badriko
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4462
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07
|
#8779560 · 10 Mar 2008, 13:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყო შენიშვნები...
ქაშაგში არის სხს გააზრებანი. ქოსა (რაც, მგონი, სპარსულშიც შევიდა ზანურიდან) კი ერთ-ერთი გააზრებაა მეთქი. შდრ. რუსული კოსა ("ნაწნავი") > კოზა ("თხა", თხის წვერის გამო) > კოზაკი, კაზაკი უფრო "[თხის]წვერიანი")... ასე რომ, არის ფორმები: კოსა და კაზაკ; ქოსა და ქაშაგ.
გვარი კარტერი. მსგავსი ძირები არა აქვს სიტყვებს : კროტი, კრეტინი და კარატე (ეს იაპონურია). აი, კარტი კი უკავშირდება ქართ ძირს, ეს კიდევაც დავწერე, ეტყობა, ბ-ნ მნაცაკანას გამორჩა.
ისე,ადრე ვსაუბრობდი იმაზე, რომ კოლხური კვირბებიდანაა არმენიული აშხარაბარი, გრაბარი...
აი, მთავარი (კოლხური) არგუმენტები :
ქართი > არმენიული კარდ-ელ ("წერა"). მეგრელი, ეგრი > არმენიული გრ-ელ ("კითხვა").
მეტი რა არგუმენტი გინდათ ?!
სხვათაშორის აქ შემოგთავაზებთ ამონაწერს ჩემი წიგნიდან :
აქვე მოგვაქვს ერთი თვალსაGინო მაგალითი იმის საGვენებლად, თუ როგორ დაშორდნენ ერთმანეთს შუმერული და ქართველური ენები. შუმერულად {ქვეყანა} გამოითქმოდა, როგორც ანქი. თუკი ამ სიტყვას მარცვლებს შევუცვლით, მივიღებთ მეგრულ ქი[ა]ნა-ს, რომელსაც იგივე მნიშვნელობა ({ქვეყანა}) აქვს. ამ მეგრულ ქიანა-ში გვაქვს შუმერული ანუ // ანი ({მთვარე}). ამგვარად, ანქი ანუ ქიანა არის {მთვარის ქვეყანა}. ქართულში ქიანა (*ქიყანა ?) ფორმა გააზრებულ იქნა, როგორც ქვე[ვით]-ყანა. ნ. მარის, ივ. ჯავახიშვილისა და გ. წერეთლის მიხედვით, ეთნონიმ შუმერის ეტიმოლოგია ქართველურ ენებშია საძებნელი. შუმა, რომლის ძველქართული ფორმაა სუმა, მეგრულად აღნიშნავს {სმას}. მაშასადამე, შუმერი უნდა აღნიშნავდეს {მდინარისპირლებს} ან {მსმელებს} (მა-შუმალი, დღევ. მეგრულად). აქ -ერ სიფიქსი იგივე -ელ სუფიქსია (შუმ-ერ // შუმ-ელ, შუმ-ალ) : მატიბალი = მატიბარი ({გამთბილებელი}, ცეცხლის შემკვეთი, მელითონე), ოშქალი = ოშქარი ({შუა ადგილი})^ სხვადასხვა კოლხური ლინგვისტური მონაცემი გვაფიქრებინებს, რომ შუმერი უნდა დაიშალოს ასე : სო მეურსი ({სად მიდის}), ხოლო ერაყის სახელწოდება კი უნდა აღნიშნავდეს ადგილს, საიდანაც {აჰყარეს, გარეკეს} (ერაყეს, გორაყეს) ეს შუმერები. ამასთან, შუმერებსა სუბარებს (იუმერ’ს // სუ+ბარ’ს), ასევე კიმერიელებს (Kი+მერ’ს) ერთმანეთთან აკავშირებდა ნიკო მარი . მართლაც, შუმერი = შუბარი = სუბარი > ლათ. სყბარიტე ({ფუფუნებაში მცხოვრები}) // თუბარი // დიბერი, ტიბა რენა^ ამ კუთხით კი, Gვენეული მეგრული ეტიმოლოგიით, შუმერები