საკმაოდ საინტერესო სტატიაა:
ხმადაბალი ფიქრები ეროვნებაზე, «ენოვნებაზე", ქუჯურ მენტალიტეტსა და ფეხშიშველა კაცზე
თამაზ კვაჭანტირაძე
http://www.lib.ge/body_text.php?10032. «ენოვნება»
ეროვნება და «ენოვნება» მარტო ჟღერადობით არა – შინაარსობრივადაც ემსგავსებიან ერთმანეთს; კაცი არა მარტო ამა თუ იმ ეროვნებას, არამედ ამა თუ იმ «ენოვნებასაც» მიეკუთვნება: თუ ქართულია მისი დედაენა, ქართულენოვანი იქნება, თუ ჩინური – ჩინურენოვანი.
მოკლედ, ეროვნებისა და «ენოვნების» ცნებები ერთმანეთს ეწმახვნის.
ცნობილია, ძველად სიტყვას «ენა» შეეძლო «ხალხი»-ს, «ერი»-ს მნიშვნელობაც გამოეხატა. როცა ძველ ტექსტში ვკითხულობთ, ბიბლიური ნოეს შვილებისაგან წარმოიშვა 73 ენაო, ცხადია, აქ «ენა» ხალხის, ერის, ტომის გაგებასაც ითავსებს.
ცნებათა ამგვარ «გაიგივებას» საფუძველი რეალობაში უძევს: ხალხის მეობას სწორედ მისი ენა წარმოაჩენს. ენავე გვივლენს თავის «ორგემაგე», დიალექტიკური წინააღმდეგობებისაგან ნაქსოვ ბუნებას: იგი პიროვნულიცაა და საზოგადოც, კიდეც აერთიანებს და კიდეც თიშავს... ბაბილონის გოდოლის ბიბლიური ამბავი გავიხსენოთ: ერთ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს უფალი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკებს და ამით განსხვავებულ ტომებს, ხალხებს, ერებს უყრის საფუძველს. ბიბლიის მიხედვით, ერთი ენის სხვადასხვა ენებად «დაშლამ» ფაქტობრივად წარმოშვა შესაბამისი ხალხები; მოკლედ – ენამ შვა ერი.
ენაა ის, რაც აიგივებს...
ენავეა ის, რაც განასხვავებს...
აიგივებს – კრებულს შიგნით.
განასხვავებს – კრებულს გარეთ.
ეროვნული თვითშეგნება სწორედ ამ იგივეობა-განსხვავებას ეყრდნობოდა და, მეტწილად, ახლაც ეყრდნობა; რაც ჩემი მსგავსია, ის ჩემიანია.
ჩემი ენა – ჩემი ხალხი... ისევ იმ «ჩემია»-ს განცდას ...
აქ შევამოკლე, სრული ტექსტი იხილეთ ლინკზე, თუ გაინტერესებთ - ახა
მოკლედ, საქართველო «ენოვნებითაც» გაქრისტიანდა; შესაბამისად, ქრისტიანობა ჩვენში არა მარტო გაქართველდა, გაქართულდა კიდეც.
ისტორიული გამოცდილება გვიდასტურებს ქართველთა ეროვნული და «ენოვნური» განცდის განუყოფლობას. ისევ ვაჟას ავტორიტეტს მოვიხმობ: ენა დედაა ერისაო... სხვისა რა მოგახსენოთ, ქართველი ერი კი მართლაც ქართული ენის საშოში გამოშუშდა. იგივე ითქმის ქართულ სახელმწიფოზეც _ ფარნავაზმა, ქართული მწიგნობრობისა და ქართულის სახელმწიფო ენად დაკანონებით («და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა»), სათავე ქართულ სახელმწიფოებრიობასაც დაუდო. ქართულმა ენამვე დასაზღვრა ეს სახელმწიფო, რაც შემდგომ ფორმულად ჩამოქნა გიორგი მერჩულემ: «ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების».
მაგრამ ის, რაც ჩვენთვის განუყოფელია, სხვა ხალხისათვის, შესაძლოა, ასე არც იყოს. შემენდოს ამ მაღალ მატერიებზე მსჯელობისას ამგვარი «მიწიერ-სპორტული» მაგალითის მოხმობა, მაგრამ – ეჭვი მეპარება, კვებეკელმა კანადელმა ჰოკეის მატჩში, როცა ფრანგები კანადელებს ეთამაშებიან, მხარი ფრანგებს დაუჭიროს... იგი კანადელებს უქომაგებს მიუხედავად იმისა, რომ მისი დედაენა ფრანგულია. ასევე – შვეიცარიელი, გერმანულენოვანი იქნება იგი თუ იტალიურენოვანი, თავს შვეიცარიელად მიიჩნევს და არა გერმანელად ან იტალიელად. ეგევე ითქმის ესპანურენოვან ლათინური ამერიკის ქვეყნებზე...
