არა, ეს ისეთი მარტივი საკითხია, რომ წესით ილუსტრაცია საჭიროც არ არის, ისე უნდა მიხვდეს კაცი, ოდნავ წარმოდგენის უნარი თუ აქვს. უბრალოდ დამატებით შენივე სურათს ავიღებ პირველ პოსტში რომ გაქვს, იმედია არ გაბრაზდები.
ჯერ ძალიან მარტივად აგიხსნი: დედამიწის ორბიტა არ არის მატერიალური სხეული, ის მხოლოდ წარმოსახვითი ხაზია, ბუნებაში ის როგორც საგანი არ არსებობს.
ყველა ეს სურათი ორიენტირებულია დედამიწის ორბიტის მიმართ, წარმოსახვითი ორბიტის მიმართ, ასე უფრო თვალსაჩინოდ ჩანს დედამიწის ღერძის დახრა სხვადასხვა დროს, მაგრამ დეამიწის ზედაპირზე ჩრდილის დაცემაში დედამიწის ორბიტის მდებარეობა გავლენას არ ახდენს. ანუ დროის კონკრეტულ მომენტში, მაგალითად 21 მარტს, როგორ დაეცემა ჯოხიდან ჩრდილი, ეს არ არის დამოკიდებული დედამიწის ისტორიაზე, ანუ რა გზა გამოიარა დედამიწამ დროის ამ მომენტამდე ორბიტაზე. ეს ჩრდილის მიმართულება დამოკიდებულია მხოლოდ მზის და დედამიწის მდებარეობაზე (ორიენტიაციაზე) ერთმანეთის მიმართ.
ანუ ჩრდილის მიმართულება დამოკიდებულია მხოლოდ მზის და დედამიწის იმ კონკრეტული ადგილის (სადაც ჯოხია ჩარჭობილი) ურთიერთმდებარეობაზე.
ანუ ნებისმიერი შენი სურათი შეიძლება დავარედაქტიროთ ასე: წავშალოთ ყველაფერი, პირველ რიგში ორბიტა და დავტოვოთ მხოლოდ მზის და დედამიწის გამოსახულება. ეს სურათი შეიძლება ვატრიალოთ ნებისმიერი მიმართულებით და ამით არაფერი არ შეიცვლება: დედამიწის და მზის ურთიერთგანლაგება არ შეიცვლება.
ეხლა მთავარი შეცდომა რასაც შენ და მაგ სურათების ავტორები უშვებთ: თქვენ ვერ ხვდებით სად არის შუადღე.
მაგალითად 21 მარტის სურათზე ეკვატორზე შუადღე არის ყვითელი და წითელი ხაზების გადაკვეთაზე, მაგრამ აქ ჩრდილი არ იქნება რადგან მზე ზენიტშია. მაგრამ დედამიწის სხვა წერტილებში შუადღე იქნება არა ყვითელი ხაზის გასწვრივ, არამედ წითელი ხაზის გასწვრივ. ანუ ეკვატორის წერტილიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით. ხოლო დედამიწის სიმრგვალის გამო ეს ადგილები აღარ იქნება პერპენდიკულარული მზის მიმართ იმ პროექციაში როგორც ეს სურათზეა მოცემული. აქედან გამომდინარე, ყველა ვერტიკალურად ჩარჭობილი ჯოხი (შენობა) გადახრილი იქნება (ჩრდილოეთი ნახევარსფეროში მარჯვნივ, სამხრეთში მარცხნივ) იგივე კუთხით რა კუთხითაც ამ სურათზე ჩანს წითელი ხაზის გადახრა.
ამიტომ მზის სხივები ყველა ასეთ გადახრილ ჯოხზე (შენობაზე) მოგცემს ასევე გადახრილ ჩრდილს იგივე მიმართულებით ანუ ყველა ჩრდილი შუადღის იქნება ჩრდილოეთის მიმართულებით.
კიდევ უფრო მარტივად რომ წარმოიდგინო, ან სურათზე წაშალე ყველაფერი მზის და დედამიწის გარდა და სურათი გადაატრიალე მარცხნივ 23 გრადუსით (ნუ მაწვალებ შენ თვითონ გააკეთე, ან წარმოიდგინე)
წითელი ხაზი დადგება ვერტიკალურად, რაც ნიშნავს, რომ ყველა წერტილი სადაც შუადღეა განლაგდა ვერტიკალურად შენს სურათზე, ამ პროექციაში ყველა ჯოხი, შენობა იქნება ვერტიკალური და ყველა ჩრდილი იქნება პოლუსისკენ მიმართული.
იმედია გაიგე, მადლობა საჭირო არ არის.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)