იყვნენ {თბილად} (ტიბა) მყოფნი} (რენა) ტიბარენები. ერთი სიტყვით, ქართული ანბანი Gანს, როგორც უძველესი, დედანი, კოსმიური ანბანი და ის არაფრის დიდებით არ არის გადმოღებული ანბანი, როგორც ეს მიაGნდა ზოგიერთს X საუკუნიდან. ფსევდო მოსე ხორენაცის (V ან უფრო IX ს. ავტორი) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესროპ მაშტოცმა (361-440 წწ) ქართველებს და ალბანლებს ანბანი შეუქმნა, ყალბია რამდენიმე მოსაზრების გამო : 1. მოსე ხორენაცის ტექსტი არ უნდა ეკუთვნოდეს V საუკუნეს, რადგან მასში ასახულია IX-X საუკუნეების ზოგიერთი მოვლენაც. ესე იგი, მ. ხორენაცი ან IX-X საუკუნეების მიჯნის ავტორია ან კიდევ მის ნაშრომში (V ს.) მოგვიანებით Gართეს სხვადასხვა გვიანდელი ამბები (მათ შორის, ქართული ანბანის მესროპის მიერ შექმნის მითი) გადამწერებმა ; 2. V საუკუნის ავტორი კორიუნი, რომელიც დეტალურად გადმოგვცემს მაშტოცის ცხოვრებას, მასზე საუბრობს, როგორც განმანათლებელსა და წინასწარმეტყველზე, წერს რომ შექმნა სამი ანბანი, სომხური, ქართული და ალბანური . მაგრამ, როგორც აღნიშნა შ. ამირანაშვილმა, Gვენ არა გვაქვს კორიუნისეული V საუკუნის ტექსტი. რაც გვაქვს, ის გადაწერილია გვიანდელ საუკუნეებში და ადგილი ჰქონდა ინტერპოლაციებს (Gანართების შეტანას ტექსტში) ; 3. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, მაშტოცის ორიგინალურ ტექსტში არ უნდა ყოფილიყო მესროპის მიერ სამი ანბანის შექმნის ამბავი, რადგან V საუკუნის ავტორი ლაზარ ფარპეცი, რომელიც დეტალურად გადმოგვცემს მესროპის მოღვაწეობას, არაფერს ამბობს მის მიერ ქართული და ალბანური ანბანების შექმნის შესახებ ; 4. სომხურ წყაროთა ერთი ნაწილი მას მიიGნევს, როგორც ანბანების შემქმნელს, დანარGენი წყაროები კი - როგორც რეფორმატორს ან მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელს ; 5. ცნობილია, რომ, იმავე ლეგენდის თანახმად, მესროპ მაშტოცმა სომხური ასოების გამოყვანას დიდი ჯაფა შეალია : შექმნა ანბანი, რომელსაც აკლდა, სხვადასხვა ვერსიების მიხედვით, 7, 12 ან 14 ასო. შემდეგ ბევრი იმოგზაურა ნაკლული ასოების მოსაძიებლად. ქალაქ სამოსატში გამოეცხადა ღმერთის ხელი, რომელმაც დაუხატა ნაკლული ასოები. ამ ზეციური ასოების დახმარებით ბერძენმა სწავლულმა როფანუსმა მაშტოცს შეუდგინა სამწერლობო ასოები. შემდეგ მესროპი წავიდა სირიაში საკონსულტაციოდ. შეხვდა იქ ეპისკოპოს დანიელს, ესაუბრა მას და მხოლოდ ამის შემდეგ შექმნა სომხური ანბანი. ს. ჯანაშიას ირონიული შენიშვნისა არ იყოს, კიდევ ორი ანბანის შექმნას {ქართულის უცოდინარი} (თ. გამყრელიძე) მესროპის მიერ განა კიდევ ორი გამოცხადება, ახალი