#10593602 · 30 Jul 2008, 10:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მე რამდენადაც ვიცი, იმერეთის ერტ-ერთმა მეფემ ყამათა სყიდვა, ანუ ბავშვებით ვაჭრობა, ოფიციალურად დაუშვა და კაი ხანი დასჭირდა იმ ამბავს, რომ ეს ცუდი საქმე აკრძალულიყო.
ჯერ ერთი - ლევან II დადიანმა აკრძალა, და მერე უკვე იმერეტის რომელიღაც მეფემ. |
ლევან დადიანს არა თუ არ აუკრძალია ტყვეთა სყიდვა, არამედ პირიქით, ნახევარი იმერეთი გაყიდა თურქებზე მაგ დამპალმა. იმერეთს მაშინ ფაქტობრივად მეფე არ ყავდა (ანუ ყავადა მაგრამ უვარგისი) და ამით სარგებლობდა დადიანი და იტაცებდა და ყიდდა იმერელ ქალებსა და ბავშვებს ჩვენს ახლა უკვე "მეგობრად" ქცეულ თურქებზე. ესეც არ იმყოფინა და თურქები რომ არ შეწუხებულიყვნენ, იქვე, სამეგრელოში, ყულევში გახსნა მონათა ბაზარი, სადაც ჩამოდიოდნენ თურქები და არჩევდნენ მათთვის "მისაღებ" საქონელს, ანუ ქართველ გოგო-ბიჭებს. და ეს ყველაფერი ლევან დადიანის დამსახურება იყო. განსაკუთრებით უყვარდა დადიანს რელიგიური დღესასწაულების, ყველაზე მეტად კი აღდგომის წინ იმერეთის დარბევა. ისე კი დასაჯა ღმერთმა, ერთადერთი ბიჭი მოუკვდა, მაგრამ იმ გაყიდულ უამრავ ქართველ ბავშვებს ეგ რას უშველიდა
|