#62062039 · 10 May 2025, 14:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არის ის, ვისაც მტკიცე ნება აქვს. ნება სიცოცხლის, გადარჩენის, განვითარების.
ძალა მატულობს ადამიანში მაშინ, როდესაც ის მიზანდასახულია, ანუ რაღაც მიზანი აქვს ცხოვრებაში. იქნება ეს რაღაც ვიწრო თემა და ძალზე ფართო, სულ ერთია, მთავარია მყარი მიზანი ჰქონდეს, საითაც იგი თავის ენერგიას გაუშვებს. ძალა, რომელიც "სასაწყობე" პირობებში დევს და არ რეალიზდება, ჩლუნგდება.
ძალა ადამიანის პიროვნულ მოქნილებაში ვლინდება. მარტო უხეში ძალა არ კმარა. პიროვნება მოქნილი და ადაპტირებადი უნდა იყოს ცვლილებებისთვის.
რეალური ძალა ადამიანის თვისებებში ვლინდება. ადამიანი იბრძვის და აღწევს ყველაფერს თავისი თვისებებით, როგორც იარაღით.
ძლიერია ადამიანი, რომელიც თავის სისუსტეებს თვალს უსწორებს და მათ რეალურად ძალად გადაადნობს. "ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში."(პავლეს მეორე წერილი კორინთელთა მიმართ)
რეალურად ძლიერია ის, ვისაც ჭეშმარიტება უყვარს. ვინც სიმართლეს არ ეძებს მუდმივად, ის კარგავს თავის ძალას.
--------------------
რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)
|