მოგესალმებით ქართული ვიკიპედიიდან, მეგრული ვიკის ერთ-ერთი ინიციატორი. ვხედავ, რომ აქ ბევრი მომხრეა, ბევრი კი წინააღმდეგი. მაგრამ იმის განხილვა, უნდა შეიქმნას თუ არა მეგრული ვიკიპედია, ეს ქართული ვიკიპედიაში უკვე განვიხილეთ და ვიკიპედიელებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ. ეს ვეღარ შეჩერდება, ამიტომ შეწინააღმდეგებას აზრი აღარ აქვს, თუმცა აზრის გამოთქმა შეიძება რა თქმა უნდა...

)
რაც შეეხება მომხრეებს, თქვენი ე.წ. "მომხრეობა" სინამდვილეში არც არაფერში ეხმარება მეგრულ ვიკის (მე არ გეჩხუბებით მაგრამ ეს ასეა). აქ სამოც გვერდიანი თემა არ წაგვადგება არაფერში. მეგრული ვიკი რომ ნამდვილი ვიკიპედია გახდეს ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ძალიან ბევრი სამუშაოა და მარტო ვერ გავაკეთებთ. თუ დახმარება გინდათ, ჯობია სტატიები დაწეროთ

. (ან ჩემი დაწერილი აბდა-უბდა სტატიები გაასწოროთ

). ვისაც შეუძლია სტატიის წერა, ან ქართულიდან თარგმნა, გთხოვთ დაგვეხმარეთ. რამდენიმე მოხალისე უკვე გამოჩნდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა.
თუ სტატიის წერას გადაწყვეტთ, ეს ორი წესია გასათვალისწინებელი მხოლოდ:
1) სტატიის სათაურის ფორმა: Wp/xmf/სათაური (მაგ: Wp/xmf/საქორთუო)
2) და სტატიის ბოლოში მიუთითეთ: [[Category:Megrelian Wikipedia]]
თუ კითხვები გექნებათ, მზად ვარ ვუპასუხო