Маринаეეეეჰ, მარინა, მარინა, რაცა შენა გნახემნ, მას შემდეგა, სულ ლექსად ვიქეცი კაცი,
ცარიელ ლექსადა

, აი, სენზედა არის ნათქვამი:
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა მარი!
მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა მარი, უნდა დამეხმარო!
ხოლო მარინუშა ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
მარი ისეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა მარი!
ეეეეჰ, მარინა, მარინაა, წამო, ვისერინოთ თბილისის ქუჩებში ამაღამ ...
პ.ს.
This post has been edited by Axa on 18 Dec 2007, 01:00