რათქმაუნდა თანახმა ვარ დავსვა კითხვები. ასევე არ დავსვავ ისეთ კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა შეუძLებელია და ტარიელი კი არა აინშტაინი ვერ გასცემს პასუხს.
ჩემი მხრიდან კითხვები იქნება მხოლოდ პრაქტიკული ხასიათის და არა ფუნდამენტალური. (არ შევეხები დივერგენნცია როტორ როტორ A-ს

და არ შევეხები ენტროპიის ზრდის ფუნდამენტურ ხასიათს.)
თან ეს კითხვები აქ საჯაროდ დავწეროთ (თუ უნდა წინასწარაც წაიკითხოს, არაა პრობლემა), შევაჯეროთ, შევთანხმდეთ, გამოვაკლოთ და მივუმატოთ ოპონენტების აზრიც.
ვთქვათ, მე ვთვლი, რომ არალეგიტიმური იქნება კითხვა: "- არღვევს თუ არა თქვენი მოწყობილობა ენერგიის მუდმივობის კანონს?" - ასეთი ტიპის კითხვები არ იქნება. ეგ ტარიელის გარეშეც ვიცით. ასევე რათქმაუნდა ვერ ვთხოვთ სქემა დაგვიხაზოს - ესეც არალეგიტიმურია

.
მოკლედ კითხვები უნდა იყოს პრაქტიკული ხასიათის.
ეხლა. მინდა დავდო ლინკი არგუმენტის სახით და ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ ხელს უშლიან ენერგიის მაძიებლებს და ბლოკავენ.
ამ ლინკზე წერენ თუ როგორ დააფინანსა მილიარდელმა ერთერთი უნივერსიტეტი ალტერნატიული და სუფთა ენერგიის წყაროების მოსაძიებლად:
http://www.columbiatribune.com/news/2012/f...nergy-research/ეს კი ევროპაში ნომერ პირველი რეიტინგული უნივერსიტეტი:
http://www.esc.ethz.ch/about/indexთავისი დიდი დეპარტამენტით. ესენიც ენერგიის მოძიებებზე მუშაობენ. იყვანენ PhD და პოსტ-დოკ ახალგაზრდა მეცნიერებს.
ამჟამად 40 პროფესორია მანდ ამ საქმით დაკავებული.
(ხომ არ მეცადა მაგათთან მუშაობა ....

)
* * *
დავიწყოთ და ნაწილ ნაწილ თუ გამოვა არაუშვას, მერე ერთად აიკინძება.
კითხვა #1
1) უმეტესობა სკეპტიკოსებისა, განსაკუთრებით ფიზიკოსები არ იჯერებენ თქვენი დანადგარის შესაძლებლობებს.
რას ეტყოდით მათ და რით შეეცდებოდით მათ დარწმუნებას.
ამ კითხვის გაშლაც შეიძლება შემდეგი მსჯელობის მოშველიებით:
- სხვადასხვა არგუმენტის მოშველიებით ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი მოწყობილობის მუშაობა შეუძლებელია. პირველ რიგში ის არღვევს ენერგიის მუდმუვობის კანონს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უპასუხებთ, რომ არ არღვევს, უბრალოდ ფარულ წყაროს იყნებსო - ამაზე ამბობენ, რომ: რომ არსებულიყო ასეთი წყარო აქამდე დიდი ხნის წინ აღმოჩენილი იქნებოდაო, რადგანო თუ ტარიელის მარტივ აპარატზე გამოდის კონტაქტზე, მაშინ სხვა ფიზიკოსებიც ნახავდნენ თავიანთ ურთულეს ექსპერიმენტებშითქო. მითუმეტეს 21-ე საუკუნეში ძალიან დახვეწილი და ურთულესი ექსპერიმენტები ტარდებათქო. მაგალითად თუნდაც CERN-ითქო.
* * *
კითხვა #2:
2) თქვენს მიერ დადებულ ვიდეოებში და იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც ინტერნეტშია, ზოგან ამბობთ, რომ ენერგიას დამიწებიდან იღებს დანადგარი,
სხვა მასალაში ამბობთ - ჰაერიდან. ზოგიერთ ვიდეოში ძრავი ტრიალებს, ზოგიერთ-ში ტესლას კოჭას მაგვარი გარდამქნელია. ზოგან იყენებთ დამიწებას და ზოგან ამბობთ, რომ დამიწების გარეშეც მუშაობს.
ასეთი მრავალფეროვნება უფრო ზრდის ეჭვს და ისედაც სკეპტიკურ პუბლიკას უფრო სკეპტიკურს ხდის.
რატომ გაქვთ დანადგარების ასეთი მრავალფეროვანი სპექტრი?
(ამ კითხვის გაშალაშინება შეიძლება, ცოტა დაულაგებელია)
* * *
კითხვა #3
3) სკეპტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ იყენებთ დამალულ ბატარიებს, რომელიც უზრუნველყოფს სისტემას იმუშაოვოს ვიდეოს ჩაწერის მომენტში და არ დაიცალოს ენერგიისგან.
შეგვიძლია თუ არა გადავიღოთ დანადგარი შორი კადრით, ისე, რომ არ გამოჩნდეს დეტალები (მიკროსქემა-ტრანზისტორი და ა.შ.) მაგრამ შემოწმდეს/გამოირიცხოს ფარული აკუმულატორის არსებობა.
(ოპერატორმა უნდა შეამოწმოს ყველა შესაძლო შემავალი ფარული გამტარი, შნური. და ჩაიხედოს დახურულ ყუთებში, ნუ შორი კადრით.)
ეს უკვე კითხვა აღარაა, უფრო თხოვნაა.

თუმცა სასურველია ნც დაისვას)
This post has been edited by asphurcela on 3 May 2012, 17:25