ერთს დავწერ.... არ ვაპირებდი ამთემაში დაწერას მაგრამ თუ ვინმეს მართლა ექსპერიმენტები არ ეზარება და ცოტა ფინანსებიც უწყობს ხელს გაინმეოროს...
.... ერთ ერთი ექსპერიმენტი რაც მე მსგავს გენერატორების გულისთვის ვატარე რომ მიმეღო თუნდაც მ.ქ.კ. ერთზე მეტი არის ჩემს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი რომელიც არის ცნობილი ფარადეის დისკზე ჩატარებული ცდა...
https://commons.wikimedia.org/wiki/File:Far..._-_DSC07366.JPGმსგავს დისკზე ატარა ექსპერიმენტი ასევე რომელიც ცნობილია DePalma, Free Energy N Machine -ის სახელით
https://ce-ma-s.net/lib/exe/fetch.php?media...%20-%202003.pdfარის კიდე ინფორმაციები და ვიდოებიც სადაც საუბარი არის რომ მიიღო ამ კაცმა მ.ქ.კ. ერთზე მეტი....თუმცა ბოლომდე არ დასცადა დაიღუპაო...
ასევე ცნობილი ტექნიკოსი ტესლაც ატარებდა მსგავს დისკზე ექსპერიმენტებს.
დაჟე დააპანტეტა კიდეც...
https://www.lab-tesla.org/406968.htmlრატომ დავიწყე ამ დისკზე ექსპერიმენტი ეხლა მე?.... პრინციპი ამ კონსტრუქციის აწყობა არის ადვილი ( თავიდან ასე მეგონა) და არ ჭირდება ისეთი დეტლები რომელსაც ვერ იშოვი ვერსად....შემიტყუა რომ იტყვიან...
დავიწყე.... იაფი ჩემი ფინანსებიდან გამომდინარე იაფი ნაღდად არ დამიჯდა დაახლოებით 2500 $ -ამდე მთლიანად.... 1200$ მარტო მაგნიტები დამიჯდა თავის გამბაჟებიანა... დიდი წრიული ნეოდიუმის მაგნიტები 4 ცალი. რეალური N52 მარკის. რავი რამდენად რეალური იყო მაგრამ ძლიერი ნამდვილად იყო, არ მქონდა შესაფერისი პრიბორი შემემოწმებინა მისი ხარისხი....
სადღაც 1200...1300$-ამდე კიდე (3000 ლარამდე... მასინ $-ის კურსი სადღაც 2.5-ის შუალედში იყო..) ეგ სპილენძის მასალა და მათი გაჩარხვა გამოჩარხვები... კილოგრამი სპილეძის მასალა 45 ლარი იყო მაშინ ფასი... რამდენი მასალა ვიყიდე და დავხარჯე...

კონსტრუქცია ისე ადვილად არ წავიდა როგორც თავიდან ვთვლიდი, ბევრი გაჩარხვები ჭირდებოდა და ეხლა ტოკარი იაფად რა ძმაკაცი კი არ იყო ჩემი, ყოველ წვრიმანსი ფულს ვიხდიდი...
საბოლოვო ჯამში კი მივიღე რაღაც... ვერ ვიტყვი დანამდვილებით რომ მ.ქ.კ. ერთზე მეტი გამოვიდა რადგან ძაბვა მქონდა ძაან დაბალი რეალური გამოანგარიშება ჭირდა...ძაბვა დამოკიდებული იყო პროპორციურად დისკის ბრუნთვა რიცხვზე.... ძაან მაღალ ბრუნზე კი ვიღებდი სასურველ ძაბვას.... 2 ვოლტიც კი ავაქაჩინე მაგრამ მე მქონდა ნახშირის კონტაქტები და აჯენდა ძაან მაგრად.... საშუალოდ ავირჩიე 3000 ბრუნი მაგრამ ძაბვა იყო 0.95 ვოლტი, 300 ამპერი დატვირთვაზე ჩამოდიოდა 0.7..0.8 ვოლტზე ისიც მხოლოდ ნახშირების მერე თორემ დისკზე ძაბავ დიდიად არ დაცემულა. 0.9 ვოლტი ეკავა . ეს დიდი პლიუსი იყო რომ შესაძლებობა ამ დისკს და მაგნიტებს სიმძლავრეში გაცილებით მეტი ჰქონდა, პრობლემა იყო ეს ნახშირის კონტაქტი ამიტომ დატვირთვას მეტს ვერ ვაძლებდი და ასევე უფრო მაღალ დატვირთვაზე ნახშირის კონტაქტები ფაქტიურად ვადნობდი იწვოდა ვერ უძლებდა... რაც მქონდა ისიც კი არ იყო გათვლილი 300 ამპერ დენის გასატარებლად...
