟამად მოგვეპოვება, ჩანს, რომ გამოკვლეულ თუშთა დიდ უმრავლესობას აქვს J2ab1 გენეტიკური მარკერი, რაც საერთოა როგორც ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთის, ისე ჩეჩენ-ინგუშეთის მოსახლეობის დიდ ნაწილთან.
ასე, რომ, უხეში შეცდომაა:
1. თუშებისგან წოვათის თემის ცალკე სუბ-ჯგუფად გამოყოფა;
2. თუშეთის მოსახლეობის წმინდა სისხლის ქართველებად ან ვაინახებად ან ბუდგუზონიელებად გამოცხადება;
3. თუშური (ბაცბური) ენის მხოლოდ წოვათის თემთან დაკავშირება;
4. თუშური (ბაცბური) ენის ქართველურ ან დაღესტნურ ენად გამოცხადება.
თუშები არიან ქთონური ნახური წარმოშობის ხალხის და მიგრირებული მეზობლების შერევის შედეგად ჩამოყალიებებული სუბ-ეთნოსი, რომელმაც საკუთარ თავს ტერმინი - ქართველი დაახლოებით მეოცე საუკუნეში დავუძახეთ. ყველა ეროვნება თვითიდენტიფიკაციის ნაყოფია. მას ძირითადად გენეტიკა და კულტურა განაპირობებს.
ტერმინი "ქართველი" სულ რაღაც მეათე საუკუნის მოვლენაა მხოლოდ და თავიდან მხოლოდ ქართებს აღნიშნავდა. მერე, სწორედ იმიტომ, რომ ამ სუბეთნოსმა მოახერხა ყველა სხვა ადგილობრივი ტომის საკუთარი ჰეგემონიის ქვეშ გაერთიანება და მათი სრული ან ნაწილობრივი ასიმილაცია, ყველაზე გაავრცელა საკუთარი სატომო სახელი. ასე მოაღწია ჩვენამდეც ამ სახელმა აგერ ახლა, სადღაც მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე.
მანამდე ქართული მემატიანეც კი არ მოგვიხსენიებს ქართველის ცნების ქვეშ. ერეკლეს დადგენილებაშიც კი ქართველთა, თუშთა და ანწუხელთა შორის სისხლის სყიდვის შესახებ ცალკე ეთნოსად ვწერივართ.
თუშების ქართიზაცია და სრული ასიმილაცია ჯერაც არაა ბოლომდე დასრულებული პროცესი და ნუ გაგაკვირვებთ ეს.
ამას აქვს თავისი ისტორიული, ეთნოგრაფიული, გენეტიკური და კულტურული საფუძვლები.
შედარებისთვის, კოლხები რომ კიმერიელებს არ გაენადგურებინათ და დაესუსტებინათ, მათ გაეერთიანებინათ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერი და ტომი, ეგებ ასეთივე წარმატებით გვემტკიცებინა, რომ ჭანები ვართ ან ეგრები, ან სულაც კოლხები.
ამიტომაა თქვენს მიერ მისახრჩობად განწირული და გამოლანძღული თქვენივე თანატომელი მართალი.
მოკლედ, ისტორია არაა ემოციის საქმე.
ჩვენ რომ ქართველები ვართ, ჩვენი არჩევანია და არა ობიექტური, თავისთავადი ჭეშმარიტება.
სწორედ ქართების მიერ სხვა სუბეთნოსთა თუ ეთნოსთა ასიმილაციის შედეგია, რომ საქართველოში დღემდე ცხოვრობენ ალბანელთა, გარგართა, ჰერთა, რანთა, კახთა, კოლხთა, ურარტუელთა, დვალთა, წანართა, ძურძუკთა და სხვათა და სხვათა შთამომავლები და ყველა მათგანს დღეს ერთი ტომის - ქართის, ქართველის სახელი აერთიანებთ.
ეს ცნება თანდათან გავრცელდა ქართების გარდა სხვა ხალხებზეც და მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის ქართველის თანამედროვე გაგება მოიცვა.
ამ ცნების გარეთ დარჩნენ თურქეთის მიერ მიტაცებული კოლხები - ლაზები, რაკიღა ისინი ისტორიულად ქართების ტომს არ ეკუთვნოდნენ, ხოლო თავად ქართების ჰეგემონია მათ ვერ მისწვდათ.
ასე, რომ ყველაფერს აქვს თავის საზღაური.
ახლა რაც შეეხება თავად თუშურ (ბაცბურ) ენას -
თუშური (ბაცბური) წარმოადგენს ნახურ ენათა ჯგუფის ადრევე გამოყოფილ, პროტო ენასთან ახლო მდგარ ენას, რომლის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძველ-ქართულმა ენამ, რადგან ამ ენებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებოდათ თანაარსებობა. სხვა ფაქტორებთან ერთად, ესეც ადასტურებს, რომ თუშური ენა გაცილებით ადრე ჩამოყალიბებულა, ვიდრე მე-17 საუკუნეში, ჯარიახის თემიდან ინგუშთა მიგრაცია მოხდებოდა.
