ყოველთვის არ იარსებებს. ვადა გასდის უკვე. (პროცესი დაწყებულია. ამის ნიშანი თუნდაც ეს განხილვაა)
20 საუკუნეში მასის მართვა გაადვილდა, რაც განაპირობა გოიმი, უნახავი ადამიანის გაოცებამ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოხდენილი ტექნოლოგიური ნახტომის გამო. (ეს არაბუნებრივი იყო, რადგან მართული ინტელექტუალური სისტემა ნაკლებადსიცოცხლისუნარიანია (ჩვენ კი კარგად ვიცით იმარჯვებს მეტად სიცოცხლისუნარიანი-ს პრინციპი(იხ დარვინ

))).
20 საუკუნის გასვლამ თან გაიყოლა მიკროჩიპის, რადიოს და საერთოდ ელექტრონიკის გამოგონებით გამოწვეული გლობალური ეიფორია.
20 საუკუნის შეხედულებების დაძველება კი განაპირობებს ადამიანის გონებრივი თავისუფლების დონის აწევას(ზოგადად)
ახლო მომავალშI (100-500 წელი) ასეთი ტექნოლოგიური ნახტომი არ მოხდება.
უფრო მეტიც: მოსალოდნელი შემდეგი ტექნოლოგიური ნახტომი გრავიტაციის შესწავლა (საკმარისად მნიშვნელოვანი )დააჩქარებს ადამიანის განთავისუფლების პროცესს (რადგან მოგზაურობა იაფი და ხელმისაწვდომი გახდება. ადამიანი უფრო მეტს ნახავს და ძალით მოხვეული აზრის მიმართ ოპონირების უნარი გაუჩნდება)
მივიღეთ რა: ადრე შუა საუკუნეებიდან დაწყებული არსებობდა ხისთავიანების ჯოგი და ერთი ორი ინტელექტუნარიანი (თავად აზნაურობის თუ როგორცააეგა ს წარმომადგენლობა)(რადგან მათ ქონდათ საკმარისი საჭმელი ტვინის გამოკვებისთვის და მთელ დროს მიწის დამუშავებაში არ ატარებდნენ)
ამ ერთეულებმა დაამუღამეს ჯოგის მართვა.
20 საუკუნემდე ეს ჯგუფი(ები) ქმნიდა თავის გარშემო მისტიურ გარემოს. რაც სხვებში ამოუცნობი ძალაუფლების შეგრძნებას აღვივებდა (შიშის ინსტინქტის მეშვეობით) და ზრდიდა ჯოგის დამოკიდებულებას ამ ვიწრო წრეების მიმართ.
შედეგი: სამეფო გვარის და სხვა ზოგიერთი მაგდაგვარი საზოგადოების ნაწილი მართავდა უმეტესობის აზრს.
მასმედიამ ეს მართვის ტექნიკა უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ხოლო ჩვეულებრივი (ადამიანების 90%) ჯერ მენტალურ-გენეტიკურად არ იყვნენ ბოლომდე გამოსული 20 საუკუნემდელი სიბნელისგან და ამიტომ პირდაღებულები დაყვებოდნენ ამ მეთოდით მოხდენილ შთაგონებებს.
ამის შეფასება: 20 საუკუნის შუა ხანებიდან დღემდე მასაზე ზემოქმედების ეს მეთოდი იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, რომ დღეს ძაღლიც და ღორიც იყენებს მას.
21 საუკუნე:
ამ ეპოქაშI ვიწრო საზოგადოებების და ყოფილი მასის ინტელექტუალურ მატერიალური შესაძლებლობები (საარსებო (არსებობაში აზროვნება იგულისხმება) მინიმუმის დარგში) ერთმანეთს გაუტოლდა. ამიტომ დღეს უმეტესობას არ უწევს მოვლენების ანალიზისგან თავის შეკავება შიმშილის და სხვა ყოფითი პრობლემების გამო.
თან 20 საუკუნის ტექნოლოგიურმა ნაწილმა ინფორმაცია წარმოუდგენლად ხელმისაწვდომი გახადა. (თან ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან)
მომავალში კი ალბათ: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანალიზის უნარის გაზრდა და 20 საუკუნის ტექნოლოგიის უნახავობის ეიფორიიდან გამოსვლა განაპირობებს ყოფილი მასის არეალის გაფართოვებას და თვალის ახელას.
ანუ მასის კონტროლს მომავალი არ აქვს, რადგან მომავალში არ იქნება მასა. ან თუ იქნება საზოგადოების ძალიან პატარა ნაწილში.
ეს გარდაუვალი მოვლენაა. რადგან ინტელექტუალური სისტემის (Aდამიანის) უმნიშვნელოვანესი სიცოცხლისუნარიანობის მახასიათებელი ყოველი პრობლემის ინდივიდუალური გადაწყვეტის უნარია. ვიწრო წრით მართული სისტემა კი ინდივიდუალურობას აქვეითებს მთელ საზოგადოებაშI. შედეგად წარმოიქმნება ქვეცნობიერი პროტესტი, პესიმიზმი და მომავლის სრული არდანახვის პრეცედენტი

(ეს კი დეპრესიით ან შიშით სიკვდილის დიდ შანსს წარმოქმნის). ამასთან ერთად ერთი ცენტრის მქონე სისტემა იმიტომ არის საშიში, რომ თU ცენტრი ჭაში ჩახტა მთელი საზოგადოება გადაყვება. ანუ მოკვდება.
ზემოთ ნახსენებ სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითების მცდელობა არაბუნებრივი პროცესია (ანუ ეწინააღმდეგება ბუნების მთავარ- გამორჩევის კანონს) არაბუნებრივ პროცესები კი როგორც წესი ბუნებას წონასწორობაშI მოყავს. ლაღად და მიმდევრობით ან სწრაფად დაგამანადგურებლად.
ანუ 21 საუკუნე წარმოადგენს გარდატეხის პერიოდს. ხასიათით და მნიშვნელობით თითქმის ისეთივეს, როგორც პრეისტორიულ და ისტორიულ პერიოდებს შორის მოხდა ადრე
This post has been edited by child_of_xobisckali on 8 Jul 2008, 00:52