მიუხედავად ამისა, ენა მაინც რჩება ეროვნების ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად. იგი ერთგვარი «პასპორტია», ადამიანის სადაურობა-წარმომავლობას რომ გვიდასტურებს. მარტო ენა – არა, ერთი და იმავე ენის შიგნით რომ კაცი ამა თუ იმ კილოზე უქცევს, ამით თავის წარმომავლობას ავლენს. დიალექტურ-ენობრივი ჩვევა ძვალსა და რბილში უჯდება ადამიანს და მის შეცვლას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. გავიხსენოთ ბიბლიის «მსაჯულთა წიგნიდან» ერთი ეპიზოდი: ერთმანეთს ებრაულად მოლაპარაკე ისრაელის ორი შტო, ორი ტომი დაუპირისპირდა – ეფრემელები და გალაადელები. ეფრემელები დამარცხდნენ, გალაადელებ¬მა მათ თავიანთ მშობლიურ ქალაქში გადასასვლელი ფონი მდინარე იორდანეზე გადაუჭრეს. თუ ვინმე მოითხოვდა, ეფრემელი არა ვარ და გაღმა გადამიშვითო, გალაადელები უბრძანებდნენ: აბა, «შიბოლეთ» თქვიო («შიბოლეთ» ებრაულად თავთავსა ჰქვია). ეფრემელი ამ სიტყვას თავის «სლიფინა» კილოზე ამბობდა – «სიბოლეთ» და უმალ მახვილით იგმირებოდა... უამრავი ეფრემელი გაიჟლიტა იორდანესთან, ამ – ერთი შეხედვით – მარტივი ხერხით ამოცნობილნი. მარტივი თვითონ ხერხი იყო, თორემ ეფრემელებისთვის რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა მეყსეულად გადაეწყოთ თავიანთი სამეტყველო აპარატი მათი კილოსათვის უჩვეულო ბგერის გამოსათქმელად.
საქართველო ტერიტორიულად პატარაა, ენობრივად – დიდი. მე აქ იმდენად ქართული ენის სიდიადეს არ ვგულისხმობ, რამდენადაც – ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედ ენათა, დიალექტთა ნაირგვარობასა და სიმრავლეს.
ზოგადად თუ ვიტყვით, ერთგვარობა სიმწირეა, ნაირგვარობა – სიმდიდრე... ოღონდ – მოწესრიგებული ნაირგვარობა.
სიმდიდრეა ჩვენი მეგრული და სვანური ენები... სიმდიდრეა ჭანური, ანუ – ლაზური ენაც, ვაგლახ, სხვაგან განფენილი და ჩვენში ამჟამად მხოლოდ სარფშიღა შემორჩენილი; სიმდიდრეა ჩვენი ნაირგვარი კილოები.
მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უფრო უნდა მოაწესრიგოს ამ სიმდიდრის არა მარტო დაცვისა და სარგოდ გამოყენების, არამედ მისადმი მართებული სახელმწიფოებრივი მიდგომის საკითხიც.
დედაენის გადასარჩენად ჩვენ ზოგჯერ გვჭირდებოდა – და, იქნებ, ახლაც არ იყოს ზედმეტი – ხაზგასმა, რომ ეროვნება და «ენოვნება» განუყოფელია (ქართველთათვის ეს ასეცაა!), მაგრამ ამის საფუძველზე სწორხაზოვანი მსჯელობით თუ იმას გამოვიყვანთ, რომ ენა უდრის ეროვნებას, მაშინ სწორედ ეროვნული თვალსაზრისით გაგვიჩნდება პრობლემები.