საკონსულტაციო მოგზაურობები და ორი ბერძენი სწავლულის Gარევა არ დასჭირდებოდა ? მაშ, როდის მოხდა ამ პასაჟის Gართვა მესროპის ტექსტის გვიანდელ პირებში ? ამ შეკითხვაზე დამაჯერებლად პასუხობს აკად. ზაზა ალექსიძე. მისი დაკვირვებით, საკამათო პასაჟი არ ყოფილა სომხურ საისტორიო წყაროებში VIII საუკუნეშიც კი, რადგან ამდროინდელი ერთი სომხური წყარო დემონსტრაციულად არ მიაკუთვნებს მესროპს ქართული ანბანის ავტორობას. მეცნიერის აზრით, აღნიშნული ინტერპოლაცია X საუკუნეში უნდა მომხდარიყო და მიგვანიშნებს ქართულ-სომხური ურთიერთობების დაძაბვაზე, რომელიც დაიწყო აღნიშნულ საუკუნეში. ამ დაძაბულობაზე წარმოდგენას გვაძლევს X საუკუნის ავტორი უხტანესი, რომელმაც დაწერა წიგნი პრეტენზიული და გამომწვევი სათაურით : {ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან} . 6. ასომთავრული და მხედრული უფრო ლამაზი და დახვეწილი Gანს, ვიდრე სირიულიდან მომდინარე და ბერძნულ ანბანურ სისტემაზე დაწყობილი გრაბარი და აშხარაბარი. გარდა ამისა, ზოგიერთი სომხური ასო რთული კომპოზიციური შედგენილობისაა, ვიდრე ქართული შესატყვისები და მესროპს არGევანი რომ ჰქონოდა, ასომთავრულიდან გადაიტანდა სომხურში ბევრ რამეს, და არა პირიქით. მაგრამ ამაყმა სომეხმა (არმენიელმა) ეს არ გააკეთა, რადგან მის დროს ასომთავრული უკვე ცნობილი და დიდი ხნის არსებული ქართველთა ანბანი იყო. 7. ზოგიერთი ასომთავრული ასოები გამოსახულია მესროპამდელ წარწერებში, რომლებსაც ვხედავთ, მაგალითად, მაიკოპის ქვაზე (- 1900-1700 წწ) და ბისო-ხახმატის ფილებზე (+ 360 წ) . 8. სომხურად კარდ-ალ აღნიშნავს {კითხვას}. ეს სიტყვა მომდინარეობს ეთნონიმიდან ქართი, საიდანაცაა ასევე კლასიკური ენების : ქარტია, კარტა. ნიკო მარმა სომხური სიტყვა კარდ-ალ ({კითხვა}) არასწორად დაუკავშირა ხალდ-ს (სომხური ღმერთიაო), კარდუხებს (ქურდების წინაპრები იყვნენო), ასევე ქართ-ველებს და არც რუსული სიტყვა რჯკლეყ ({ჯადოქარი}) დაივიწყა . 9. აკად. თამაზ გამყრელიძე წერს, რომ მესროპი არ იყო ძველი ქართული ანბანის შემქმნელი, რადგან მან არ იცოდა ქართული (ენის უცოდინრად შეუძლებელია ანბანის შექმნა). იმავე მიზეზის გამო ის არც ძველი ქართული ანბანის ინსტრუქტორი იქნებოდა, არც კონსულტანტი, მითუფრო, რომ ძველი ქართული და ძველი სომხური განსხვავებულ სტრუქტურულ პრინციპებს ემყარებიან. მაგალითად, ნიშანთრიგის პრინციპით, ქართული უფრო კოპტურსა და გოთურს უახლოვდება, ვიდრე სომხურს . ეხლა გადავიდეთ სხვა ფალსიფიკატორებზე, რომლ * * * შეცდომების გასწორება : აი, აგერ, ზემოთ დავწერე :
ქართი > არმენიული კარდ-ალ ("წერა"). მეგრელი, ეგრი > არმენიული გრ-ელ ("კითხვა").
