"6. ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან:
“ეს ჩვენთვისაა ახლა ის X ძველი, მაშინ კი უვანშპტას თვალწინ სასწაულდებოდა თიხა და მინა, ქვა და აგური, ობსიდინი, კირქვა, საღებავი და ძვირფასი თვლები, ლითონი, ტყავი, ხე, სპილოს ძვალი და ქაშანური...
ხოლო ყველაზე შთამბეჭდავი მაინც Y იყო, ის ნაგებობა რომელზეც ითქვა: “ყოველივეს ეშინია ჟამთასვლის, ჟამთასვლას კი – Y-ისა”. დაასახელეთ X და Y
პასუხი: ეგვიპტე, პირამიდები"
ეს კითხვა იყო უგადაიკა. არ არსებობდა არანაირი ლოგიკური ჯაჭვი რომელიც მაინც და მაინც ეგვიპტესთან მიგიყვანდა და გამორიცხავდა სხვა ვერსიებს. მეტიც ამ ციტატაში მრავლადაა ნახსენები სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, რაც ლოგიკურად რაიმე კონკრეტული ნაგებობისკენ უფრო უბიძგებს ადამიანს ვიდრე ზოგადად "ეგვიპტისკენ".
მაგ კითხვაზე ჩვენთან რამდენიმე ვერსია იყო. პირამიდებს თავიდანვე მივხვდით, X-ის ვარიანტებიდან მე ეგვიპტე ამოვაგდე, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო.
თან ორი კითხვა ჩავაგდეთ ეს და იმერლურ ჭორებზე რომ იყო აგებული ის...
არავის საქმეში არ ვერევი მე...
და ნურც თქვენ ჩაერევით ჩემ საქმეში.