ახლა ბევრს ლაპარაკობენ «ევროპულ ქარტიაზე», რომლის მიხედვით ევროპულმა სახელმწიფოებმა ეროვნულ უმცირესობათა ენების უფლებები უნდა დაიცვან. ჩვენში ამ საკითხს რატომღაც დაუკავშირეს მეგრული და სვანური ენები... არადა, მეგრულ-სვანური აქ მოსატანი არ გახლავთ – არც ერთი ქართველური ენა საქართველოს ტერიტორიაზე არავითარ «უმცირესობის ენას» არ წარმოადგენს! ქართული კუთხეებისა და ტომების ყოველი წარმომადგენელი, მათ შორის მეგრელიცა და სვანიც, სწორედ ის «უმრავლესობა» გახლავთ, რომელსაც «ქართველი» ჰქვია საქართველოში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ «ქარტიაში» ლაპარაკია არა უმცირესობის, არამედ «მცირე» ენებზე ანუ «შინაურულ», «შინ სახმარ» არასახელმწიფო ენაზე, მაშინ მეგრულისა და სვანურის ამ კატეგორიის ენებად მიჩნევისასაც ზოგი რამ გასათვალისწინებელი ჩანს; კერძოდ:
რეალობაა, რომ მეგრული და სვანური ენებია, ოღონდ – შინაურობაში სახმარი; ამავე დროს მეგრელებისა და სვანების დედაენა იყო და არის ქართული, რომელსაც დანარჩენი სხვა ქართული ტომები ასევე ძველთაგანვე იყენებდნენ სახელმწიფო ენად; შინაურობაში კი ეს ტომებიც, ცხადია, თავ-თავიანთ დიალექტებზე უქცევდნენ.
ასე იყო ძველად, ასეა ახლაც – მიუხედავად იმისა, რომ მასმედიის ეპოქაში კილოები სალიტერატურო ენასთან ნიველირდება.
მაგრამ სვანური და მეგრულ-ჭანური, ერთი მხრივ, და სხვა ქართული დიალექტები, მეორე მხრივ, დიდად სხვაობენ თავიანთი ისტორიითაც და თავიანთი წვლილითაც ქართულის სახელმწიფო ენად ფორმირებაში. დღეს არსებული დიალექტური ფორმები, ჩვეულებრივ, ძველი სამწერლობო ქართულის ნორმათა კონტროლიდან გამოსვლისა და «თავისუფალი» განვითარების შედეგია, აქედან გამომდინარე – შედარებით ახალი. სვანურისა და მეგრულ-ჭანურის ენობრივი ფორმები კი უშუალოდ ქართულიდან კი არა, ქართულთან საერთო წინაპარი ენიდან გამოიყვანება, რომელსაც ქართველურ ფუძეენას ვეძახით და რომლის სავარაუდო სახე ქართული, სვანური და მეგრულ-ჭანური ენების ურთიერთშედარება-შეპირისპირებით აღდგება. დიალექტები ქართული ენის შვილები არიან, სვანური და მეგრულ-ჭანური კი – ქართული ენის ძმები. მშობლის, ქართველური ენის, იერ-სახე ზოგჯერ ქართულმა უკეთ შემოგვინახა, ზოგჯერ – სვანურმა და ზოგჯერაც – მეგრულ-ჭანურმა.
მაგალითად, ავტორიტეტული ენათმეცნიერების აზრით, ჩვენი წინარე ფუძეენის ხმოვანთა სისტემა უფრო ქართულმა შეინარჩუნა, თანხმოვანთა სისტემა კი – მეგრულ-ჭანურმა: მათი ვარაუდით, ქართული კაც და მეგრულ-ჭანური კოჩ ძირების შეპირისპირებით ქართველურ ენაში «ადამიანის» აღმნიშვნელად აღდგება ძირი, რომელიც სამი ათასწლეულის წინ, ვიდრე ეს ფუძეენა დაიშლებოდა ქართულ, სვანურ და მეგრულ-ჭანურ ენებად, მიახლოებულად ასე ჟღერდა – კაჩ.
სწორედ ერთ-ერთს ამ ძმა-ენათაგან, ქართულს, გარკვეულ ისტორიულ-კულტურულ ვითარებათა გამო, მოუწია ძირითადი როლი ეტვირთა ქართველთა ყველა ტომისათვის საერთო სახელმწიფო ენის ფორმირებაში... ძირითადი – მაგრამ არა ერთადერთი; მისი ტვირთი მართლაც რომ ძმურად გადაინაწილეს ეგროსიანელთა ენებმა: სვანურმა და მეგრულ-ჭანურმა. საერთოდაც, ლეონტი მროველს თუ ვერწმუნებით, ქართველ ტომთა ეთნარქები ანუ მესაფუძვლენი ქართლოსი და ეგროსი ღვიძლი ძმები იყვნენ.
ასე რომ, საერთო-ქართული სახელმწიფო ენა მარტო ძველი ქართულიდან კი არა, სვანურ-მეგრულ-ლაზური წიაღიდანაც იშვა.
