არ ვიცი ლინკები ვერ გავხსენი.... ამიტომ ვერაფერს გეტყვი რა დევს ლინკზე...ან ჩემთან ვინდოუს ჭირს რამე ან თავად საიტს..
მეორეც 300 კილოიანი მანქანა გასაგებია. ქვედა ნაწილი შეკრული იქნება რკინით და დანარჩენი პლასმასი ამ მისი მსგავსი მსუბუქი მასით.
მასეთ მანქანას 3 კვტ-იანი ძრავიც ეყოფა სასიარულოდ მაგრამ მაინც ჯობია 5-იანი დადგეს... აქ სიმძლავრეზეა საუბარი თორემ გატარებით 1 კვტ-იანიც გაატარებს.... შენ გინდა იარო მანქანით და ისიამოვნო თუ პროსტო ააწყო და გაიაროს მანქანამ?..

სიმძლავრე გჭირდება...
გადავიდეთ აკუმულიატორებზე, მე მინდოდა მაგ სპეც აკუმულიატორების დათრევა, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს პლიუსები ის აქვს რომ რომ შევადაროთ ჩვეულებრივ (კისლოტნი) აკუმულიატორს ერთნაირი ამპერების 6-7 ჯერ მჩატეა წონაში და უფრო მალე იტენება ასევე გაბარიტებიც პატარაა, დიდი მიღწევაა რა თქმა უნდა მაგრამ ფასს ნუ მეტყვი ძალიან ძვირი ღირს, გარდა ამისა მაგას თავისი დამტენი უნდა და დამტენი უბრალო არ არის ფაქტიურად კომპიუტერია და აკონტროლებს ყველა ბანკას...ხოლო (კისლოტნი ) აკუმულიატონის დატენვას ნებისმიერი უბრალო ზარიადნიკიც ყოფნის დატენი არ არის პრობლემა.
სპეც აკუმულიატორები რომლებიც გათვლილია და გამოშვებულია სპეციალურად ელექტრომობილებისთვის ასეთი ძვირი ჯდება მარტო მასზე რომ გათვალო მანქანის სხემა. 900 კმ გაიარაო რომ ამბომ.. ეგ საკითხავია როგორ პირობებში გაიარა ან რა იდვა შიგ მარტო გაიარაზე არ არის საქმე დამტკიცება და ნახვა უნდა უნდა გადამოწმდეს ინფორმაცია.. ვერ გავხსენი ლინკი მაგრამ მეც დავზებნი შესაბამის ინფორმაციებს და გადავამოწმებ რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოში... შეიძლება გაიარა მაგრამ იაფი სისტემა ნამდვილად არ იქნებოდა შიგ..
მე უბრალო ვარიანტს ვამბობ რომ ჩვენს პირობებს იაფი დაგიჯდეს აწყობაც და მერე მისი ექსპლუატაცია... თორემ ფული და შესაძლებობა რომ იყოს მაგას არ ვეწვალო ვიყიდი თუნდა საუკეთესოს გამზადებულს და ამ პატარა საქართველოში კისრამდე მეყოფა... 900 კმ მგონი სულ არ არის მთელი საქართველო სიგრძეში..
მე პირადად ძალიან მონდომებული ვარ მაგრამ ამ დროს რა ვუთხარი... რა თქმა უნდა ათასი ინფორმაცია და საშუალება არსებობს ინტერნეტით მაგრამ დაღეჭილ ინფორმაციას და გათვლებს არავინ დადებს ზოგადან კიდე ვერ ააწყობ თუ ამ საქმეში ჩახედული არ ხარ...
აეროდინამიკას კიდე რაც შეეხება ეხლა 40-ით თუ ივლის მანქანა .....40-ით კაჭკასაც კი გაატარებ...

აერო დინამიკა რა თქმაუნდა საჭიროა მითუმეტეს თუ 60-70-ზე ზევით აპირებ სიარულს... დადებითად მოქმედობს ზედმეტ სიმძლავრეს არ ხარჯავ და +თავისთავად საჭესაც ადვილად ინარჩუნებ....
წარმატებები... მე თუ რამე ახალი აღმოვაჩინე მოგაწვდი...
თუ არა და შეიძლება უბრალოდ კარტინკი ავაწყო და უბანში გაერთობიან ბავშვები...

ხო კიდე მავიწყდებოდა... რაც შეეხება მანქანას:.... ისეტი მანქანა რად მინდა თუ 4 კაცი მაინც ვერ ჩავსვი შიგ... 4 კაცი ეხლა მინიმუმ 300 კილო ხომ მაინც არის?.. გააჩნია ისე კაცსაც

... 600 კილოიანი მასა ხომ უნდა ატარო ნუ ვთქვატ 60 კმ/სთ-ით.... 10-ით ხომ არ ივლი...სიმძლავრე გინდა... ერთ კაციანი ეგ უკვე მანქანა არ არის ან მინი ბაგი გამოდის ან კარტინგი..
* * *
გავხსენი ლინკები....
ხო ეგ უკრაინელებმა რომ გააკეთეს ხო მაგრამ მაგას მე მანქანას ვერ დავარქმევ... ეგ უბრალოს სატესტო 4 პაკრიშკიან მანქანის მაგვარ ობიექტს დავარქმევდი მე პირადად თან რავი მგონი ველოსიპედის თუ მოტოციკლეტის საბურავებზეა აგებული... ნუ გასაგებია მსუბუქი რომ გამოსულიყო მაგ ვარიანტში გააკეთეს... შესაბამისად მაგის სავალი ნაწილებიც ძალიან მჩატე და ძალზე მარტივი იქნება.. სატესტო მანქანაა რომ მსოფლიო გინესების წიგნში მოხვდეს კაცი თორემ ეგ ხომ ნორმალური მანქანა არ არის.....

... აქ მე ნორმალურ მანქანაზე მაქვს საუბარი თან კიდე უკან მიყვება სტრახოვკა. რა თქმა უნდა სტრახოვკა საჭიროა ეხლა თუ ამინდი გაფუჭდა და ერთი კვირა იწვიმა...

მაგრამ მანდ ყველა ვარიანტში აკუმულიატორებიც ექნებათ, უბრალო არა ნორმალური ყველა ვარიანტში ედგმევათ, მარტო მზის ენერგიის იმედზე არამგონია იმდენად უჭკოები იყვნენ ეგ არ გაეთვალათ...

თან 250 კილოგრამიაო...ორი კაცი იჯდა ნუ ეხრა მსხვილი ბიჭები არ იყვნენ მაგრამ 400 კილოგრამი ხომ იქნებოდა მასა მთლიანობაში...კარგია სხვა თუ არაფერი რაღაც მაინც გააკეთეს... მე უბრალოდ კონსტრუქციას დავუწუნებდი სხვა მხრივ ვერაფერს..
This post has been edited by procesora on 7 Jul 2013, 14:38