მოგესალმებით მეგობრებო, არ ვიცი თემას რამდენად სწორ მისამართზე ვხსნი, თუ ვცდები, გთხოვთ სწორ გზაზე დამაყენოთ

გარკვეული პროექტისთვის ვაგროვებ გამოჩენილი ქართველების ციტატებსა და გამონათქვამებს ევროპის, საქართველოსა და ევროპის კავშირებისა და მნიშვნელობის ან მსგავსი საკითხების შესახებ.
ქართულენოვანი მასალა ციფრულ სივრცეში საკმაოდ მწირია და ბეჭდურ მასალაში ძიების პროცესი (მიმდინარეობს აქტიურად) ძალიან ხანგრძლივი და არაეფექტურია.
ვისაც რა გაგახსენდებათ, გთხოვთ დაწეროთ, ძალიან დამეხმარებით.
მგონი თავისთავად თემაც საინტერესო იქნება.
პროექტის რაობას მისი განხორციელების შემდეგ გაგიმხელთ
სეზონს თავად გავხსნი მაგალითებით:
"ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს."
ნიკო ნიკოლაძე
"ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი."
ილია ჭავჭავაძე
გმადლობთ წინასწარ