ამიტომაც არა ჰქონიათ ჩვენს ეგრისელ წინაპრებს ქართულის მიმართ გაუცხოების განცდა... მით უმეტეს არა აქვთ იგი მათს დღევანდელ შთამომავლებს – სვანებსა და მეგრელებს. მაგრამ დანარჩენი საქართველოც არ უნდა უყურებდეს ალმაცერად სვანურსა და მეგრულს და არც «გაფუჭებულ» ქართულად უნდა აღიქვამდეს ამ ენებს.
რა უნდა მოვიმოქმედოთ საამისოდ?
ადრეც დამიწერია და ახლაც გავიმეორებ: სკოლაშივე უნდა შევუქმნათ ბავშვს ქართველურ ენებსა და ქართულის დიალექტებზე მართებული წარმოდგენა, უკვე დაწყებით კლასებში უნდა «გავუხედნოთ» ყური მეგრული და სვანური ფოლკლორის ნიმუშებით: წარმოიდგინეთ ბარისახოელი პატარა ხევსური, დიდის ეშხით რომ ამბობს: «ბჟა დიდა რე ჩქიმი» («მზე დედა არი ჩემი»)... მერე და მერე ისეთი ლექსიკური მასალაც უნდა ვუჩვენოთ და შევასწავლოთ, ქართულ-სვანურ-მეგრულის საერთო წარმომავლობასა და ერთიანობაზე რომ მეტყველებს.
მოკლედ, ბავშვს სკოლაშივე უნდა გავაცნოთ და შევასწავლოთ სვანურისა და მეგრულის ელემენტები.
ნურავინ დამწამებს ენობრივი სეპარატიზმის ქადაგებას: სკოლაში სვანურისა და მეგრულის ელემენტების სწავლება სხვაა და, სვანურად და მეგრულად სწავლება სკოლაში – სულ სხვა, «შუა უზის დიდი მზღვარი».
ისე, რუსეთის იმპერიამ, ცარისტულმაც და კომუნისტურმაც, ქართველთა გარუსების სტრატეგიულ გეგმას ლეღვის ფოთლად მეგრელ გლეხკაცზე «ზრუნვა» ააფარა: აქაოდა, უბირ ხალხს ქართული არ ესმის, სამეგრელოში სწავლება მეგრულ ენაზე უნდა გადავიყვანოთო.
პირველ ჯერზე, XIX საუკუნეში, ეს არ გამოუვიდათ – იაკობი და ძმანი მისნი აღუდგნენ წინ იანოვსკი-ვოსტორგოვის მზაკვრულ გეგმას.
მეორე ჯერზე, XX საუკუნის ოცდაათიან წლებში, კომუნისტ-»მაფალუისტებს» სამეგრელოს მხარიდან გამოსულმა ინტელიგენციამ ჩააკმედინა ხმა: თედო სახოკიამ, შალვა დადიანმა, კონსტანტინე გამსახურდიამ... ის ფრაზაც, ეროვნება ნებაყოფლობის ამბავიაო, კონსტანტინე-ბატონმა სწორედ «მაფალუისტთა» სამხილებელ წერილში ბრძანა.
იმპერია ქართულ ენას მარტო სკოლიდან კი არა – ეკლესიიდანაც უპირებდა გამოძევებას: მისი გეგმით, სამეგრელოში ღვთისმსახურების ენად ქართულს მეგრული უნდა ჩანაცვლებოდა. აქ კი ხმა სამეგრელოს სამღვდელოებამ აღიმაღლა და, მერე როგორ!
ოთხმოციანი წლების დასაწყისში ბატონმა არნოლდ ჩიქობავამ, უკვე ლოგინად ჩავარდნილმა, თავის ბიბლიოთეკაში საგულდაგულოდ გადანახული მასალა მომაძებნინა – შინ წაიღეთ, წაიკითხეთ და დამიბრუნეთო. XIX საუკუნის გაყვითლებული ფოლიანტები აღმოჩნდა – 1895 წლის მარტ-ივნისის ნომრები ეგზარქატის რუსულენოვანი გამოცემისა «:ეჰყფკ»... ეგზარქოსს დაუვალებია გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის მეუფე გრიგოლისათვის (ერისკაცობაში – გრიგოლ დადიანი) კომპეტენტური კომისიისათვის გაეცნო მეგრულ ენაზე თარგმნილი რამდენიმე ნიმუში ლოცვებისა და გაერკვია, როგორ ზემოქმედებას მოახდენდა მრევლზე მღვდელმსახურების დროს მათი გამოყენება.
