#9569187 · 11 May 2008, 23:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Taba
| QUOTE | | აი, ეკლესიის შემთხვევაში ეს ასე ჟღერს "ვერ დაუმტკიცებ" |
შენ სცადე, ოღონდ ობიექტურად... თანაც სანამ რაიმეს საწინააღმდეგოს დაამტკიცებდე (დაუმტკიცებდე) ეკლესიას იქამდე შეეცადე, რომ კარგად გაარკვიო თუ როგორია ეკლესიის პოზიცია იმავე საკითხისადმი.
| QUOTE | | ყველაფერი შავი ხვრელების გარდა, როგორც შენ ამბობ, ასე რომ მნათობებია ქვა,მიწა, წყალი და ა.შ. |
პირდაპირ ამ წინადადების კომენტარად შეიძლება არ გამოდგება, მაგრამ ვატყობ რომ ბიბლიის ავტორებს განმარტებების დონეზე დასდევ და ნეგატიურად აფასებ იმ ფაქტს, რომ ესა თუ ის სიტყვა იდეალურად ზუსტად არ შეესაბამება თანამედროვე მეცნიერულ ხედვას. განსაზღვრებების და განმარტებების ათასნაირად ჩამოყალიბება შეიძლება: თუ მნათობი კოსმოსური სხეულიც უნდა იყოს (დავუშვათ და ასეთი პირობა შემოვიტანეთ) მაშინ დედამიწაზე არსებული ქვა, წყალი და ა.შ. მნათობი "ვეღარ გამოვა." თუმცა ქვისებრი გრუნტის მქონე მთვარე და წყლის ყინულის შემცველი ნეპტუნი მნათობებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. აქვე ვიტყოდი, რომ შავი ხვრელიც ტყუილა ამოიღე "მნათობთა სიიდან." ყოველ შავ ხვრელს გააჩნია ე.წ. "მოვლენათა ჰორიზონტი", რომლის შიგნითაც ხდება სინათლის ემისია, გამოსხივებული ფოტონი ბალისტიკურ მრუდს შემოწერს და "ეცემა" შავი ხვრელის ზედაპირზე. ეს ყველაფერი "მოვლენათა ჰორიზონტის" გარეთ მყოფი დამკვირვებლისთვის არაა აღქმადი, თუ ჩვენ "მოვლენათა ჰორიზონტის" შიგნით აღმოვჩნდებით "დავინახავთ" სინათლეს წანაცვლებულს ლურჯი ბოლოსაკენ, ე.წ. "ბლუშიფტს" ბიბლიაში, რომ წერია "მნათობიო", საკმაოდ მარტივადაა გასაგები თუ რომელ სხეულებზე და მათ რა ფუნქციებზე საუბრობს ავტორი. | QUOTE | | ბევრი არაა საკმარისი, ჭეშმარიტობაზე თუ დებს თავს აბსოლიტურად ყველაფერი უნდა ემთხვეოდეს. |
ნუ, ხარვეზები არის, ამის მიზეზი და შინაარსი უკვე დავწერე. ჭეშმარიტებასაც განმარტება სჭირდება...
დოგმატურ სწავლებაში არაფერია გადმოცემული სამყაროს ასაკის, შექმნის პერიოდის თუ მსგავსი ტიპის კონკრეტულ ფაქტებს. პრინციპში მათი მნიშვნელობა ეკლესიისათვის მეორადია და პრობლემის ძირითადი არსი სწორედ იმაში მდომარეობს, რომ ბიბლიის ავტორს და მის თანამედროვეებს (პრინციპში არც დღესაა ეს საკითხი გადაწყვეტილი) არ ჰქონდათ მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობა, რომ უკეთესად გადმოეცათ სათქმელი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ენის სიმწირე, ტერმინოლოგიის არ არსებობა და ათასი ნიუანსი შეუშლიდათ ამაში ხელს.
გარდა ამისა ის მომენტი, რომ ბიბლიაში (ასევე რელიგიის სხვა სწავლებებში) მრავალი ფაქტი (აბსოლუტურად ყველა - არა) ემთხვევა რეალურს და ის რომ ზოგჯერ ისიც კი ხდება გამოსაკვლევი თუ საიდან იცოდნენ ამა თუ იმ პირებმა, ეს ფაქტები, რბილად რომ ვთქვათ დამაფიქრებელი და საინტერესოა.
| QUOTE | | შესაბამისობის წესი უნდა არსებობდეს |
გარკვეული შესაბამისობის წესები არსებობს, (განმარტებებს უნდა წაკითხვა), გარკვეულ შესაბამისობებს შესაძლოა ვერ ვხვდებით (ჩვენც ხომ არ ვიცით უამრავი რამ სამყაროს შესახებ...), გარკვეული რაღაცეები კი შეუსაბამოა, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს, რადგან შენ დღევანდელი ცოდნით და გადმოცემის ენით აღჭურვილს "ვინმემ" რომ მოგიყვეს (ან ვიზულაურად დაგანახოს ან ინფორმაციის გადმოცემის რაიმე უცნობი მეთოდით გადმოგცეს) 10-განზომილებიან ჰიპერსივრცულ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, დამერწმუნე ნიუანსებში არაერთ კონკრეტულ შეცდომას დაუშვებ, თუმცა ეს არ იქნება იმის ნიშანი, რომ ძირითადი არსი იმისა, რის გადმოცემასაც ცდილობ, რომ მცდარია.