მნიშვნელობები სინამდვილეში პირიქითაა.
წიგნში დამიწერია ასე : "... ვიდრე სირიულიდან მომდინარე და ბერძნულ ანბანურ სისტემაზე დაწყობილი გრაბარი და აშხარაბარი". სინამდვილეში ქართული უფრო მიყვება ბერძნულს, ვიდრე არმენიული ანბანი. აი, გამოცემის წინ წიგნი ხელახლა უნდა გადავიკითხო და შევასწორო... შემდეგ დანარჩენ სეცდომებს სხვებიც შეასწორებენ, ალბათ...
ეხლა კიდევ ამონაწერი ტერმინ იბერიის შესახებ (აქ დაწერეს, რომ ბერძნებმა გვიწოდეს ასეო). არასწორი აზრია. მომაქვს მხოლოდ შესაბამისი ქვეთავის სათაური ეპიგრაფებითურთ. დანარჩენი წარმოიდგინეთ.
------------------- ეპიგრაფები--------- {მანესის ძის, ატისის მეფობის დროს მთელს ლიდიას პურის საშინელი ნაკლებობა დაატყდა თავს. ლიდიელები თავიდან ითმენდნენ, შემდეგ კი, რადგანაც ბოლო არ მოეღო შიმშილობას, გამოსავალი გამოძებნეს : ზოგმა თამაშობის ერთი სახეობა გამოიგონა, ზოგმაც - მეორე. სწორედ იმ დროს იქნა გამოგონილი კამათლის, ზარის, ბურთისა და ყველა სხვა სახის თამაშობები, გარდა კოჭებისა : აი, ამის აღმოGენას კი ლიდიელები არ იGემებენ. ეს თამაშობები მათ შიმშილის წინააღმდეგ გამოიგონეს} . ჰეროდოტე, ძვ. წლ. V ს. {[ტიბარენები] უმაღლეს ბედნიერებას თამაშობებსა და სიცილში ხედავენ~ . პომპონიუს მელა, I ს. {ტიბარენები მთელი შემართებით ერთობიან და იცინიან და დიდად ბედნიერები არიან ამის კეთებით} . სტ. ბიზანტიელი. VI ს. მეგრ. მასხაპა ({მოცეკვავე}) > მესხი. ქართი, სხარტი > სკირტάწ ({ხტომა}), სკირტოV ({მხტომელი}). მეგრ. მაბირა, იბირა ({მომღერალი}) > იბერი. მეგრ. ოდოია, ოდიში > ბერძნ. წდή ({სიმღერა}). მეგრ. ჭანი > ლათ. ცანო ({მღერა}).
თავი XV
მასხაპა (“მოცეკვავე”) მესხები და მა-ბირაი (“მომღერალი”) იბერები - პირველი პროფესიონალი მსახიობები.
* * * ერთ-ერთ ფორუმზე ვწერდი : "მაშ ასე, თოხი არის ტაოხი // ტაო; თოხი, თოხნა გვაძლევს ბერძნულ სიტყვას ტეხნიკოს-ს, საიდანაცაა ტეხნიკა ((ტე".
ვადინიამ ეს რომ წაიკითხა, ასე მომიჭრა :
"რაებს ლაპარაკობთ? თქვენ გინდათ თქვათ, რომ ქვეყანას თოხი ერქვა? ან ქვეყნის სახელი დაარქვეს სამეურნეო იარაღს? საკუთარ ენებში ღმად ჩავიხედოთ! [რდი-ა-ო-ხი]>[დიაოხი]>[ტაოხი]>[ტაო]. კარგად გააანალიზეთ ყველა ქართველურ ენაზე.