გრიგოლს მოუწვევია კომისია – სამეგრელოს სამღვდელოება, აგრეთვე განსწავლული საერო პირები ნიკო ტარიელის ძე და დავით გიორგის ძე დადიანები – და მოუსმენია მათი მოსაზრებანი...
სწორედ ეს მასალა დაიბეჭდა ზემოაღნიშნულ «:ეჰყფკ»-ში.
წანაკითხმა გამაოგნა: «რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი»-ო, სამეგრელოს სამღვდელოებაზე აღმოჩნდა ზედგამოჭრილი. ასეთი სიღრმითა და სიმართლით ამ საკითხზე დაწერილი არაფერი წამეკითხა... არ ვაჭარბებ, წმინდა ენათმეცნიერული თვალსაზრისითაც დღეს დაწერილი გეგონებოდათ – აღარაფერს ვამბობ მოქალაქეობრივ პოზიციაზე. ცხადია, მეგრული ენის დიალექტად მიჩნევამ მაშინვე შემაცბუნა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამასაც სარჩულად სასულიერო პირთა პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა სდებია. ისე, სიტყვამ მოიტანა და, თავის ნაშრომებში არც პავლე ინგოროყვა მოიხსენიებდა მეგრულსა და სვანურს ენებად – ამ დიდ ეროვნულ კაცს, ჩვენი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ეს პოლიტიკურად სახიფათოდ მიაჩნდა.
თუმცა, სჯობს თავად შენ დაიგემოვნო, მკითხველო, ეს მასალა, რომელსაც იმ პიროვნების ხოტბას წარვუმძღვარებ, ვისი «გორისანიც» სამეგრელოს ეს უსახელო მღვდლები იყვნენ.
3. ქუჯური მენტალიტეტი
უძალო კაცს რომ პოლიტიკურ პირველობას დაათმობინებენ, ეს იძულების აქტია.
ძალმოსილი კაცი რომ თვითონ დათმობს პირველობას – ეს ზნეობრივი აქტი გახლავთ.
ქუჯიმ, ეგრისის ერისმთავარმა, ამგვარი ზნეობრივი, მე ვიტყოდი, ქრისტიანული ქმედების მაგალითი გვიჩვენა ქრისტეს მოვლინებამდე სამსაუკუნენახევრის წინ.
როცა ფარნავაზი, ქართლოსის ჩამომავალი, და ქუჯი, ეგროსის ჩამომავალი, შეითქვნენ აზონის, ბერძენთა დასმული მმართველის, წინააღმდეგ, იმ მომენტში რეალურ სამხედრო-პოლიტიკურ ძალას ქუჯი, თუ მეტს არა, ფარნავაზზე ნაკლებს არ ფლობდა.
მაგრამ ქუჯი ათასწლეულებით აზროვნებდა და არა – მომენტებით ან, თუნდაც, წლებით: გარდასული ჟამით იგი მომავალს ჭვრეტდა... აკი ქართლოსი უფროსი ძმა იყო ეგროსისა. არ ეგებოდა მისი პირველობა და ასე შესთავაზა ქუჯიმ ფარნავაზს, მცხეთის სახელისუფლო სახლის შვილს: ვძლიოთ აზონს და მთელ ქართველთა მოდგმას შენ უმეფებ, მე კი შენს თანამდგომად მიგულე აწ და მარადისო.
ხელმწიფობაზე უარის თქმა მხოლოდ სახელმწიფო კაცს შეუძლია.
ასე აზროვნებდა და მოქმედებდა დიდი ქუჯი...
ანუ – ასეთია ქუჯური მენტალიტეტი.
მაგრამ საქართველოს მარტო ქუჯი არ ჰყოლია – ჰყავდა თადა აშორდიაც, ვისაც უმაღლესი ხელისუფლება თვალს უხუჭავდა ყალბისმქნელობაზე, ანგარებაზე, აფერისტობაზე... ამას, ყველაფერს, მთავრობა წვრილმანად მიიჩნევდა იმ მსხვილი შეკვეთის შესრულებასთან შედარებით, რასაც ერქვა «ტუზემცების» ხელითვე ქართული «ენოვნებისათვის» საფუძვლის შერყევა, ქართველთა გარუსება.
