კარგი ფოტოა წიგნის კითხვა მართლაც სასარგებლოა, რამდენი ადამიანი შემხვედრია ვისაც უბრალოდ ძალიან უყვარს წიგნის კითხვა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა პირადად ჩემთვის მათთან ურთიერთობაა, კარგი თანამშრომლები არიან, არ გსტრესავენ, თავიანთ პრობლემებს თავზე არ მოგახვევენ,
და კიდევ ბევრი სტრესი ტვინის დალაგებულ მუშაობას ხელს უშლის, ტვინი არეული გაქვს არ იცი პირველ რიგში რა გააკეთო, იბნევი და საბოლოო ჯამში საქმეს ნელა აკეთებ, ძალაუნებურად დაძაბულობა და აგრესია სხვებზეც გადაგაქ.
წამლის სმას რაც შეეხება ვსვამდი გლიცინს რომელზეც ამბობენ ყველაზე უწყინარი პრეპარატიაო მიჩვევას არ იწვევსო.... მოკლედ როგორც კი დავღეჭავდი ამ გლიცინს იმ წუთში ტვინი მეხსნებოდა იოლად ვგებულობდი თუ რამე გასაგები იყო, საქმეს იდეალურად ვაკეთებდი, ადამიანებთან ურთიერთობა უკეთესად გამომდიოდა დღეში მარტო ერთ კაკალს ვსვამდი. და ყველა პრობლემა მოგვარებული მქონდა, მიჩვევას ნამდვილად არ იწვევს მაგრამ, ერთი თვის მერე თითქოს იფიტები ძალიან დაღლილად გრძნობ თავს, სულ გეძინება და შესაძლოა დეპრესიაც დაგეწყოს. ბრძოლისუნარიანობა გეკარგება.
ამიტომ უწამლოდ უნდა გავართვათ თავი პრობლემებს მოკლევადიანი სტრესი სასარგებლოა ის ახდენს ჩვენი ძალების კონცენტრირებას და ძალას გვაძლევს რომ მოცემული პრობლემა გადავჭრათ, თუმ ცა ძალზედ არასასიამოვნო შეგრძნებაა მაგრამ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა ხშირად მოგვიწევს როცა წინ მივდივართ,
ხაზს ვუსვამ რომ გრძელვადიანი და მუდმივი სტრესი არასასარგებლოა და უმოქმედობაში გვაგდებს, მოკლევადიანი სტრესი კი ახდენს ჩვენი ძალების კონცენტრირებას მოცემული პრობლემის გადასაჭრელად.
1. დილას ადრე ადგომა. 7-8 საათისთვის დილიდანვე კარგად იმუშავებს ჩვენი გონება მთელი დღის განმავლობაში.
2. დილას შხაპი, მთელი უარყოფითი ენერგეტიკა წყალს გავაყოლოთ და თავი მსუბუქად ვიგრძნოთ.
3. დილას ისაუზმეთ.
4. გამუდმებით პოზიტიური აზროვნება, და მუდმივად გავდევნოთ ნეგატივი, ნეგატიური აზროვნება ჩვენი პირველი მტერია.
5. ზოგჯერ საკუთარი თავი დავასაჩუქროთ მაგალითად მივცეთ თავს მოდუნების უფლება ყველაფერი დავიკიდოთ და რაც გვინდა ის ვჭამოთ
6. ხო ჭამაზე გამახსენდა მე პირადად გონებას მიხსნის ბანანი როგორც კი შევჭამ ვგრძნობ რო ტვინი მომემატა

და კიდევ ზეითუნის ხილი.
მეტი ახლა არ მახსენდება ას ყველაფერი პირადად ჩემი გამოცდილებიდან ვთქვი და კიდევ გვიან გაღვიძება არც ისე კარგია მერ მთელი დღე გამოშტერებული ვარ, თუმცა არასაკმარისი ძილიც არასასურველია...
მოკლედ ყველას ვუსურვებ საკუთარი თავის ჩათვლით "ოქროს შუალედის" პოვნას