გაირკვა, რომ ჯორდანომ ტყუილად არ შესწირა სიცოცხლე,... გაირკვა, რომ მადლობა უნდა მოვუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც, სიცოცხლის ფასად, იშრომეს,
გაუძლეს უამრავ წინააღმდეგობებს და რეალობა იპოვეს, გაუძლეს უამრავ დამცირებას, რომელიც დღესაც კი მიმდინარეობს, გამიზნულად, უმეცარი ადმიანების მხრიდან და სიმართლე გვაჩვენეს,
მადლობა უამრავ მეცნიერს, რომლებიც შრომობდნენ და დღესაც აგრძელებენ ამ აქტივობას და დაადგინეს დედამიწის რეალური ფორმა...
დეტალებზე და წვრილმანებზე მუშაობა მუდმივად იქნება, ის გრძელდება....
აქვე გადმოვიტან ჩემს წინა პოსტს...
ცხადია, არაა დედამიწა სფერო... ის შეკუმშული სფეროიდია, ანუ ბორცვებიანი ელიფსოიდი..
ამასთან ის ბრუნავს და ამას ამტკიცებს მინუმ წარსულის ორი ექსპერიმენტი, თანამედროვე ექსპერიმენტები რომ დავივიწყოთ...
ჯერ კიდევ ნიუტონმა გამოთქვა აზრი, რომ ის ბრუნავს და დიდ სიმაღლიდან ჩამგდებული ბურთულა, არ დაეცემოდა ვერტიკალის
შესაბამის ადგილზე დედამიწაზე...
მართლაც ჯერ კიდევ მე 18 საუკუნის დასასრულს და მე19 საუკუნის დასაწყისში(ორი საუკუნის უკან ამათზე ჯკვიანები ცხოვრობდნენ...)
ჩაატარეს ექსპერიმენტი 158 მეტრიდან ჩამოგდებული ბურტულა გადაიხარა 27 მმ -ით... დღევანდელ დებილებს იმის თავიც არ აქვს ასეთი ექსპერიმენტი გაიმეორონ..
მერე საუკუნ ნახევრის წინ ფუკომ ცნობილი ქანქარით დაამტკიცა დედამიწის ბრუნვა და პრეცესიის არსებობა... მან იგივე გააკეთა გიროსკოპით
დღევანდელი გაზომვები აჩვენებენ, რომ დედამიწა არაა სფერო... რადგან ბრუნავს ცხადია ვერც იქნება სფერო.. ის შებრტყელდება და იქნება შეკუმშული სფერო, ანუ ელიფსოიდი...
და ეს შებრტყელება გაიზომა და ზუსტად გვაძლევს ექსპერიმენტის შედეგს 1/298. ესაა გაბრტყელების კოეფიციენტი.. რაღაც 22 კილომეტრი სხვაობა ეკვატორზე პოლსთან მიმართ
ანუ დედამიწა ელიფსოიდია,... ბორცვებიანი ელიფსოიდი... მაგრამ ელიფსოიდს არ მიჰყვება წყლის დონე, ოკიანების ზედპირი.;;
და სხვაობა დიდია... წყალი გრავიტაცის პოტენციალს მიჰყვება, ამიტომ დედამიწის ამ ფორმას უწოდებენ გეოიდს, ანუ ფორმას, რომლის ზედაპირი არის ეკვიპოტენციალის
ზედაპირი...
ამ ზედაპირზე, ყველგან, გრავიტაცია პერპენდიკულარულია და შიგნითა ზედაპირების შრეები გრავიტაციული პოტენცილით განსხვადება...
ანუ გეოიდს თითქმის რადიალური გრავიტაციული ველია აქვს და განსხვავებები, ანუ ანომალიების რუკა ზედა პოსტში იყო მოცემული...
რადიალური გრავიტაციული ველის არსებობა, კიდევ ერთხელ უარყოფს ბრტყელი დედამიწის არსებობას...
თუმცა გრავიტაციული ანომალიები დიდი არ არის, -200 დან 200 გალ-მდეა.... და ცხადია ეს განსხვავება უნდა იყოს დედამიწაზე, ..... უზარმაზარი მთები, ბორცვები იწვევენ გარავიტაციის გადანაწილება-ანომალიას...
ანუ გეოიდი არის წარმოსახვითი ფორმა, რომელიც არის განპირობებული გრავიტაციით და უფრო ზუსტად ასახავს ოკიანეების განლაგებას
შეგვიძლია ვთქვათ
დედამიწა = გეოდი + ელიფსოიდი...
.
http://www.asu.cas.cz/~bezdek/vyzkum/rotat...clrmap_byr1.gifქვევით სურატზე ნაჩვენებია ელიფსოიდის და გეოიდის თანაფარდობა..
This post has been edited by graviton on 9 Mar 2018, 14:53