ქუჯი უკვდავია – მას კვალში ლეგიონები უდგანან... მაგრამ, ვაი, რომ უკვდავია თადაც: ლეგიონები – არა, მაგრამ თითო-ოროლა აშორდია საქართველოს ყოველთვის ჰყავდა... და – დღესაცა ჰყავს: საზოგადოება ხედავს, რომ ჩოხოსან თადას ჰალსტუხიანი აშორდიები შეენაცვლნენ და «გრუს» პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.
დღევანდელ პრესაში მკითხველს უფრო ისინი ეჩხირებიან თვალში, ვიდრე ქუჯის «გორისანი», ამიტომაც გთავაზობთ ერთგვარ გამონაკრებს ქუჯის კვალში ჩამდგარ სასულიერო პირთა გამონათქვამებიდან სამეგრელოში ღვთისმსახურების ენის შესახებ.
მეგრულ ენაზე წირვა-ლოცვის შესახებ
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი)
კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველი საიდუმლო მრჩეველი იანოვსკი სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლებას ასე ასაბუთებდა: მეგრული ქართულთან ისეთსავე მიმართებაშია, როგორც – პოლონური ან ჩეხური რუსულ ენასთან, მათ კი სწავლებაც და ღვთისმსახურებაც თავ-თავიანთ ენებზე აქვთო. ეს მეუფე გრიგოლს მცდარ ანალოგიად მიაჩნია.
«სლავური ჯგუფის ეს სამი მონათესავე ენა საუკუნეთა მანძილზე დამოუკიდებლად ჩამოყალიბდნენ სამწერლობო ენებად და ამ ენებზე შექმნილი ლიტერატურით გამოხატავენ თავ-თავიანთ ეროვნულ თვითშეგნებას. განსხვავებული ვითარებაა ქართულსა და მეგრულს შორის: აქ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ გამოხატული დაქვემდებარება, სლავურ ენებში კი – სრულიად დამოუკიდებელი პარალელური განვითარება. უსამართლობა იქნებოდა ვინმემ ამ საკითხებში არაკომპეტენტურობა დამწამოს, ძირძველი მეგრელი გახლავართ და ქართულიცა და მეგრულიც კარგად ვიცი: მეგრელები უკვე 15 საუკუნეა ქართულ ენაზე ლოცულობენ და ევედრებიან უფალს; მე, როგორც მათი მღვდელმთავარი, ვადასტურებ, რომ ისინი კარგი ქრისტიანები არიან და სათანადოდ შეიმეცნებენ საღმრთო გამოცხადებას. მეგრელებმა სხვა ქართველებთან თანადროულად დაიწყეს ქართულად წერა-კითხვა და, ქართული საეკლესიო ტრადიციით, მათ, იმიერქართველებმა, ამიერქართველებზე ადრეც კი განადიდეს ქართულ ენაზე ჭეშმარიტი შემოქმედი».
მღვდელი კაპიტონ გაწერელია
მასაც მიაჩნია, რომ მეგრული (ავტორი მას ერთ-ერთ ქართულ კილოდ მიიჩნევს და არა – ენად), არასოდეს ხმარებულა საღვთისმსახურო დანიშნულებით და ამ მაღალ მისიას იგი ვერც დღეს შეასრულებს – ასეთ საეკლესიო ენად ჩამოყალიბებას, სხვა პირობებს რომ დავეხსნათ, საუკუნეები სჭირდებაო. თანაც:
«წმინდა წერილისა და ლოცვათა თარგმნა – ეს წმიდათაწმიდა საქმე – მოითხოვს ღვთაებრივ ზეშთაგონებას ზემოდან, უფლისაგან... სწორედ ასეთ მოწოდებას აღასრულებდნენ ძველად წმინდა წიგნების მთარგმნელები, ამიტომაც შემოგვრჩა მათი ტექსტი შეურყვნელად ჩვენცა და სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებსაც... გარდა ამისა, მარტო ლიტერატურული ტრადიციებიც კი საკმარისი ვერ იქნება საღვთისმსახურო წიგნების სათარგმნად – თვითონ ენას უნდა ახასიათებდეს ეგრეთ წოდებული «ეკლესიურობა». მეგრული, გასაგები მიზეზების გამო, ყოველივე ამას მოკლებულია.