ბიბლია არაა არც ასტროფიზიკის და არც კოსმოლოგიის სახელმძღვანელო, მითუმეტეს არ არის "რაღაც" კოდირებული ინფორმაციის საცავი, რომელსაც შესაბამისობით გაშიფვრა სჭირდება.
| QUOTE | | ვერა ვხედავთ თორემ არსებობენ ,კონტაქტზე იმათთან გამოდიან ვისაც სწამს მათი არსებობა , აი ზღაპრები ვინც დაწერა, მაგალითად ანდერსონი ხედავდა. |
ნუ ისევ ცუდი შედარებაა, ჯერ ერთი დევები თავისი არსით არ გულისხმობდნენ იმას, რომ ისინი უხილავნი იყვნენ, ან რომ კონკრეტულად ვინმეს "ეცხადებოდნენ". ისინი ზღაპრების მიხედვით ფიზიკური არსებები იყვნენ, ცხოვრობდნენ სადღაც, ფიზიკურად თავს ესხმოდნენ სოფელს, აწიოკებდნენ, იტაცებდნენ ხალხს, კეტავდნენ ან არ უშვებდნენ წყალთან და ა.შ. თანაც რაც მთავარია არც ჰანს-ქრისტიან ანდერსენს და არც ასტრიდ ლინდგრენს არ ჰქონიათ პრეტენზია, რომ ისინი მათ ხედავდნენ.
| QUOTE | | შენ თუ მათემატიკურ სივრცეს მომიყვან სადაც ერთი თეორემის დამტკიცებით მეორე თეორემის არასწორობა მტკიცდება. |
ბიბლია ისტორიაა და არა ზუსტი მეცნიერების ნარკვევი. ერთი და იგივე ისტორიული ფაქტი კი შეიძლება ორნაირად მოყვე, რომელშიც რაღაც გარკვეული ნიუანსები ურთიერთგამომრიცხავიც კი შეიძლება იყოს. (გააჩნია ვინ რა და როგორ აღიქვა), მაგრამ მთლიანი სიუჟეტი არსებითად უშეცდომო იყოს და საკმაო სიზუსტით გადმოცემდეს რეალობას.
ლოგიკური ადამიანი ჩანხარ და მიკვირს სულ თეორემებისკენ და განმარტებებისკენ რატომ იხრები ისტორიული ტიპის წიგნის კითხვისას... გინდა რომ ვინმემ "საღვთო განგებულების" ფუნქცია დაგიწეროს?! ან ღვთის მოქმედების სივრცის განტოლება ჰიპერსივრცეში?! იქნებ თეორიულად ამის მსგავსი რაიმეც მოხერხდეს (ოღონდ შეცვლილი ტერმინებით) ან ყოველ შემთხვევაში მოხერხებადი იყოს იმ შემთხვევაში თუ კაცობრიობა ამგვარი პროგრესით განაგრძობს განვითარებას კიდევ 3 მლრდ წელი. (მანამდე ვთქვათ მიუღწეველია) ... მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია. ბიბლია მათემატიკის ენით არაა დაწერილი, მისი ავტორი ორგანზომილებიანი სიბრტყის განტოლებასაც ვერ დაგიწერდა, (არც არსებობდა ამ წარმოდგენების გადმოსაცემი ენა, რომელსაც მათემატიკა ჰქვია) მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცალსახად უგულებელსაყოფია.
| QUOTE | | არც რელიგიაში და არც ათეიზმში არაა ლოგიკა |
ნუ რაც გინდა ის დაარქვი... რაღაც პოზიციიდან ორივე ლოგიკურია და რაღაც პოზიციიდან არც ერთი, მაგრამ ორივეს თანაბარი საფუძველი აქვს, არც ერთს უპირატესობა არ გააჩნია, არც მეცნიერება და არც უმეცრება არც ერთისაკენ არ წაგიყვანს. გადამწყვეტი არის რწმენა, "რატომღაც" ან გწამს ან არ გწამს და მორჩა... მე მგონი ჩვენი საუბარიც დასასრულს მიუახლოვდა, ჩემთვის შენი პოზიცია გასაგებია და ალბათ შენთვის ჩემიც. სხვა თემებში შეხვედრამდე. This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 12 May 2008, 00:06
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|