#58858787 · 10 Feb 2022, 22:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰალლო ლოითე, არშემდგარი იურისტი და მსოფლიოს გარშემო ხეტიალმოსურნე ადამიანი ვარ. გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა 25 წლის ასაკში, არა იმიტომ რომ იურიდიული არ მომწონს, უბრალოდ არ არის მოთხოვნადი და არც რენტაბელული, ამიტომ ამჯერად ვცდილობ ცოტა სიფრთხილე გამოვიჩინო და ავირჩიო პროფესია არა იმის მიხედვით რაც მომწონს არამედ უფრო მეტად რა უფრო მოთხოვნადია და სადაც შეიძლება მარტივად დასაქმება. პროფესია მინდა აუცილებლად უნივერსალური იყოს და რას ნიშნავს, უცხოეთში ცხოვრება რომ მომინდეს შეიძლებოდეს ჩემი პროფესიით დასაქმება. მე პირადად საბუნებისმეტყველო ან ტექნიკური მიმართულებით (ეს ცოტა მაშინებს რამდენადაც საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანი ვარ და მჯერა რომ რასაც ისწავლი მეტ -ნაკლებად უნდა გამოგდიოდეს ). დღევანდელი მოთხოვნადობის(მსოფლიო იგულისხმება და არა საქართველო)გათვალისწინებით, რომელი მიმართულებით ისწავლიდით? მადლობა
|