გარდა ამისა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ [-ხი] ბოლოსართი ქართველურ ტომთა ეთნონიმის მაწარმოებელია. კოლ-ხი (კონ-ხი), მოს-ხი, კა-ხი, კუ-ხი, ლაშ-ხი, ჯავა-ხი (ზაბაბახა), სომი-ხი (ეს სომხები არ არიან), ჰენიო-ხი (ჰენიო ალბათ ბერძნულია) . --- ჩემი პასუხი :
რა, იბერიაში არ ამჩნევთ ბარს (სამუშაო იარაღი - ერთ-ერთ გააზრება) ? რა, სამეგრელოში არ ხედავთ ერგვანს // ერქვანს ?! რა მეგრელთა ავტონიმში (მარგალი) ვერ ხედავთ და-რგვას (მეგრულად მარგუალი = "დამრგველი") ? ასე რომ მარგუალი 'დამრგველი" > მარგალი ("მეგრელი') !
რა გეორგიაში ვერ ამჩნევთ მეგრულ სიტყვას 'გი-ორგი" ("დარგე") ? მეგრ. გიორგი > ბერძნ. გე ("მიწა") + ეგრი (> ბერძნ. აგროს ანუ "ყანა", > ბერძნ. ორგია "პროცესი"; შდრ. მეგრული ოხორე ანუ "საცხოვრებელი" > ბერძნ. ხორა ანუ "ქვეყანა") !
რა, ჯიქეთში არ ამჩნევთ ბერძნულ ზიხოსს- რაც უღელს აღნიშნავს ?
რა ქართ // ჰართ ძირში ვერ ამჩნევს მეგრ. (ჰ)ორტ-ვინს (> ინდო-ევროპ. ენებში, კურტ ანუ "ეზო", კურტიზან...) ?
და ბევრი სხვა!
რატომ მაკრიტიკებთ ასე ზერელედ და უსაფუძვლოდ ?! * * * ეს "-ხ" კი შენიშნა ჯერ კიდევ ნიკო მარმმა და ვიცით ბატონო ! * * * ვადინია, თქვენ ინჟინერი კაცი ბრძანდებით, და ძალიან მომეწონა თქვენს მიერ გამოგონილ მრავალფუნქციური სამკურნალო სავარძელი. პატივს ვცემ თქვენს წიგნს, რომელიც ადრე თბილისში მაჩუქეთ, და ეს ეხლა მივხვდი, თუ ვინა ხართ, ადრე ვერ ვხვდებოდი. თქვენ კი არ გითქვემთ, რომ ერთმანეთს ვიცნობთ, არადა, მე ანონიმურად არ გამოვდივარ აქ, ყველამ (ვინმაც ისტორია იცის) იცის,თუ ვინცა ვარ და ეს ქვენ, ანონიმს გეკუთვნოდათ პირველი შემოხმიანება. ეს ისე, სხვათაშორის! ხშირად ინჟინრებს აქვთ გენიალური აზრები. ეს თქვენც გეხებათ. მაგრამ გაქვთ გენიალური შეცდომებით... თან იმ საკითხში, რაც არ არის თქვენი სპეციალობა. * * * თხოვნა, აფხაზეთის ისტორიის მეორე ნაწილში რომელიმე ფორუმელმა დაპოსტეთ ერთი სიტყვა მაინც, რადგან უკვე ვერ შევდივარ. ბევრი დაწერეო, მეუბნება ეს სერვერი თუ რაღაცა ჰქვია...
--------------------
მე მედრებით, ბადრიკოს, თქვე უბადრუკო ნაცებო?!
ნაცი უკვე სექტაც არაა, პათოლოგიაა.
ენით მედასავლეთენი, საქმით პრორუსები ! ვოვას პოლეზნი მერზავცები! საქართვ. ტერიტ. მთლიანობის აღდგენა გადის ამ მთლიანობის დამანგრეველი ნაცსექტის და მისი ბელადის სრულ იზოლაციაზე.
|