მნაცაკანამე მაინტერესებს, ჩვენები რამდენად უწყობდნენ მაგას ხელს? ანუ, ვიცი მეფემ სიგელი გამოსცა და ოფიციალურად დაუსVა ეს ამბავი. მიანტერესებს, რომელი მეფე იყო, რომელი წელი და სხვა დეტალები. ანუ მინდა ზუსტად ვიცოდა, რანი ვარტ და საიდან მოვდივართ.
ამ დილით ძაან ცუდი რამეები წავიკითხე მაგ თემაზე... ოღონდ ფრაგმენტული იყო...
ვიღაც უცხოელი წერს ჩVენზე უცნაური ქრისტიანები არიან, ადამიანებით ვაჭრობენო
ვაი ჩვენს პატრონს

აბა ეს ნახე:
ბავშვობიდან ჩაგვინერგეს შეხედულება, თითქოს შუა საუკუნეების საქართველოს უსაშინლესი, შემაძრწუნებელი მოვლენა, «ტყვის სყიდვა», თურქების ხელით ხორციელდებოდა - მოძალადე თურქები იტაცებდნენ ქართველ ბავშვებს და სტამბულის ბაზრებზე ჰყიდდნენ. არადა, ისტორიული სინამდვილე ბევრად გამაოგნებელი და შემზარავია.
აი, გამანადგურებელი ფაქტები მამ-შვილ რეხვიაშვილების იმავე წიგნიდან: «ეს არ იყო ბრძოლაში დამარცხებული, ტყვედ ჩავარდნილი მოწინააღმდეგის დამონება, რაც მონობის ძირითადი წყარო იყო მონათმფლობელურ საზოგადოებაში, არც შავკანიანთა წასხმა ახალ მატერიკზე პლანტაციებზე სამუშაოდ, - ეს იყო ქართველების მიერ ქართველებისავე მოტაცება (ძირითადად მოზარდებისა და ახალგაზრდების) უცხოეთში მონათა ბაზარზე გასაყიდად. (გვ.612)
ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ განსაკუთრებით დიდი მუშტარი ჰყავდა 12-13 წლის გოგონებს, ამიტომ მათი მოტაცება და სტამბულის ბაზრამდე «უვნებლად» ჩაყვანა დიდ მოგებას გულისხმობდა.
რუსეთის მეფის, მიხეილ თევდორეს ძის კარზე მყოფი საქართველოს ელჩი, მიტროპოლიტი ნიკიფორე 1639 წელს მას მოახსენებდა: «არა მხოლოდ სამეგრელოს მფლობელი ლევანი ჰყიდის ადამიანებს, არამედ მამა - შვილს, ძმა - ძმას, ქმარი - ცოლს, ცოლი - ქმარს ჰყიდის და იქ ჩამოსულ ვაჭრებს საქონელში უცვლის»
ფრანგი მოგზაური ჟან ბატისტ ტავერნიე, რომელმაც აზიაში იმოგზაურა 1631-1633 წლებში: «როგორც კი ქართველი მეფე-მთავრები ერთანეთთან ომში ტყვეებს იშოვნიან, იმთავითვე გზავნიან ოსმალეთში გასაყიდად. ადამიანთა ყიდვა-გაყიდვა ამ ქვეყანაში იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ როცა ცოლს ან ქმარს ფული დასჭირდება, თავის ერთ-ერთ შვილს გზავნის (მონად) გასაყიდად. ან მეწვრილმანესთან ბაფთებსა, ტილოს ნაჭრებსა თუ სხვა ამგვარ ნივთებზე გადასაცვლელად». (გვ 613)
ჟან შარდენი: «აქაური თავადაზნაურობა ყოველთვის ეძებს შემთხვევას, რათა რისხვად დაატყდეს თავის ყმათ, იპოვოს რაიმე საბაბი (ან ყოველგვარი საბაბის გარეშეც-გ.წ) და გაჰყიდოს ისინი ცოლშვილიანად. ამავე მიზნით მეზობლებს სტაცებენ შვილებს, ჰყიდიან საკუთარ შვილებს, ცოლსა და დედასაც კი! ერთ – ერთმა მათგანმა გაჰყიდა რამდენიმე ხუცესი, რომელთაც თან მიაყოლა თავისი ცოლი. . .» (გვ.614)
«ტყვის სყიდვა ფეოდალთა შემოსავლის გარკვეული წყაროდ იქცა საქართველოში. მას აწარმოებდნენ როგორც საერო, ისე სასულიერო(!!!-გ.წ) პირები» გვ. 614.
ვინმე დიდებულმა ჭილაძემ ეკლესიაში წირვის შესრულების შემდეგ (რომელსაც დიდად ღვთისმოსავი გამომეტყველებით დაესწრო) მის მიერვე ეკლესიაში საწირველად შეტყუებული თორმეტი პატიოსანი მღვდელი შეიპყრო, ბორკილები დაადო და პირდაპირ წაიყვანა თურქთა გემებზე გასაყიდად. (გვ 615)
არქანჯელო ლამბერტი: «უმანკო ბავშვებს თუ ვაჟებს და ქალებს, სავაჭრო მოედანზე ჰყიდიან ოხერ ფასად, რათა ამით დააკმაყოფილონ ოსმალების უწმინდური მადა».