არსებობს გადმოცემები, რომ ამ მიგტანტებს პირიქითში კარგა ხანს უცხოვრიათ და მერე, თუშთა ყრილობას ისინი წოვათაში გადაუსახლებია, ჭირისგან შეთხელებული მოსახლეობის შესავსებად.
იმის შესახებ, რომ თუშური (ბაცბური) ენა ადრე მხოლოდ წოვა თუშებში არ უნდა ყოფილიყო გავრცელებული და იგი მთელ თუშეთს მოიცავდა, რაზეც ადგილობრივი ტოპონიმიკა და თუშური კილოს ცალკეული ლექსიკური ერთეულები მიუთითებენ.
გარდა ამისა, არსებობს დოკუმენტური წყაროები, რომლებიც ლამის მეოცე საუკუმენდე პირიქითის ორ ენოვნებას ადასტურებს.
როგორც ჩანს, ფშავ-ხევსურეთიდან მოსულ ფხოველთა გავლენით თუშურმა ენამ თანდათან დაკარგა წინანდელი მნიშვნელობა და მას თანდათან ფხოური კილოს თუშური კავი ჩაენაცვლა. ყველაზე ადრე ეს გომეწარში უნდა მოხდარიყო და შემდეგ თანდათან გავრცელებულიყო ჯერ საჩაღმო-ჭანჭახოვანში, შემდეგ პირიქითში.
როგორც ჩანს, წოვათის მოსახლეობის შედარებით მეტად იზოლირებულობამ ხელი შეუწყო თუშური ენის შენარჩუნებას ამ თემში.
დასანანია, რომ დღეს თუშური ენა უკვე წოვა თუშების დიდმა ნაწილმაც აღარ იცის.
პარალელურად, თუშური კილოც თანდათან კარგავს სისუფთავეს და მას ლიტერატურული ქართული ანაცვლებს.
ინფორმაცია ენის შესახებ
http://www.philology.ru/linguistics4/chrelashvili-99.htmვახუშტი ბაგრატიონი -
გეოგრაფია, (მე-18 საუკუნის პიორველი ნახევარი) გვ. 105
"ხოლო რომელნი არიან (თუშნი. ს. მ.) მხარეთა ქისტთა და ღლიღვთა, უწყიან ენანი უფროს მათნი, გარნა ფარსმანის ხევისანი სარწმუნოებით და ენით შერეულნი არიან, ვითარც ქისტნი"
ИОГАНН БЛАРАМБЕРГ
ТОПОГРАФИЧЕСКОЕ, СТАТИСТИЧЕСКОЕ, ЭТНОГРАФИЧЕСКОЕ И ВОЕННОЕ ОПИСАНИЕ КАВКАЗА (1930)
“Тушины говорят на грузинском языке, но видоизмененном многочисленными вкраплениями [389] других слов; жители Цовского и Пирикительского районов говорят, кроме того, еще и на кистинском диалекте.”
http://apsnyteka.org/662-topograficheskoe_...za_chast-3.htmlhttp://mountaindreams.ru/download/b/blaram...nie_kavkaza.pdfაკაკი შანიძე -
"18 საუკუნეში ქართული ენა თუშეთში ყველგან გავრცელებული იყო, მაგრამ წოვათის სოფლებს თავიანთი ენაც ჰქონდათ, რომელიც მათ კახეთში ჩამოსახლების შემდეგაც არ დაივიწყეს, თუმცა ქართულიც კარგად შეითვისეს და სხვა თუშებზე არა ნაკლებ არ იციან. ამიტომ დღეს თუშების ნაწილი მხოლოდ ქართლ ენაზე საუბრობს, ნაწილს კი შემორჩა მამა-პაპების ენაც, რომელიც ადრე თუშების ყველა თემში უნდა ყოფილიყო საერთოდ გავრცელებული, როგორც ამას ქართულად მოუბარ თუშთა ენაზე დაკვირვება და მისი ანალიზი გვიჩვენებს"
"არა მეზობლობას კი არა, არამედ ქართულად მოუბარი თუშების მამა-პაპებიც ძველად იმავე ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელიც შემორჩა წოვა თუშებს და რომელმაც დანარჩენ თუშეთში დგილი დაუთმო ქართულს"
"როდის მოხდა თუშეთის სამი თემის საბოლოო გადმოსვლა ქართულ მეტყველებაზე, ეს ამჟამად ძნელი დასადგენია, მაგრამ ის კი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან შორეული ამბავი არ უნდა იყოს. მე მაგალითად იმის თქმაც კი მიჭირს გადაჭრით, თუ რა იყო შინაური სასაუბრო ენა ბახტრიონის გმირის ზეზვა გაფრინდაულისა, რომელიც ვაკისძირიდან იყო-წოვა თუშური თუ ჩაღმა თუშური"
ივანე ცისკარიშვილი (ცისკაროვი)
Записки о Тушетии
Декабрь, 23 дня 1848 года с. Тионеты. (В газ,: «Кавказ», N 7 , 10 , 14 , Тифлис, 1849 г.