მოკლედ სიტუაცია ასეთია, ამ დისკზე მოქმედობს რათქმაუნდა ლორენცის კანონები ინტერნეტში ზოგი ამბობს რომ არ მოქმედობსო, მე ვამბობ მოქმედობს, უბრალოდ შესაძლებელია მისი მინიმუმამდე დაყვანა, უბრალოდ კონსტრუქცია უნდა გათვალო შესაბამისად.... ეხლა ამაზე ახსნას არ დავიწყებ შორს წავა, თუ კონსტრუქციას არ გათვლი შესაბამისად... ლორენცის ძალა გაიზრდება და შესაბამისად მ.ქ.კ... ჩამოვა ქვევით. არც ისე ადვლია და ზუსტად ამ სხვადასხვა ვარიანტებით გაჩარხვებმა და გადაკეთებებმა.... დამახარჯია მასალაში თითქმის სამმაგი ფასი...
ჩვეულებრივ გენერატორებში სხვანაირად არის და იქ ლორენცის ძალა უფრო მეტია.... პრინციპიც და შინაარსის არსიც იმაშია რომ კონსტრუქცია ისე უნდა ააწყო რომ ლორენცის ძალა მინიმუმამდე დაიყვანო... რომ გააქრო ვაბშე რავი მე არ გამომივიდა...რომ გამომსვლოდა ალბათ ნობელიის პრემიასაც გამოვკრავდი ხელს...
ეხლა შედეგი.... 0.7..0.8 ვოლტი 300 ამპერი... კარგი შეიძლება ტესტერმა ცოტა ცდომილება აჩვენა მაგრამ იყოს თუნდაც 0.7 ვოლტი.... 300 ამპერზე ხომ არის 210 ვატი?.... ელემენტარული ომის კანონია ხო?..
დისკს ვატრიალებდი 24 ვოლტიანი მოტორით ამ შემთხვევაში დენის ძალას მიჩვენებდა 7 ამპერს... თავიდან მეტს 20-25 ამპერსაც ... ალბათ სანამ აიღებდა აბაროტებს მატორი, დისკი საკმაოდ მძიმე იყო... მერე რავი ჩამოდიოდა 7 ამპერზე...
მაგრამ საინტერესო ფაქტი რა იყო იცით?... ის რომ როცა ეტაპობრივად ვზრდიდი დატვირთვას დისკზ ვთქვათ 50 ამპერზე... ეს ხომ გამოდის გრუბად რომ ვთქვათ 50X0.8 =40 ვატს.... როცა დატვირთვაზე მიცემ 40 ვატს ეს სიმძლავრე ხომ უნდა დაემატოს მატორის კვების მოხმარების სიმძლავრეს?.... იმ 24X7=168 ვატს?... ხომ უნდა მიჩვენოს რომ იქ უკვე 208 ვატი წესით მეტი თუ არა კიდე.. ?... დაემატა ცოტა... საერთო ჯამში ექსპერიმენტმა მიჩვენა ის 210 ვატი რომლის მაქსიმალური დატვირთვა შევძელი დისკის საერთო ჯამში მოტორის კვებიდან მე უნდა მქონოდა სიმძლავრის სიდიდე 168+210 =378 ვატი... წესით უფრო მეტი მაგრამ დავანებოთ თავი 378 ვატი იყოს... რეალურად მოხმარება 350 ვატზე მეტი არ მქონდა.... იბადება კითხვა როგორ?...
მსგავსი გასინჯვა არაერთხელ ვცადე და შევამოწმე... შედეგი ერთნაირი იყო... გამორიცხულია რამე ანგარიში შემშლოდა...
