შენ ახლახან ხომ არ უყურე მატრიცას?

ეგ ყველაფერი შესაძლებელია. ოღონდ შენ უფრო წინ არ მიდიხარ. ლეომ იცის როცა მატრიცაში ექცევა. ლეომ ისიც იცის, როცა მატრიციდან გამოდის. მაგრამ რა იცის ლეომ, რომ ის მდგომარეობა, რომელიც მატრიცის იქით არის (დავარქვათ ამას რეალობა), თვითონ არ წარმოადგენს მატრიცას? ლეოს ეს ვერასდროს ეცოდინება, სანამ იმ რეალობიდან არ გამოვა.
ის თუ შესაძლებელია, რაც შენ თქვი, ისიც აბსოლიტურად შესაძლებელია (რადგანაც იდენტური სიტუაციაა), რომ ლეო დააძინეს ამ რეალობის წინა მდგომარებაში (დავარქვათ ამ მდგომარეობას ზერეალობა) და ჩაურთს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ეკრანზე გამოდის ასეთი რამ: ლეო ხანმოკლედ ხდება რეალობაში და იქიდან მატრიცაში. მატრიცაში მოხვედრისას ლეოს ავიწყდება რეალობა და მატრიაცაში ცხოვრობს. მერე, ზერეალობიდან პროგრამა აყურებინებს ლეოს კინოს, რომლის სცენარის მიხედვით ლეო იღვიძებს რეალობაში და ხვდება, რომ მატრიცაში იმყოფებოდა. სამაგიეროდ, ლეომ არ იცის, რომ ეს რეალობა ზერეალობისათვის ისეთივე მატრიცაა, როგორც მატრიცაა რეალობისათვის. ამას ლეო მხოლოდ მაშინ მიხვდება, როცა იგი ზერეალობაში გამოიღვიძებს.
ამრიგად, ლეო ვერანაირად ვერ დაადგენს რეალობის იქით არის თუ არა ზერეალობა, რომელშიც დაპროგრამდა ეს ყველაფერი. ეს პროცესი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს ზერეალობის ზევითაც (ამის შემდეგ მოდის ზე-ზერეალობა, მერე, ზე-ზე-ზერეალობა და ა.შ.) და მატიცის ქვევითაც (მატრიცის ქვემოთ იქნება ქვემატრიცა, ქვემატრიცის ქვემოთ-ქვე-ქვემატრიცა, ქვე-ქვე-მატრიცის ქვემოთ ქვე-ქვე-ქვე-შენი-ჭირიმე და ა.შ.

). ქვემატრიცის შედეგი ბერვნაირად შეიძლება მიიღო. მაგრამ მოკლედ ასე გეტყვი, როგორც შესაძლებელია რეალობის ქვემოთ მატრიცის არსებობა და მის ზემოთ ზერეალობის არსებობა, ისევე შესაძლებელია მატრიცის ზევით რეალობის არსებობა და ქვევით ქვემატრიცის არსებობა. ამრიგად, საერთოდ აზრი არ აქვს რეალობაზე საუბარს. მხოლოდ მიმართებაზე შეიძლება ისაუბრო: ერთი რეალობა მეორეზე ზევით დგას. ამას თუ კიდევ მიყვები, მაშინ საერთოდ ვეღარ მოახდენ განსხვავებას იმას შორის, თუ რომელი რეალობაა ზევით და რომელი ქვევით (რადგანაც ორივე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს ზევითაც და ქვევითაც, დასაწყისზე და დასასრულზე საუბარი არ შეიძლება-შეგიძლია ზემო რეალობა ჩათვალო ქვემო რეალობად და ქვემო რეალობა ჩათვალო ზემო რეალობად).