“Кистины и тушины Цовского и Пирикительского обществ называют Тушетию "Бацва", а тушин - бацва.”
“Тушины составляют 4 общества: Цовское, Гомецарское, Чаглинское и Пирикительское (Дамахкрай). Они отличаются частью языком, частью местом жительства, но во всех других отношениях совершенно сходствуют между собой. Цовские и Пирикительские тушины суть кистинского происхождения из общества Галгай. Язык их кистинский, или, что совершенно все равно, чеченский... Язык цовских и пирикительских тушин, как и вообще чисто чеченское наречие, несовсем труден для изучения, имеет свое благозвучие и богатство в выражениях. В пример его приведу несколько стихов из тушинской песни: "Зеленое поле наших веселий поблекло и покрылось бледностью, Длинная нить приятных разговоров прервалась. Цветы нашей юности разнесены ветром Керего (высокий хребет между Пирикительским обществом кистин) И игрушки наши умчал Аргун (река в Хевсуретии) в своих быстрых потоках..." Остальные два общества тушин-Гомецарское и Чагминское, суть верные оригиналы предков нынешних грузин... Язык их древне грузинский, но почти большая часть из них объясняется на кистинском языке.”
http://barhano.livejournal.com/171827.html?thread=713523ძალზედ საინტერესოა, რომ პროტო-ნახური ენის აღდგენა სწორედ თუშური (ბაცბური) ენის საშუალებით ხდება მეტწილად და ის ფასდაუდებელ როლს ასრულებს ამ მიმართებით, მისი რელიქტურობისა და არქაულობის გამო.
http://starling.rinet.ru/cgi-bin/response....ncoding=utf-rusრაც შეეხება ცნებას "ქართველი" და მის თუშებზე გავრცელებას, ეს შედარებით გვიან, მე-19 საუკუნის დასასრულისთვის მოხდა, ხოლო მანამდე დაცულ წყაროებში თუშები ცალკე ეთნოსად მოიხსენიება:
ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი XI-ისა და ვახტანგ VI-ის მეფობის შესახებ
http://defencegeorgia.blogspot.com/2016/02/xi-vi.html"ხოლო შემდგომად მეფე ვახტანგისა შეკრბნენ ქართველნი, მოიყვანეს მაჰმად-ყულიხან კახით, თუშით, ფშაველ-ჴევსურითა და დადგნენ თედოწმინდას, ამის მცნობთა ოსმალთა წარმოიძღუანეს იესე საბარათიანოს სპითა და წარმოვიდნენ. ხოლო ქართველნი მიეგებნენ გუფთას, ეკუეთნენ და ივლტოდნენ ურუმნი."
და კიდევ -
სისხლი პირველად თორმეტი თუმანი იყო, მეორედ ოცდაოთხ თუმნად გავხადეთ, კიდევ არ იქმნა, მაინც კიდევ ხოცდენ და ახლა ოცდაათ თუმნად გაგვიხდია, რომელიც მოკლავს თუში თუ ანწუხელი თუ ქართველი, ეს სისხლი უნდა მისცენ."
Read more:
http://totadze.blogspot.com/2014/02/blog-p...l#ixzz4DjUdUSOaცხადია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ დღეს ვინმეზე ნაკლები ქართველები ვართ ან ნაკლები ღვაწლი გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს დაცვასა და მშენებლობაში.
მეტიც - ვიყოთ ამ ერის შვილები ჩვენი არჩევანია და ეს უფრო მეტია, ვიდრე ისტორიული ინერციით მიღებული წოდება.
ამ ფონზე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო მეტი ხარისხის ასიმილაცია ჩვენს კულტურას და ტრადიციულ ყოფას ემუქრება, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ჩვენი განსხვავებულობა თუ თვითმყოფადობა უნდა შევინარჩუნოთ, ვისწავლოთ ჩვენი თუშური ენაც და კილოც, არ მოვწყდეთ მთას და ჯვარხატთა წესებს.
გადასარჩენი და აღსადგენია ჩვენი ბაცბური ენა და მოსაფრთხილებელია ძველქართული ენის ფხოური კილოს თუშური კავიც, რომელშიც თანდათან ადგილს უთმობს კახურ კავს ან ლიტერატურულ ქართულს.
ამასთან,
თუშეთს უპირობოდ სჭირდება თვითმმართველობა, როგორც მისი ეკონომიკური განვითარების, ხოლო ამ ფონზე, მისი თვითმყოფადობისა და ეთნოგრაფიულიი სიმდიდრის შენარჩუნების გარანტი.
This post has been edited by ჯიხვი on 8 Jul 2016, 13:24
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)