ძალიან შემიტყუა ექსპერიმენტმა, არც მჯეროდა რომ რაღაც გამოვიდა თუმცა 0.7 ვოლტი დიდი არაფერია მითუმეტეს არანაირი მუდმივი გენერატორი თუ პერპედომობილი არ გამიკეთებია.... ამ ექსპერიმენტებზე დავწვი ალბათ ათობით ნახშირი, ნახშირის კონტაქტები ეხლა კაპიკები ღირს არ არის პრობლემა, გარდა ამისა ეს კონტაქტების აცხელებს დისკსაც, რომელზეც ზის ნეოდიუმის მაგნიტები, რათქმაუნდა ჩერეზ იზოლაციით მაგრამ დისკიც არ უნდა გადაცხელდეს, დაწებებული იზოლაცია, გეტინაქსი გამოვიყენე მე იზოლაციად და წებო ეხლა თუ გადაცხელდა დისკი ისედაც დაკარგავს იმ გამტარიანობას და შეიძლება მათალმა ტემპერატურამ ააძროს მაგნიტებიც... ამიტომ საშიშია და ასე რომ დღედა ღამე ამუშაო მსგავს კონსტრუქცია გაუმართლებელია.... აღარაფერს ვამბობ ძაან დაბალ ძაბვაზე.....რომელსაც ვერაფერში ვერ გამოიყენებ.... ტოჩკი სვარკას ხომ არ გავაკეთებდი ზედ.?.... არც მაგაშიც გამოდგებოდა 0.7..0.8 ვოლტი აქაც დაბალია....
აი თქვენი ექსპერიმენტი.... თუმცა შესაძლებელია ძაბვა მიმეღო უფრო მეტი... დამემატებინა დისკები და მაღალი ძაბვით შესაბამისად უფრო უკეთესი შედეგიც მიმეღო მაგრამ რა დამიჯდებოდა ეს?... ღირდა ამდენ ფასად?.... ელექტრო ენერგიის მიღება მაშინ არის გამართლებული როცა იაფი გიჯდება და ასევე მისი ექსპლუატაცია....

რატომ დავწერე ეს ჩემი ექსპერიმენტი აქ ამ თემაში..... მე დავწერე ისეთი რამ რაც ისედაც ცხადია და დამტკიცებული... პრინციპი ამ დისკის სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოშიც კი არის აღნიშნული.... ცნობილი ცდა არის და მსგავს დისკზე დაჟე ტესლამაც კი აკეთა ექსპერიმენტები, იმაზეც კი წერენ ტესლამ ააცილაო მ.ქ.კ-ერთსო.... მოკლედ ფინანსებია საჭირო და მე ვეღარ გავქაჩე.... ამიტომ შევეშვი ისედაც გაუმართლებელია მსგავსი გენერატორი ექსპლუატაციაში მიიღო, ალბათ ეს ტესლამაც შეატყო და მაინდამაინც მისი განვითარების კუთხით არ წავიდა... სხვა გზა აირჩია....
თუმცა ის რომ შესაძლებელია რაღაც მსგავსი გენერატორი შექმნა და მიღებული ელექტრო ენერგია ერთზე მეტი იყოს რავი არ მგონია რაღაც სასწაული იყოს..... მაგრამ კაპანაძეს გამოსვლოდა მსგავსი რამ ძაან მეეჭვება...თან არ ამბობს რა პრინციპს იყენებს, ჯოკერი არა კიდე ის უჭირავს ხელში.... ალბათ ვიღაც ვიღაცეების დაბოლებას ფიქრობს ფინანსების მისაზიდად, როგორც მაგალითად სხვაგან აბოლებენ და არიცხიებენ თანხებს.... იუთუბეზეც ყრია ვიდოები ბლომად... ტიპები როგორ მოთქვამენ აი ვიყიდე მუდმივი გენერატორი და არ მუშაობს და ფეიკია და გადამაგდესო....

..
P:S... აი ეს არის რეალური ცდები რომლის პრინციპები ისედაც ცხადია და არა რაღაც ფეიკები და პრინციპს ვერ ვიტყვითო, ან რას იტყვიან რაც არ იციან..
ვაპირებდი ასე მექანიკაზე გრავიტაციაზე გენერატორის აწყობას ... თუმცა აქ ფინანსები გაცილებით მეტია საჭირო....
* * *
https://aliexpress.ru/item/32853193742.html....42f96f7d4FRHhOაი ამ ზომის მაგნიტები თუ ეხლა რეალურად ნეოდიუმის არის და N52 მარკის და არ არის ფეიკი ... 8 ცალი ასეთი თავისუფლად დამადებინებდა დაახლოებით 12 ვოლტს.... ფარადეის ორ დისკის კონსტრუქციით სერიოზურ მონაცემებს დავადებინებდი... მაგრამ ეხუმრები რა დაჯდება მთლიანი კონსტრუქცია..
This post has been edited by procesora on 25 Oct 2021, 03:50