#9556829 · 10 May 2008, 22:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არწივი9
| QUOTE | | ეგ სიბეცის გამოწვეული შეცდომაა |
ჩემი აზრით ძალიან ბევრი ილუზიაა შექმნილი ზვიადის პიროვნებისადმი. ზვიადი იყო გაუცნობიერებელი და მას რაც კი დანაშაული ჩაუდენია, ის მისი სიბეცის გამო იყო, მან არ იცოდა რასაც ჩადიოდა. ყველგან ეს მესმის. საიდან ასკვნით რომ მან გამიზნულად არ იცოდა რას ჩადიოდა? შეცდომა კი იყო, თან ძალიან ბევრი, მაგრამ არა სამეგრელოში და არა იმ დროს როდესაც სოხუმი ეცემოდა. ზვიადმა კარგად იცოდა რომ ქართველების დამარცხება სოხუმში მას აწყობდა, და ამაში აფხაზებს უნდა დახმარებოდა, სწორედაც მაშინ როდესაც კრიტიკული მომენტი იყო და სოხუმის დაცვის საკითხი დგებოდა, სწორედაც მან ითამაშა უზარმაზარი როლი, მათ შორის ბევრ მოღალატესთან ერთად სოხუმის დაცემაში. მან ზუსტად იცოდა რომ ქართველების დამარცხების შემდეგ აფხაზეთში, ქართული ჯარი იქნებოდა განადგურებული და ის თავისუფლად შეძლებდა თბილისის აღებას. უკაცრავ მაგრამ ეს დანაშაულია ქვეყნის წინაშე. არ უნდა ააგო შენი კარიერა ქვეყნის დამარცხების ხარჯზე. ის სწორედ იმ წამს ჩავიდა სამეგრელოში და იმ წამს აუჯანყა სამეგრელო, როდესაც აფხაზეთში გართულებული იყო სიტყვაცია... ამიტომ ჩემო კარგო, ჩემთვის იგივე ნაძირალაა ზვიადი როგორც ჯაბა და ერთისაც და მეორისაც განსაკუთრებულ ადგილზე დასაფლავება არის სამარცხვინო ქართველი ერისთვის.
--------------------
http://nukriko.blogspot.com/
www.planeta.ge
http://www.youtube.com/watch?v=XXp0eAgqJBY
Мой грех - есть зависть к доблести
in peace vigilance in war victory in death sacrifice
|