არც წინათ და არც ახლა მეგრულად მღვდელმსახურების აღსრულება არ გვჭირდება, ვინაიდან ქართული და მეგრული ფაქტობრივად ერთი ენაა და მათს ლექსიკონებში უამრავი საერთო ძირის მქონე სიტყვებია. მეგრელს წირვა-ლოცვის ტრადიციული ენა კარგად ესმის და, თუ აქ გაგებინების თვალსაზრისით რაიმე სირთულე იჩენს თავს, ამის მიზეზი ის კი არ გახლავთ, რომ მეგრელს ქართული ცუდად ესმოდეს, _ საეკლესიო ტექსტებს ასევე ძნელად აღიქვამს არამეგრელი სხვა ქართველობაც, მათ შორის, განათლებული ხალხიც, _ თავი და თავი პრობლემისა ამ საეკლესიო ენის არქაულობაშია... აგრეთვე – ღვთისმსახურების დროს წმინდა ტექსტის სწრაფად ჩათავება-»მიფუჩეჩების» სამწუხარო ტრადიციაში... ამიტომაც ეს საკითხი ქართული მოსახლეობის – მეგრელებისაც და არამეგრელებისაც – ცოდნა-განათლების ამაღლებით გადაიჭრება და არა – ღვთისმსახურებისთვის მეგრული კილოს გამოყენებით. სხვა ხალხებსაც აქვს განსხვავებული დიალექტები, მაგრამ საღვთისმსახუროდ ყველას როდი იყენებენ: მაგალითად, მალოროსიული არანაკლებ განსხვავდება რუსული ენისგან, ვიდრე მეგრული ქართულისგან, მაგრამ მღვდელმსახურება მალოროსიულად კი არ აღესრულება, არამედ საეკლესიო-სლავურ ენაზე... მეგრელებს არასოდეს გვქონია დამწერლობა მეგრულ ენაზე იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ ყოფილა: სამეგრელოს ხალხს ქართული დამწერლობაცა და ქართული ენაც თავის ღვიძლ ანბანად და თავის დედაენად მიაჩნია და ამავე ენაზე აღავლენდა და აღავლენს უფლისადმი ხოტბას».
მღვდელი კლიმენტი ჭანტურია
«ქართულს და მეგრულს იმდენი რამ აქვთ საერთო, რომ მეგრელი ქართულს თავის დედაენად (ჰჯლყჯქ ზპსრ) მიიჩნევს. მეგრული ენა ქართული ენის საგანძურად ითვლება: ბევრმა სიტყვამ ქართულში დაკარგა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა, მეგრულში კი ისინი ძველებურად შეურყვნელი სახით შემოგვრჩნენ. ამრიგად, მეგრული და ქართული ორ განუყრელ ძმად გვესახება. ეს განცდა მარადიულია, დანარჩენ საქართველოსთან თავის ენობრივ ერთობას სამეგრელო ყოველთვის გრძნობდა, ქართულს ყოველთვის დედაენად თვლიდა, მას მიიჩნევდა სახელმწიფო ენად, მიიჩნევდა მწერლობის ენად – ამ ენაზე ლაპარაკობდნენ და წერდნენ მეგრელთა წინაპრებიც... მეგრელები ქართულად განადიდებდნენ უფალს; ამ ენაზე ლოცულობდნენ მათი მამა-პაპანი. შესაბამისად, სამეგრელო ქართულად მოლაპარაკე დაიბადა და ღვთის წინაშეც ამ ენაზე მოლაპარაკე წარსდგება...
საკუთარი გამოცდილებიდან მოგახსენებთ: ერთხელ მეც ვცადე ეკლესიაში მეგრულად მექადაგა. მრევლმა მომთხოვა, ისევ ქართულად იქადაგეთ, თორემ ეკლესიაში აღარ ვივლითო. ასეთი შემთხვევაც ყოფილა – სახარების რამდენიმე ადგილი მეგრულად თარგმნეს და, როცა ეკლესიაში წაიკითხეს, აღშფოთებულმა მრევლმა წყევლა-კრულვით დატოვა საყდარი... ევროპაშიც არის ქვეყნები, სადაც ორი ენაა: ერთი – სახელმწიფო, სალიტერატურო და საღვთისმსახურო, მეორე – შინაურობაში სახმარი, რომელსაც დამწერლობა არა აქვს. იქ აზრადაც არ მოსვლიათ, შინაურული ენა საღვთისმეტყველოდ ექციათ და, რაღა ჩვენ, მეგრელებს, გვახვევენ თავს ლოცვისათვის ამ ჩვენს შინაურულ ენას? რატომ თავად რუსები საეკლესიო სლავურზე აღასრულებენ ღვთისმსახურებას და არა მათსვე მშობლიურ თანამედროვე რუსულ ენაზე?»
