ნუცლეოტიდური თანმიმევრობების სინთეზი დიდი პრობლემა დღეს არ არის და არც ამ თანმიმდევრობების უჯრედში წარმოდგენა
უამრავი კვლევა არსებობს დნმ-ის სხვადასხვა კონსტრუქტების ექპრესიაზე როგორც ეუკარიოტულ ისე პროკარიოტულ ორგანიზმებში.
ბევრი სასარგებლო კვლევაა ამ მხრივ გაკეთებული მცდელობაში განვკურნოთ ესა თუ ის დაავადება
ამასთან, თუ უფრო გლობალურად შევხედავთ საკითხს, ძოგიერთი ასეთი კვლევა სცილდება მედიცინის სფეროს
კაცობრიობის ისტორიამ დაამტკიცა რომ ადამიანი ტექნიკურ პროგრესს ხშირად არაადეკვატურად იყენებს...და ამის კონტროლიც შეუძლებელი ხდება.....
მაგალითისთვის, თუნდაც ავიღოთ ატომური ენერგიის აღმოჩენა.......სარგებლობასთან ერთად ამ აღმნოჩენამ კაცობრიობა მისი მასობრივი განადგურების პოტენციური საფრთხის ქვეშ დააყენა
ატომური ბომბის შექმნა ეს სამეცნიერო პროგრესი არ გახლავთ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე მაგრამ ამისთვის გაკიცხვის მაგივრად ჯილდოები დარიგდა
რამოდენიმე ბიოტეხ კომპანია დღეს სთავაზობს სერვიზს ინდივიდებს ვისაც მათი გენომის შემადგენლობის განსაზღვრა სურთ
გენომის დასიქვენირება ეს არაა დიდი ფილოსოფია.....არსებული ტექნოლოგიები უკვე საშუალებას იძლევა უმოკლეს დროში მიიღო ინფორმაცია გენომზე.
ზოგადად, ორგანიზმის გენომის სიდიდეზე დამოკიდებულებით ეს პროცესი სამი დღიდან რამოდენიმე კვირას შეიძლება მოიცავდეს.
ერთი პერიოდი იყო დებატები იმაზე გამოქვეყნდეს თუ არა ადამიანის გენომის მონაცემები (რომელიც ტგრ-მა მიიღო შტატებში).
თითქოს რაა აქ სადებატო...ეს ინფორმაცია ხომ ძალიან წაადგება სხვადასხვა კაცობრიობას მომავალ კვლევებში....
მაგრამ ამას მეორე მხარე აქვს....ვინმემ ეს მონაცემები შეიძლება სულ სხვა მიზნებითაც გამოიყენოს.......ამაზე დაწვრილმანება შორს წაგვიყვანდა...მაგრამ მერწმუნეთ რომ შემზარავი კვლევების გაკეთება შეიძლება მაშინ როცა ორგანიზმის გენომური სტრუკტურა იცი
კრიტიკული შეკითხვაა.....რამდენად ძალუძს დღეს პოზიტიურად მოაზროვნე მსოფლიო საზოგადოების ნაწილს აკონტროლოს თუ როგორ იქნება ნებისმიერი სამეცნიერო აღმოჩენა გამოყენებული?......
ინდივიდების გენომების გამოქვეყნებამ ასევე შეიძლება ათასნაირი დისკტრიმინაციაც გამოიწვიოს თანამედროვე მსოპლიოში
მარტივი მაგალითი: ნაწილობრივ ვიცით ქრომოსომული მუტაციები რომელსაც ამა თუ იმ დაავადებასთან მივყევართ....
როგორ ფიქრობთ მიიღებს ასეთი ინდივიდი სამედიცინო დაზღვევას როცა სადაზღვევო კომპანია მის გენომზე ინფორმაციას განიხილავს?
გარკვეულად ცნობილია ქრომოსომული გენები ასოცირებული კრიმინალურ ბუნებასთან....თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის მასტაბურად შესწავლილი....
მაგრამ არსებული ინფორმაციით ეს იმას ნიშნავს რომ თუკი ასეთი გენების მატარებელი ადამიანი მუშაობის დაწყებას გადაწყვეტს მას ძალიან მცირე შანსები აქვს სამსახურში აიყვანონ....
რამდენად სრულყოფილია ჩვენი ცოდნა?...ნუთუ აქსიომაა ამ გენების არსებობა და კრიმინალური ბუნების თანაარსებობა?
მეტიც, ნუთუ არ ყოფილა ბუნებაში ისეთი ფაქტები რომ კრიმინალს მოუნანიებია მისი მთელი ცხოვრება?
ჩვენ ამით ადამიანს ჩარჩოებში ვსვავთ...და რობოტულ ..კიბორდულ აზროვნებასთან მივყავართ....
ანუ უფრო შორს თუ გავიჭვრიტებით კაცობრიობის მომავალი მხოლოდ "სუპერმენების"-თვისაა.
რა გვავიწყდება: აქილევსიც იყო სუპერმენი

))) მაგრამ ხედავთ კოჭებში როგორ დაერხა?

)))))
მითოლოგია და რელიგია ტექნიკურ პროგრესთან ერთად ბევრ რამეს გვასწავლის და ამის უარყოფა უგნურების ტოლფასია
ერთი სიტყვით ადამიანი ვერ საზღვრავს ადეკვატურად მისი აგმოჩენების პოტენციალს......