ამ საშინელების შემსწავლელი, დიდი გერმანელი მოაზროვნე, ეთნოლოგიის დამაარსებელი, კენიგსბერგელი იოჰან გოთფრიდ ჰერდერი (1744-1803) წერდა: «კავკასიის მთებში ცხოვრობენ ქართველები. უცნაური ქრისტიანობა სუფევს ამ ხალხში. აქ მამა-შვილს ჰყიდის, შვილი-დედას, მრევლი-მოძღვარს, მოძღვარი-მრევლს, ხელმწიფე-თავის ქვეშევრდომებს». (ნაშრომი: «იდეები კაცობრიობის ისტორიის ფილოსოფიის შესახებ»).
(აქვე მოგასენებთ, რომ ჰერდერის ციტატა კიდევ შევარბილე, რათა, ამ ქვეყანაში არსებული ჩვეულებისამებრ, ყველაფერი ჩვენ არ დაგვბრალდეს - მათ შორის ტყვის სყიდვაც შუა საუკუნეებში. – გ.წ)
ჰოდა ვიტყუოთ თავი, რომ ჩვენ «ევროპული ფეოდალიზმის ქვეყანა ვიყავით». არადა, ეს საზიზღრობა სწორედაც სახელმწიფოებრივი სისუსტის, სახელმწიფოებრივი უკულტურობის გამოვლინებაა, თორემ, ევროპელი ფეოდალი ამას როგორ გაბედავდა?!!! ხომ ნელი ცეცხლით წამება და შემდგომ ამაყი თავის საჯაროდ მოკვეთა არ ასცდებოდა საბრალოს - მისი «კეთლშობილების» მიუხედავად.
ყველაფრის «ოსმელეთის ბატონობით» ახსნაც არ შეიძლება. ზოგჯერ საზარელი აზრიც კი მომდის თავში: ტყვის სყიდვის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ოსმალეთმა დასავლეთ საქართველო ბოლომდე არ დაიპყრო და გარკვეული ავტონომია შეუნარჩუნა (იმერეთის ხელმწიფე რჩებოდა «მონად ღვთისა ყმად ხონთქრისა»). ჰოდა, სწორედაც ამ «ავტონომიის» შედეგია ეს საშინელება.
აღარასოდეს დამავიწყდება, 1997 წელს, ოქსფორდში, ჰიუიტის ერთ-ერთმა ყმაწვილმა «მოწაფე-ქართველოლოგმა» მომახალა: «ერი, რომელიც ჯერ კიდევ 200 წლის წინ საკუთარ ქალწულებს სტამბულის ბაზარზე ყიდდა თავისივე ხელმწიფის ხელშეწყობით, - ეროვნულ დამოუკიდებლობაზე და სუვერენულ სახელმწიფოებრიობაზე საუბრისას ცოტა უფრო თავდაჭერილი უნდა იყოსო».
მართალი ბრძანდებით, იმ სათვალეებიან სახეში უნდა «მეთხლიშა თბილისურად», მაგრამ ეს შველის საქმეს?
სხვათა შორის, ჩვენ რომ გვასწავლიდნენ, XIX საუკუნის პირველი ნახევრის აჯანყებები «ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის» გამოვლინება იყოო - სინამდვილეში ეს გახლდათ ხანგრძლივ «დონდლოსახელმწიფოებრივობასა» და ანარქიას მიჩვეული საზოგადოების ჩვეულებრივი რეაქცია წესრიგსა და სახელმწიფოს «მძიმე ხელზე» ანუ ელემენტარულ კანონიერებასა და ველური თავნებობის შეზღუდვაზე.
ამ თვალსაზრისითვე დავაკვირდეთ ე.წ. «1832 წლის შეთქმულებას». განსაკუთრებით მისი ზოგიერთი «დიდგვაროვანი» აქტივისტის დაპატიმრებისშემდგომი სამარცხვინო საქციელის გათვალისწინებით.
იმ «შეთქმულების» ლიდერთა პაპებს 40-იოდე წლით ადრე ჩრდილო კავკასიიდან დაქირავებული ლეკები მოჰყავდათ ერთმანეთის მამულის ასაოხრებლად და საბრალო გლეხობის დასარბევად.
კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც ასევე დაჟინებული პროპაგანდით ჩაგვინერგეს: «ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ საქართველოს ისტორია, შუა საუკუნეებში არ იცნობს სოციალური ანტაგონიზმის ფაქტებს».
სინამდვილეში, აქ საამაყო არაფერია, ვინაიდან სოციალური ანტაგონიზმი ხშირ შემთხვევაში პროგრესისა და განვითარების მამოძრავებელია. თუ ინგლისელებმა ჩარლზ პირველს XVII საუკუნეში თავი მოკვეთეს, ამით მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოებრიობა (და მისი განუყოფელი თანამდევი - ელიტის პასუხისმგებლობის მექანიზმი) განამტკიცეს. ანუ სოციალური ანტაგონიზმი სავსებით ჯანსაღი ისტორიული მოვლენაა.
http://www.experti.ge/kartuli_64.htm This post has been edited by ახა on 29 Apr 2008, 15:15