მღვდელი ევგენი შენგელაია
ისიც ამტკიცებს, რომ საღვთისმსახურო მიზნით ლოცვების ქართულიდან მეგრულად თარგმნა და გამოყენება დიდ ვნებას მოუტანს მოსახლეობას სწორედ რელიგიური თვალსაზრისით:
«სამეგრელოს ხალხი უძველესი დროიდან, ქრისტიანობის მიღებისთანავე, მიეჩვია ლოცვების აღვლენასა და ყველა სახის ღვთისმსახურების აღსრულებას თავის მშობლიურ ქართულ ენაზე, ამ საღვთო სიტყვებს იგი უშუალოდ უფლის ბაგეთაგან ამოთქმულად აღიქვამს და მისი შეცვლა მორწმუნეთა გულებში მხოლოდ ურწმუნოების ღვარძლს ჩათესავს. თარგმანის ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავ, რამდენადაც მეგრელებს, მარტო ზეპურ საზოგადოებას კი არა, უბრალო მუშა ხალხსაც, ყველაფერი ჩინებულად ესმით ქართულად; მეტიც, ყოველ მეგრელს შესისხლხორცებული აქვს თავისი მშობლიური ქართული ენის სიწმინდისა და საღვთოობის განცდა, რასაც შეურყვნის ლოცვათა მეგრული თარგმანი, ამამღვრეველი არა მარტო ჩვენი რელიგიური, არამედ საზოგადოებრივ-ზნეობრივი ცხოვრებისა».
მღვდელი ნესტორ ალშიბაია
«ხალხი არ თანაუგრძნობს ლოცვათა გადმოთარგმნას ქართულიდან მეგრულად; იგი ოდითგან მოწიწებით უყურებს ქართულ საეკლესიო ენას, როგორც ამაღლებულსა და საღვთოს. საეკლესიო-ქართული ღვთაებრივი დიდებულების ნიშანს ატარებს და, თუ ლოცვათა სიტყვებს მეგრულად ვთარგმნით, კურიოზულ-სამასხარაო ეფექტს მივიღებთ. მეგრულს ჩვენ ვთვლით ჩვენს შინაურ, ოჯახში სახმარ ენად, რომელიც გამოუსადეგარია საღვთისმსახუროდ. უბირ ხალხშიც კი თავმოსაჭრელია უცოდინრობა ქართულის, როგორც ღვთისმსახურების ენისა, რომელსაც მეგრელი უხსოვარი დროიდან მოწიწებით ეთაყვანება; ასე რომ, ღვთისმსახურების დროს ქართულად აღვლენილ ყველა ლოცვას უბრალო ხალხი ჩინებულად გებულობს».
მღვდელი ალექსი ქვარცხავა
«ქრისტიანობის შემოღებისთანავე სამეგრელოში, სადაც იგი წმინდა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა გაავრცელეს ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, საეკლესიო მსახურების ენად იყო და რჩება საეკლესიო-ქართული. საერთოდაც, ჩვენში ყოველთვის ქართული ენა გამოიყენებოდა სახელმწიფო ენად; მას დაუბრკოლებლად იგებდა მეგრელი მოსახლეობა, რამდენადაც მეგრული იგივე ქართული ენა გახლავთ, ოღონდ, სხვადასხვა ისტორიული ვითარების გამო მეგრული მეტყველება სამწერლობო ენად აღარ განვითარებულა. მეგრული მიეკუთვნება ქართველური ერთიანი მოდგმის ენათა ოჯახს და მას გარკვეული რეგიონის მოსახლეობა შინაურულ ენად მოვიხმართ. ისტორიული ცხოვრების დასაწყისიდანვე სამეგრელოს სამწერლობო ენად ქართული ჰქონდა, რამდენადაც მეგრელებს ეს ენა მიგვაჩნდა დედაენად; საეკლესიო-ქართული კი, რასაც მთელი მართლმადიდებელი მეგრელობა უკვე ამდენი საუკუნეა ყოველდღიურად ვისმენთ ეკლესიაში, ის წმინდა ენაა, რომელსაც შევესისხლხორცეთ და
This post has been edited by ახა on 20 Mar 2008, 15:17
Извечное рабство не дает расти. Рабы остаются детьми, не вырастают. И глобальное, итоговое их сообщество, страна - инфантильное чудовище.
...закон держится человеком, а не наоборот. Нельзя создать закон и потом прилечь на нем поспать...